სპარტაკი (ტელესერიალი)
| სპარტაკი | |
|---|---|
|
| |
| ჟანრი | ისტორიული დრამა |
| სცენარი | სტივენ დენაიტი |
| მონაწილეობენ |
ენდი უიტფილდი ლიამ მაკინტაირი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| სეზონი | 4 |
| სერია | 39 |
| ეპიზოდი | 39 (ეპიზოდების სია) |
| წარმოება | |
| ხანგრძლივობა | 53–60 წთ. |
| კომპანია |
DeKnight Productions Starz Originals |
| ეთერი | |
| ორიგინალური არხი | Starz |
| ჩვენების ფორმატი | 1080i (HDTV) |
| აუდიო ფორმატი | Dolby Digital 5.1 |
| ეთერში | 22 იანვარი, 2010 — 12 აპრილი, 2013 |
| რესურსები ინტერნეტში | |
| საიტი | |
„სპარტაკი“ — ამერიკული ისტორიული ჟანრის სერიალი. მისი პრემიერა გაიმართა Starz-ზე 2010 წლის 22 იანვარს, ჩვენება კი დასრულდა 2013 წლის 12 აპრილს. პირველ სეზონში მოქმედება ვითარდება ძვ. წ. 73-71 წლებში, როდესაც რომის იმპერიის წინააღმდეგ მონათა აჯანყებას სათავეში ჩაუდგა მონა სახელად სპარტაკი.
სერიალის პირველი სეზონი — „სპარტაკი: სისხლი და ქვიშა“ დაიწყო 2010 წლის 22 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 16 აპრილს. იგი შედგება 13 ეპიზოდისგან. სერიალის მეორე სეზონი — „სპარტაკი: არენის ღმერთები“ — გამოვიდა 2011 წლის 21 იანვარს და დასრულდა 25 თებერვალს. ეს სეზონი მოიცავს 6 სერას. მესამე სეზონი — „სპარტაკი: შურისძიება“ — გამოვიდა 2012 წლის 27 იანვარს და დამთავრდა 30 მარტს. იგი შეიცავს 10 ეპიზოდს. ტელესერიალის მეოთხე სეზონის — „სპარტაკი: დაწყევლილთა ომის“ – გადაღება დაიწყო 2013 წლის 25 იანვარს და დასრულდა 12 აპრილს.