სპადის სასახლე
სპადის სასახლე (იტალ. Palazzo Spada) — მდებარეობს რომის რეგოლას რაიონში, იტალიაში. ძალიან ახლოს მდებარეობს პალაცო ფარნეზესთან და აქვს ბაღი, რომელიც გამოდის ტიბრის მდინარისკენ. პალაცოში განთავსებულია დიდი სამხატვრო კოლექცია, გალერეა სპადა (Galleria Spada). კოლექცია თავდაპირველად შეგროვდა XVII საუკუნეში კარდინალ ბერნარდინო სპადასა და მისი ძმის ვირჯილიო სპადას მიერ, ხოლო შემდგომ დაემატა მათი ძმისშვილისშვილის, კარდინალ ფაბრიციო სპადას მიერ.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1540 წელს ეს პალაცო შეუკვეთა კარდინალმა ჯიროლამო კაპოდიფერომ, არქიტექტორად კი დაიქირავა ბარტოლომეო ბარონინო კაზალე მონფერატოდან. გარე და შიდა მხატვრული სტუკოს მდიდრული დეკორი შესრულდა ჯულიო მაცონისა და მისი გუნდის მიერ.
პალაცო ცოტა ხნით ეკუთვნოდა მინიანელის ოჯახს, მაგრამ 1632 წელს ის შეიძინა კარდინალმა სპადამ, რომელმაც შენობის მოდიფიკაციები დაავალა ფრანჩესკო ბორომინის. ბაროკოს სტილის არქიტექტორმა ბორომინიმ შექმნა ილუზიის ნამდვილი შედევრი პერსპექტივის ილუზია, რომელიც მდებარეობს თაღებიან ეზოში: თანდათანობით შემცირებული სვეტების რიგები და მაღლავზე ამავალი იატაკი ქმნის ვიზუალურ ილუზიას გალერეის, რომელიც გეგონება 37 მეტრი სიგრძისაა, თუმცა რეალურად მხოლოდ 8 მეტრია. ამის ბოლოს ჩანს ცხოვრების ზომის ქანდაკება სინამდვილეში კი ის მხოლოდ 60 სანტიმეტრია. ბორომინის ამ ილუზიის შესაქმნელად დაეხმარა მათემატიკოსი.

პალაცოს ფასადის და ეზოს მხარეს არსებულ ფრონტონებზე წარმოდგენილია მანიერისტული სტუკოს ქანდაკებათა დეკორი ნიშებში ჩასმული ქანდაკებები, ხილისა და ყვავილების გირლანდები, გროტესკები და სიმბოლური გამოსახულებები რელიეფში, რომლებიც მეზონინის პატარა ფანჯრებს შორისაა განთავსებული. ეს დეკორაცია რომში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ და დახვეწილ ფასადად მიიჩნევა ჩინკვეჩენტოს (მე-16 საუკუნის) არქიტექტურაში.
ფასადის დეტალები: გიგანტური ქანდაკება პომპეუს დიდისა რომელიც შეცდომით მიაჩნდათ იმ ქანდაკებად, რომლის ფერხთითაც იულიუს კეისარი დაიღუპა — აღმოაჩინეს 1552 წელს, ორი რომაული სახლის საერთო კედლის ქვეშ. ქანდაკების თავგადაჭრა იგეგმებოდა, რათა ორივე მხარეს შორის საკუთრების დავა გადაეჭრათ, რამაც კარდინალი კაპოდიფერო იმდენად შეძრა, რომ ჩაერია ამ საქმეში და მიმართა პაპ იულიუს III-ს. პაპმა ქანდაკება შეიძინა და შემდეგ კარდინალს აჩუქა.

გალერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალაცოში მდებარეობს გალერეა სპადა, კარდინალ სპადას კოლექცია, რომელიც მოიცავს ოთხ გალერეას მე-16 და მე-17 საუკუნეების მხატვრების ნამუშევრებით. კოლექციაში წარმოდგენილია ანდრეა დელ სარტოს, ნიკოლო ტორნიოლის, გვიდო რენის, ტიციანის, იან ბრეუგელ უფროსის, გუერჩინოს, რუბენსის, დიურერის, კარავაჯოს, დომენიკინოს, კარაჩების, სალვატორ როზას, პარმიჯანინოს, ფრანჩესკო სოლიმენას, მიქელანჯელო ჩერკუოცის, პიეტრო ტესტას, ჯამბატისტა გაიულის, ასევე ორაციო და არტემიზია ჯენტილესკის ნამუშევრები.
საჯარო ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პალაცო სპადა 1927 წელს შეიძინა იტალიის სახელმწიფომ და დღეს მასში მდებარეობს იტალიის სახელმწიფო საბჭო (Consiglio di Stato), რომელიც თავის სხდომებს მართავს მდიდრად მოხატულ და სტუკოთი მორთულ დარბაზებში.