სპაგეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სპაგეტი

გამოსაშრობად დაკიდებული სპაგეტი
ტიპი მაკარონი
წარმოშობის ადგილი იტალია

სპაგეტი (იტალ. spaˈɡetti) - მაკარონის ცილინდრის ფორმის გრძელი, თხელი და მკვრივი სახეობა. როგორც სხვა მაკარონი მზადდება დამუშავებული ხორბლისგან და წყლისგან, ხანდახან ვიტამინების და მინერალების დამატებით. თეთრი ან მოყვითალო ფერის. დღეს სპაგეტის სიგრძე ჩვეულებრივად 25-30 სანტიმეტრია, XX საუკუნის მეორე ნახევრამდე გავრცელებული იყო უფრო გრხელი სპაგეტი. ითვლება იტალიური სამზარეულოს ტრადიციულ კერძად, მაგრამ პოპულარობით მთელ მსოფლიოში სარგებლობს. გამოიყენება ბევრი კერძის მოსამზადებლად, ხშირად უმატებენ ტომატის სოუსს, ბოსტნეულს ან ხორცს. უფრო სქელ სპაგეტის სპაგეტონი ეწოდება, უფრო თხელს - სპაგეტინი ან კაპელინი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Spaghetti“ იტალიური სიტყვის „spaghetto“ მრავლობითი რიცხვია, რომელიც თხელ ძაფს ნიშნავს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკარონის პირველი წერილობითი ხსენება V საუკუნით თარიღდება და აღწერს გამომშრალ მოსახარშ საჭმელს[2], რომელიც თან სატარებლადაც იყო მოსახერხებელი[3]. ზოგ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ მაკარონი ევროპაში შემოიტანა ჩრდილოეთ აფრიკულმა ბერბერის ტომმა სიცილიის კუნძულის დაპყრობისას. XII საუკუნეში მუჰამად ალ-იდრისის სიცილიელების ტრადიციების აღწერის მიხედვით თხელი და გრხელი მაკარონის დამზადება სავარაუდოდ სიცილიაში დაიწყეს მიახლოებით XII საუკუნეში[4].

იტალიის მთელ ტერიტორიაზე სპაგეტის გავრცელება დაიწყო XIX საუკუნეში, როდესაც მაკარონის პირველი ქარხნები ამუშავდა. XIX საუკუნის ბოლოსთვის სპაგეტი უკვე რესტორნებშიც მზადდებოდა „იტალიური სპაგეტის“ სახელით ტომატის სოუსითა და ადვილად მოსაპოვებელი ბოსტნეულით. ორეგანოს და სხვა მწვანილის დამატება მოგვიანებით დაიწყო. მსოფლიოში ყველაზე დიდი სპაგეტის თეფშის რეკორდი დაამყარა რესტორანმა „Bucca di Beppo“ კალიფორნიაში 2009 და 2010 წელს - საცურაო აუზი აავსეს სპაგეტის 6251 კილოგრამით.[5]

მომზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპაგეტის უმარტივესი ვარიაციის დამზადება შესაძლოა უბრალო ფქვლის და წყლის შერევით და დაჭრით, მაგრამ მას ოთხკუთხედის ფორმა ექნება ცილინდრულის მაგივრად და ის მაკარონის სხვა სახეობას - ფეტუჩინეს უფრო ემგვანება. მაკარონის ზოგიერთ მოსამზადებელ ხელსაწყოს აქვს სპაგეტის რეჟიმი, რომელიც მას ცილინდრის ფორმას აძლევს. ქარხნულად მზადდება გამომშრალი სპაგეტი. გამოშრობის პროცესში პროდუქტს თვალყურს ადევნებენ, რომ მაკარონი არ დაიწვეს ან არ გაფუჭდეს რაიმე სხვა ფაქტორისგან. ინახება ქაღალდის ან პლასტმასის შეფუთვაში ან ყუთში.

კულინარიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიური სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური სპაგეტი ალა კარბონარა

იტალიური სამზარეულოს სიმბოლოს, სპაგეტის ხშირად მიირთმევენ პომიდვრის სოუსთან ერთად, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა მწვანილს (განსაკუთრებით ორეგანოს და ბაზილიკს), ზეითუნის ზეთს, ხორცს ან ბოსტნეულს. სპაგეტის კერძებია ასევე ამატრიჩიანა და კარბონარა. ხშირად ზევიდან აყრიან გახეხილ მაგარ ყველს როგორებიცააა პეკორინო რომანო, პარმიჯანო რეჯანო და გრანა პადანო.

საერთაშორისო სამზარეულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპაგეტი ბოლონეზე გავრცელებულია სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა იტალიაში მას ჩვეულებრივად არ ამზადებენ.

ზოგ ქვეყანაში სპაგეტი იყიდება თუნუქის ქილებში სოუსთან ერთად.

შეერთებულ შტატებში მას ხშირად ჩილი კონ კარნესთან ერთად მიირთმევენ. იტალიისგან განსხვავებით, სხვადასხვა ქვეყანაში სპაგეტის მიირთმევენ ბოლონეზეს სოუსთან ერთად.

ფილიპინური სპაგეტი გამოირჩევა სიტკბოთი, ტომატის სოუზში ამატებენ შაქარს ან ბანანის კეტჩუპს, ასევე ბევრ ხორცს და ყველს. ეს კერძი გაჩნდა ფილიპინებში 1949-1960-იან წლებში პამიდორის დეფიციტის დროს, რომელმაც განაპირობა ბანანის კეტჩუპის გამოგონება. ამ პერიოდში ამერიკელებმა სპაგეტი ფილიპინებში შემოიტანეს და შემდგომში კერძი ქვეყანაში ტკბილი კერძების მიმართ სიყვარულის მიხედვივით განვითარდა.

სპაგეტის კერძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Spaghetti aglio e olio – (იტალიურად "სპაგეტი ნივრით და ზეთით"), ტრადიციული მაკარონის კერძი ნეაპოლიდან.
  • Spaghetti alla puttanesca – (პირდაპირი თარგმანი იტალიურიდან "მეძავის სტილის სპაგეტი"), მკვეთრგემოიანი, საკმაოდ მარილიანი მაკარონის იტალიური კერძი, რომელიც გამოიგონეს მეოცე საუკუნის შუაში. ძირითადი ინგრედიენტები: პომიდორი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, კაპერსი და ნიორი.[6]
  • Spaghetti alla Nerano - სოფელ ნერანოდან, ნეაპოლთან ახლოს. შემწვარ ყაბაყთან ერთად.
  • Spaghetti alle vongole – (იტალიურად "სპაგეტი მოლუსკებით"), ძალიან პოპულარული კერძი მთელი იტალიის მასშტაბით.
  • სპაგეტი და გუფთები – იტალიურ-ამერიკული კერძი, რომელიც ძირითადად მოიცავს სპაგეტს, პომიდვრის სოუსს და გუფთებს.
  • სპაგეტი ბოლონეზე - სპაგეტი დაკეპილი ხორცით და პომიდვრის სოუსით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]