სო ჯუ ჰიუნი

სო ჯუ ჰიუნი (კორ. 서주현; დაბ. 28 ივნისი, 1991) — პროფესიონალურად ცნობილი როგორც სოჰიუნი, არის სამხრეთ კორეელი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. 2007 წლის აგვისტოში გოგონათა ჯგუფ Girls' Generation-ის (და მოგვიანებით მისი ქვეჯგუფი Girls' Generation-TTS) წევრად დადებიუტდა, რომელიც სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი და სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოგონათა ჯგუფი გახდა მთელ მსოფლიოში. სოჰიუნმა თავისი პირველი EP "Don't Say No" 2017 წელს გამოუშვა. მიუხედავად იმისა რომ მან SM დატოვა, იმავე წლის ბოლოს, კვლავ რჩება Girls' Generation-ის წევრი. სოჰიუნი 2019 წელს შეუერთდა Namoo Actors-ს. გარდა მუსიკალური კარიერისა, მან თავი დამკვიდრდა როგორც მსახიობი. სატელევიზიო დრამაში, "Passionate Love" (2013) მეორეხარისხოვანი როლის შესრულების და "Moon Lovers: Scarlet Heart Ryeo"-ის (2016) შემდეგ, მან ითამაშა "Bad Thief, Good Thief" (2017), "Time" (2018), "Private Lives" (2020), "Jinxed at First" (2022) და "Song of the Bandits"-ში (2023). მისი სამსახიობო კარიერის განუყოფელი ნაწილია ფილმები: "Love and Leashes" (2022), "Moon Embracing the Sun, Gone with the Wind" და "Mamma Mia".
სეოჰიუნი დაიბადა როგორც სო ჯუ-ჰიუნი, 1991 წლის 28 ივნისს, დოკსან-დონგში, გეუმჩონ-გუ, სეული, სამხრეთ კორეა და არის ერთადერთი შვილი ოჯახში. მისი დედა იყო ფორტეპიანოს სკოლის ხელმძღვანელი. სოჰიუნს ბავშვობაში ასწავლიდნენ პიანისტობას, ვიოლინოს და ტრადიციულ კორეულ დრამებს. მან ბავშვობაშივე ისწავლა ცხენოსნობა და სათხილამურო სტილი. მშობლებისგან მისი ცნობილ ადამიანად გახდომის ძალდატანება არ იყო, მაგრამ სოჰიუნი მიიჩნევდა, რომ ისინი დაეხმარნენ კარიერის არჩევაში, რომ მას ბევრი რამის გამოცდილება მიეცა. მეხუთე კლასის მოსწავლე, სოჰიუნი, კომპანიის აგენტმა აღმოაჩინა მეტროში მგზავრობისას. გოგონამ აუდიციაზე შეასრულა ბავშვთა სიმღერები და SM Entertainment-მა მიიღო სტაჟიორად. სოჰიუნმა BoA, [[S.E.S]) და Fin.K.L. დაასახელა, როგორც მისი ძირითადი ინსპირაცია, არტისტად ჩამოყალიბებაზე. სოჰიუნმა დაამთავრა ჯეონჯუს ხელოვნების საშუალო სკოლა 2010 წლის თებერვალში. სწავლობდა დონგგუკის უნივერსიტეტში, რომელიც თეატრალური მსახიობის სპეციალობით დაამთავრა 2014 წლის აგვისტოში, ხოლო გამოსაშვებ ცერემონიაზე მიღწევის ჯილდო მიიღო. მისი კოლეგა, Girls' Generation-ის, წევრი, იუნა, სწავლობდა იმავე უნივერსიტეტში.