სოხუმის ჰიდროელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სოხუმჰესი (სოხუმის ჰესი) — დერივაციული ტიპის სეზონური მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე დასავლეთის გუმისთის მარცხენა ნაპირზე. ქალაქ სოხუმიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. მისი დადგმული სიმძლავრეა 18,9 მგვტ. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 100 მლნ. კვტ საათი. ჰესის მშენებლობა დაიწყო 1934 წელს, ჰიდროელექტროსადგურის პირველი აგრეგატი გაუშვეს 1948 წელს. ექსპლუატაციაში შევიდა 1948-1951 წლებში.[1] საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დროს (1992-1993) მწყობრიდან გამოვიდა. 1992 წლიდან სოხუმჰესი არ ფუნქციონირებს, სადგურის კონსტრუქცია მიტოვებულია და თითქმის მთლიანად გაძარცვული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]