სოხტოროტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოხტოროტიშუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ტაოში (ახლანდელი თურქეთის ფარგლებში). გეგმით ოთხკუთხა, დარბაზული ეკლესია. ამჟამად გადაკეთებულია მეჩეთად. კამარა შეცვლილია მიწადყრილი ხის გადახურვით. ნაგებია ნატეხი ქვით, კარი, სარკმლები და პილასტრები სუფთად გათლილი ქვითაა ამოყვანილი. შეინიშნება მოხატულობის კვალი. დასავლეთის მხრიდან ეგვტერის ნანგრევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]