სოციალური სამართლიანობის ცენტრი
იერსახე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი — ქართული მემარცხენე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დაარსდა 2012 წელს, მუშაობს ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. ორგანიზაციის მიზანია, „გამოავლინოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის სტრუქტურული მიზეზები, გაავრცელოს კრიტიკული ცოდნა და ხელი შეუწყოს არსებული წესრიგის დემოკრატიული გზებით გარდაქმნას.“[1] ცენტრი საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: სოციალური პოლიტიკა, თანასწორობის პოლიტიკა, მართლმსაჯულება და დემოკრატია.
ორგანიზაციის მისიაში აღნიშნულია: "ვიბრძვით იმისათვის, რომ ყველა სოციალური ჯგუფისთვის შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც სამართლიანი, ინკლუზიური და დემოკრატიული იქნება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე."[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოციალური სამართლიანობის ცენტრი — ჩვენ შესახებ
- ადამიანის უფლებათა გზამკვლევი — სოციალური სამართლიანობის ცენტრი