სოფრონ ვრაცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფრონ ვრაცელი

წმინდა სოფრონ ვრაცელი (დ. 1739 – გ. 1813) ნამდვილი სახელი სტოიკო ვლადისლავოვი — ბულგარელი მოძღვარი და ბულგარული აღორძინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

სტოიკო დაიბადა კოტელში, აღმოსავლეთ ბულგარეთში 1739 წელს საქონლით მოვაჭრეთა ოჯახში. მისი მამა, ვლადისლავი გარდაიცვალა 1750 წელს სტამბოლში შავი ჭირის შედეგად. სწავლობდა სამონასტრო სკოლაში სლავურ და ბერძნულ ლიტერატურას. მას ყოველთვის აინტერესებდა რელიგიური თემები რის შედეგადაც 1762 წელს გახდა მოძღვარი.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მოუწოდებდა ბულგარელებს რუსებთან თანამშრომლობას.

სოფრონ ვრაცელი ბულგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1964 წლის 31 დეკემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вутова, Н. Софроний Врачански. 1739-1913. Библиографски указател. С., 1989.