სოფონისბა ბრეკინრიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფონისბა ბრეკინრიჯი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1886
ლექსინგტონი, კენტუკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 1948 (82 წლის)
ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ეკონომისტი, განმანათლებელი, იურისტი, სუფრაჟისტი, დიპლომატი, სოციალური მუშაკი
მშობლები მამა: უილიამ ბრეკინრიჯი
დედა: დეშა ბრეკინრიჯი

სოფონისბა პრესტონ ბრეკინრიჯი (ინგლ. Sophonisba Breckinridge; დ. 1 აპრილი, 1866 – გ. 30 ივლისი, 1948) — ამერიკელი აქტივისტი, პროგრესული ეპოქის სოციალური რეფორმატორი, სოციალური მეცნიერი და ინოვატორი უმაღლესი განათლების სფეროში. პირველი ქალი, რომელმაც ფილოსოფიის დოქტორი მიიღო პოლიტიკის მეცნიერებასა და ეკონომიკაში, შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში იურისპუდენცია შეისწავლა. 1933 წელს პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა დელეგატად გაგზავნა მე-7 პანამერიკულ კონფერენციაზე ურუგვაიში, რითაც იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც აშშ-ს მთავრობა წარადგინდა საერთაშორისო კონფერენციაზე. ხელმძღვანელობდა პროფესიული დისციპლინის, სოციალური მუშაობის შექმნას.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლექსინგტონში, კენტუკიში. სოფონისბა პრესტონ ბრეკინრიჯი იყო პოლიტიკურად აქტიური და კენტუკის შტატის ელიტის, დეშას ოჯახისა და ბრეკინრიჯის ოჯახის წევრი.[2] იყო კონგრესის წევრისა და იურისტის უილიამ ბრეკინრიჯის და დეშა ბრეკინრიჯის მეორე შვილი. მისი ბაბუა იყო აბოლიციონისტი მინისტრი, რობერტ ჯეფერსონ ბრეკინრიჯი, ხოლო მისი მეორე ბაბუა გენერალი ჯოზეფ დეშა, აშშ-ს წარმომადგენელი და კენტუკის მეცხრე გუბერნატორი, ხოლო მისი დიდი ბაბუა იყო ჯონ ბრეკინრიჯი, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი. მისი ბიძაშვილი, ჯონ ბრეკინრიჯი, იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმზ ბიუქენენის პრეზიდენტობის დროს, იგი 1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აბრაამ ლინკოლნის წინააღმდეგ იბრძოდა. თოთხმეტი წლის ასაკში სწავლობდა კენტუკის სასოფლო-სამეურნეო და მექანიკის კოლეჯში (მოგვიანებით კენტუკის უნივერსიტეტი ეწოდა). მას არ ჰქონდა აკადემიური ხარისხის აღების უფლება, მაგრამ სწავლობდა იქ ოთხი წლის განმავლობაში.[3]

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეკინრიჯმა დაამთავრა უელსლის კოლეჯი 1888 წელს და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად ვაშინგტონში. ასწავლიდა მათემატიკას. ევროპაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში მოგზაურობდა, ლექსინგტონში 1892 წელს დაბრუნდა, როდესაც დედამისი მოულოდნელად გარდაიცვალა. მან შეისწავლა იურიდიული სისტემა მამის საადვოკატო ოფისში 1895 წელს და გახდა კენტუკის სასამართლო სისტემაში პირველი მომუშავე ქალი.

მას ძალიან ცოტა კლიენტი ჰყავდა ისეთი, რომელიც იურისტ ქალს დახმარებისთვის მიმართავდა, ამის გამო, დატოვა კენტუკის შტატი და გადავიდა ჩიკაგოში, რათა გამხდარიყო ჩიკაგოს უნივერსიტეტის ქალთა დეკანის, მარიონ ტალბოტის მდივანი. 1897 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებასა და ეკონომიკაში. სამაგისტრო თეზისი დაიცვა თემაზე, „იუსტიციის ადმინისტრირება კენტუკიში“, ხოლო 1903 წელს სადოქტორო თეზისი პოლიტიკურ მეცნიერებაში დაიცვა თემაზე, „სამართლებრივი ტენდერი: ინგლისის და ამერიკის მონეტარული ისტორია“.[4] 1902 წელს დაინიშნა უნივერსიტეტის ქალთა დეკანის თანაშემწედ, ხოლო მომდევნო წელს ინსტრუქტორად აიყვანეს. 1904 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც დაამთავრა ჩიკაგოს უნივერსიტეტის იურიდიული სკოლა. „ჩემი ჩანაწერი იქ არ იყო განსხვავებული“, - წერდა იგი მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიაში, „მაგრამ ფაკულტეტი და სტუდენტები კეთილგანწყობილნი იყვნენ და ის ფაქტი, რომ იურიდიული სკოლა, ისევე როგორც ეს უნივერსიტეტი... თანაბარ პირობებში იღებდა მამაკაც და ქალ სტუდენტებს“.[5] ის ასევე გახდა პირველი ქალი, რომელიც მიიღეს Coif-ის ორდენში, საპატიო იურიდიულ საზოგადოებაში. ახალი ამბების მწერალმა გამოაცხადა, რომ „ბრეკინრიჯი მიიჩნეულია სამხრეთის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ქალად“.[6]

სოციოლოგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სოციალური მეცნიერი, ასწავლიდა და ატარებდა კვლევებს ჩიკაგოს უნივერსიტეტში. ბრეკინრიჯი ფოკუსირებული იყო სოციალური პრობლემებზე, საჯარო პოლიტიკასა და სოციალურ რეფორმებზე. დაინტერესებული იყო ემიგრანტი აფრო-ამერიკელებით და ბავშვთა და ქალთა სამუშაო სისტემით. მოგვიანებით ჩაერთო ქალთა პროფკავშირის ლიგაში, სადაც მუშაობდა ქარხნის ინსპექტორად.

1907 წელს იგი შეუერთდა Hull House-ის პროექტს და დაიწყო მუშაობა ჩიკაგოს დასახლების მოძრაობის ლიდერებთან ჯეინ ადამსთან, მერი მაკდაუელთან და მარგარეტ დრეიერ რობინსთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროფესიული სწავლება, არასრულწლოვანთა დანაშაული და სხვა. ბრეკინრიჯი ასევე თანამშრომლობდა ვასარის კოლეჯის კურსდამთავრებულთან და სოციალურ რეფორმატორთან ჯულია ლათროპთან და გრემ ტეილორთან, რათა შეექმნა ჩიკაგოს სამოქალაქო განათლებისა და ფილანტროპიის სკოლა,[7] გახდა ამავე სკოლის პირველი დეკანი. 1920 წელს, ბრეკინრიჯმა და ლათროპმა დაარწმუნეს სკოლის საბჭო, რომ გაეერთიანებინათ სკოლა ჩიკაგოს უნივერსიტეტთან და ჩამოყალიბდა სოციალური მომსახურების ადმინისტრირების უმაღლესი სკოლა. 1927 წლისთვის შექმნეს სამეცნიერო ჟურნალი Social Service Review, რომელიც რჩება უმთავრეს ჟურნალად სოციალური მუშაობის სფეროში. ბრეკინრიჯი და ედიტ ებოტი იყვნენ ჟურნალის დამფუძნებელი რედაქტორები.

1909 წლისთვის ბრეკინრიჯი იყო სოციალური ეკონომიკის ასისტენტ პროფესორი, ხოლო ათი წლის შემდეგ, 1920 წელს, მან საბოლოოდ დაარწმუნა თავისი მამრობითი სქესის კოლეგები მის კვლევით შესაძლებლობებში და დაიმსახურა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა. 1923 წლიდან 1929 წლამდე ასევე იყო ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების კოლეჯის დეკანი. მოიპოვა სრული პროფესორის წოდება 1925 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hammond, Claire Holton (2000) „Sophonisba Breckinridge (1866–1948)“, A Biographical Dictionary of Women Economists. Cheltenham, UK: Edward Elgar, გვ. 81. 
  2. Klotter, James C. The Breckinridges of Kentucky, 1760–1981. Lexington, Ky: University Press of Kentucky, 1986.
  3. Goan, Melanie Beals (2003). „Establishing their place in the dynasty: Sophonisba and Mary Breckinridge's Paths to Public Service“. The Register of the Kentucky Historical Society. 101 (Winter/Spring): 45–73.
  4. Legal Tender: A Study in English and American Monetary History, Chicago, 1903.
  5. Legal Actions: A chronology of the University of Chicago Law School
  6. The Bourbon News[მკვდარი ბმული], Paris, Ky., June 17, 1904, col 3, p. 5. Digital Record. KUK-bn1904061701-5 დაარქივებული 2020-03-29 საიტზე Wayback Machine. , Kentuckiana Digital Library.
  7. Chicago School of Civics and Philanthropy Files, 1903–1922, in the Graham Taylor Papers, 1820–1975, bulk 1866–1940[მკვდარი ბმული], Roger and Julie Baskes Department of Special Collections, The Newberry Library, Chicago, Illinois.