სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კ. ამირაჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ამჟამად სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ინსტიტუტი)[1] — დაარსდა 1956 წელს სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ბაზაზე. სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა ძირითადი მიმართულებები იყო: მიწათმოქმედების მექანიზაციის თეორიული საფუძვლების შესწავლა-გამოკვლევა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღებისა და პირველადი დამუშავების პროგრესული ტექნოლოგიის დამუშავება ცალკეული კულტურების (ჩაის, ვენახის, ციტრუსების, ხეხილისა და სხვ.) მიხედვით. ახალი სრულყოფილი მანქანების, დანადგარების, სამუშაო ორგანოების შექმნა, გამოცდა და დანერგვა სოფლის მეურნეობაში.

სოფლის მეურნეობის ყველა დარგის კომპლექსური მექანიზაციის განხორციელება. ელექტრობის სპეცსახეობის (მაღალი სიხშირის დენის, ულტრაბგერების და სხვ.) ტექნიკის საშუალებათა შექმნა-დანერგვა სოფლის მეურნეობაში და სხვ. ინსტიტუტში 32 ლაბორატორია და განყოფილება იყო. ინსტიტუტს ჰქონდა ასპირანტურა. ინსტიტუტის განკარგულებაში იყო თელეთის ექსპერიმენტული ელექტრომექანიზებული და ავტომატიზებული მეურნეობა მეცხოველეობის სანაშენე მოზარდულის გამოსაზრდელი კომპლექსითურთ, საკონსტრუქტორო და ტექნიკური ექსპერიმენტული ბაზა მანქანების საცდელი ნიმუშების დასაპროექტებლად და დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]