სოფია კოვალევსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სოფი კოვალევსკაია)
Jump to navigation Jump to search
სოფია კოვალევსკაია
Sofja Wassiljewna Kowalewskaja 1.jpg
დაბ. თარიღი 3 (15) იანვარი 1850[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[7] [2] [8] [4] [9]
გარდ. თარიღი 10 თებერვალი 1891(1891-02-10)[2] [3] [4] [5] [10] [6] (41 წლის)
გარდ. ადგილი Hedvig Eleonora församling[4] [10]
დასაფლავებულია ნორა ბეგრავნინგსპლატსენი[11] [12] [13] [14]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Sweden.svg შვედეთი
სამეცნიერო სფერო მათემატიკა, მექანიკა, დიფერენციალური აღრიცხვა, მათემატიკური ანალიზი და Partial Differential Equations
მუშაობის ადგილი სტოკჰოლმის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[2] და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე ვლადიმერ კოვალევსკი[15] [8] [2] [16]
მამა Vasily Vasilyevich Korvin-Krukovsky[8]
დედა Yelizaveta Fedorovna Korvin-Krukovskaya (Shubert)
შვილ(ებ)ი Sofia Kovalevskaya[9]
ჯილდოები აკადემიური პალმის ორდენი
ხელმოწერა Ковалевская Софья Васильевна подпись.svg

სოფია კოვალევსკაია (რუს. Со́фья Васи́льевна Ковале́вская; დ. 15 იანვარი, 1850, მოსკოვი — გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1891, სტოკჰოლმი) — რუსი ფიზიკოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია კოვალევსკაია დაიბადა 1850 წლის 15 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის, ვასილ-კრუკოვსკის ოჯახში. კოვალევსკაიას ბავშვობა გატარებული აქვს სოფელ პოლობინოში. ამავე სოფელში აქვს მიღებული საშინაო განათლება. მშობლებს მისი აღზრდა სურდათ როგორც მაღალი საზოგადოების შესაფერისი პიროვნება, თუმცა კოვალევსკაიას სულ სხვა მიმართულება აინტერესებდა: იგი გატაცებული იყო ბიძასთან, კორვინ-კრუკოვსკისთან მათემატიკურ თემებზე საუბრით. ამპერიოდში სოფიას ოჯახში დადიოდნენ მათემატიკის პროფესორი ლავროვი და ფიზიკის პროფესორი ტირტოვი. 14 წლის გოგონამ ტირტოვის ყურადღება მალევე მიიქცია, ხოლო შემდგომ კოვალევსკაიას ტირტოვის რჩევით დააწყებინეს უმაღლესი მათემატიკის შესწავლა. 18 წლის ასაკში სოფი კოვალევსკაია ფიქტიური ქორწინებით შეუღლდა ვლადიმერ კოვალევსკაიასთან (შემდგომში პალეონტოლოგიის ფუძემდებელი). ქორწინების შემდეგ, 1868 წელს „ცოლ-ქმარი“ საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გაემგზავრნენ ევროპაში და ცალ-ცალკე დსახლდნენ. კოვალევსკაია მცირე პერიოდით ცხოვრობდა დასთან, ხოლო შემდგომ იგი გათხოვდა ფრანგ ჟაკლარზე. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარი აქტიურად იბრძოდნენ პარიზის კომუნის დასაცავად.

1870 წელს კოვალევსკაია გგადავიდა ბერლინში, რათა მოესმინა გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსის, ვაიერშტრასის ლექციები. თუმცა მას ევ ვერ შეძლო: ამ პერიოდში ბერლინის უნივერსიტეტში ქალები ლექციებზე არ დაიშვებოდნენ. ამ მიზეზით ვაიერშტრასმა კოვალევსკაიას კერძო მომზადება დაიწყო. შემდგომში ვაიერშტრასი წერდა:

რაც შეეხება კოვალევსკაიას მათემატიკურ განათლებას, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი მოწაფეედიდან ძალზე ცოტას შეეძლება გაუსწორდეს მის ნიჭს, მუყაითობას, სიბეჯითეს და მეცნიერებით გატაცებას.

1874 წელს სოფია კოვალევსკაიას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1874 წელს იგი მეუღლესთან ერთად ბრუნდება რუსეთში და დასახლდა პეტერბურგში. 1878 წელს შეეძინა ქალიშვილი სახელად სოფია, თუმცა მისი ეს „ბედნიერი პერიოდი“ ხანმოკლე აღმოჩნდა — ვლადიმერ კოვალევსკაიამ ფინანსური გაკოტრების ნიადაგზე თავი მოიკლა (1883). ამავე წელს სოფია ჯერ ბერლინში გაემგზავრა, ხოლო შემდგომ პარიზში. 1883 წელს იგი ხდება სტოკჰოლმის უნივერსიტეტის დოცენტი, ხოლო ორი წლის შემდგომ პროფესორი.

1891 წელს ზამთრის არდადეგებზე კოვალევსკაია იტალიაში გაემგზავრა. იტალიიდან დაბრუნებისას იგი გაცივდა და დაავადდა ფილტვების ანთებით. ფილტვების ანთება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სოფია კოვალევსკაია გარდაიცვალა ამავე წლის 29 იანვარს/10 თებერვალს, 41 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია სტოკჰოლმში. ხუთი წლის მოგვიანებით რუს ქალთა თაოსნობით და სახსრებით მას საფლავზე დადგეს ძეგლი.

მოღვაწობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიაში ყოფნის პერიოდში კოვალევსკაიამ გამოაქვეყნა 3 ნაშრომი. პირველი ნაშრომი „კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებების თეორიისათვის“ ეხებოდა ამავე განტოლებების საფუძვლებს და წარმოადგენდა ვაიერშტრასის გამოკვლევების განზოგადებას უფრო რთული შემთხვევისათვის. მეორე ნაშრომი ეხებოდა შემდეგ პრობლემას: სატურნის რგოლის ფორმას. ამ ნაშრომში ავტორი ავითარებდა ლაპლასის გამოკვლევებს და თვიდა, რომ ეს რგოლები წარმოადგენდა სითხეს. მესამე ნაშრომი „აბელის ინტეგრალების ზოგიერთი კლასის დაყვანა ელიფსურ ინტეგრალებზე“ ავტორი ამჟღავნებს მათემატიკური ანალიზის ურთულესი თეორიების ღრმა ცოდნას.

1874 წელს გამოქვეყნდა კოვალევსკაიას ფიზიკური სტატია: „კრისტალის გარემოში სინათლის აგრდატეხის შესახებ“. ბერლინში ყოფნის პერიოდში მან დაწერა ნაშრომი სახელად „უძრავი წერტილის მახლობლობაში მყარი სხეულის ბრუნვის ამოცანა“. ნახსენები ნაწარმოები დაწერილი იყო ფრანგულ ენაზე და სწორედ ამიტომ მალევე გახდა ხელმისაწვდომი პარიზის მეცნიერებათა აკადემიისათვის.

მეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად იგი ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მას შექმნილი აქვს მრავალი საინტერესო ნაწარმოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 27-30, თბ., 1988.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Ковалевская, Софья Васильевна // Русский биографический словарьСанкт-Петербург: 1903. — Т. 9. — С. 20–21.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Sonja Kovalevsky — 1917.
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 Babelio
  7. Ковалевская Софья Васильевна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 12 : Кварнер — Конгур. — С. 356.
  8. 8.0 8.1 8.2 Ковалевская, Софья Васильевна // Энциклопедический словарьСанкт-Петербург: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XVа. — С. 499–500.
  9. 9.0 9.1 Swedish Census 1890National Archives of Sweden.
  10. 10.0 10.1 Hedvig Eleonora kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/0006/F I/14 (1890-1893), bildid: 00012484_00072 — გვ. 73.
  11. Norra begravningsplatsen: Kändisar
  12. Björnberg K. Kovalevsky, Sonja (eg. Sofia Kovalevskaja) (1850-91) rysk matematiker — Andra upplagan — Stockholm: Bäckströms förlag, 1998. — გვ. 147. — ISBN 978-91-88016-69-0
  13. Kowalevski, SOPHIESvenskaGravar.
  14. Sten nr 587 – Sophie KowalevskiNorra begravningsplatsen.se.
  15. Б. П. Ковалевский, Владимир Онуфриевич // Энциклопедический словарьСанкт-Петербург: Брокгауз — Ефрон, 1895. — Т. XVа. — С. 501.
  16. Ковалевский, Владимир Онуфриевич // Русский биографический словарьСанкт-Петербург: 1903. — Т. 9. — С. 21–22.