შინაარსზე გადასვლა

სოფი ბლანშარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფი ბლანშარი
ფრანგ. Sophie Blanchard
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1778
დაბ. ადგილი საფრანგეთი
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 1819
გარდ. ადგილი პარიზი
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[1] [2] და Grave of Blanchard
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა balloonist
მეუღლე Jean-Pierre Blanchard
სამეცნიერო სფერო აერონავტიკა

სოფი ბლანშარი (ფრანგ. Sophie Blanchard; დ. 25 მარტი, 1778 — გ. 6 ივლისი, 1819) — ფრანგი ფიზიკოსი, გამომგონებელი, პირველი ქალი-აერონავტი.

სოფი ბლანშერი 1795 წელს დაქორწინდა გამომგონებელზე ფრანსუა ბლანშარზე, რომელიც მასზე 40 წლით უფროსი იყო. სოფის სრული სახელია მარი-მადლენ-სოფი, ქალიშვილობის გვარი უცნობია. მისი მეუღლის მსგავსად ატმოსფეროს ფიზიკითა და საჰაერო ბურთებით იყო გატაცებული. შეუღლების შემდეგ ცოლ-ქმრის ამ დარგში მოღვაწეობა ერთობლივად გაგრძელდა.

ფრანსუა ბავშვობიდანვე გატაცებული იყო გამომგონებლობით. 16 წლისამ მექანიკური ეტლი დაამზადა, რომლითაც 30 კილომეტრი გაიარა. ხოლო, როგორც კი ძმები მონგოლფების საჰაერო ბურთის აფრენის შესახებ გაზეთებში გამოქვეყნდა, გაუჩნდა იდეა - დაემზადებინა საჰაერო ხომალდი და თეორიული მომზადება დაიწყო, რათა სხვადასხვა უკვე გამოცდილ ბურთებზე უფრო მტკიცე ბურთი დაემზადებინა.

სოფი ბლანშარს სწავლა არ გაუგრძელებია, აუცილებელ ცოდნას ქმრისგან იღებდა, პრაქტიკული სამუშაოთი იყო დაკავებული - დაკვირვებებს აწარმოებდა, რომელთა შედეგები ფრანსუას თეორიულ ნაწილში დასკვნების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.

ატმოსფეროს შესწავლა

ცოლ-ქმარმა ატმოსფეროს შესწავლა სხვა ქვეყნებშიც მოისურვა და თავდაპირველად აშშ-ში გაემგზავრნენ. თავისი უკანასკნელი, 66-ე აფრენა მან 1808 წელს მოაწყო ნიუ-იორკთან ახლოს. დაშვების მიზნით ფრანსუამ გაზის ონკანი გააღო, მსუბუქმა გაზმა ჯერ მცირე ნაკადით დაიწყო გამოსვლა, შემდეგ კი ონკანი მოგლიჯა და აირისგან სწრაფი დაცლის გამო საჰაერო ბურთმა სწრაფად დაიწყო დაცლა და დიდი სიჩქარით დაეშვა. აღნიშნულმა ფრანსიას სრული პარალიზება გამოიწვია, თუმცა მეუღლის თავდადებულმა მოვლამ იგი 14 თვეს აცოცხლა, 1809 წლის 7 მარტს გარდაიცვალა.

სოფიმ ოჯახის მთელი დანაზოგი მეუღლის მკურნალობას მოახმარა; უსახსროდ დარჩენილმა ქვრივმა მეუღლის საქმის გაგრძელება მოინდომა და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა მისი ხასიათის სიმტკიცე, შეუპოვრობა და მიზანდასახულობა - ღამეებს ათენებდა და მეტეოროლოგიისა და ფიზიკის წიგნებს შეისწავლიდა; საფუძვლიანად დაეუფლა მოლეკულურ ფიზიკას, აეროდინამიკას და საჰაერო ბურთების დამზადების ტექნიკას.

სოფიმ ნასესეხები ფულით დაიწყო საჰაერო ბურთის დამზადება და 30 წლის ასაკში სოფი ბლანშარი პირველად აფრინდა ტროპოსფეროში უქმროდ და უვნებლად დაეშვა დედამიწაზე.

სოფის ნამუშევარი

ამ უშიშარმა ქალმა ჯერ საფრანგეთი გააოგნა, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ესტუმრა და მოაწყო ჩვენებები - საჰაერო ბურთით აფრენა. მან მეუღლის რეკორდი გააუმჯობესა - 66-ჯერ უვნებლად აფრინდა და დაეშვა დედამიწაზე. სწორედ ამიტომ მას მსოფლიოში ყველაზე უშიშარი ქალის სახელი უწოდეს.

სოფი ბლანშარმა 67-ე აფრენის დროს, პარიზში ხალხის განსაცვიფრებლად საჰაერო ბურთის ქვეშ, გონდოლაში ფეიერვერკი გააჩაღა. წყალბადის გამო ბურთს ცეცხლი გაუჩნდა და ერთ-ერთი სახლის სახურავის კავს მოედო, სოფი ქვაფენილზე დაენარცხა და ადგილზევე გარდაიცვალა. ამ დროს 41 წლის იყო.

ახალგაზრდა ფიზიკოსი, პირველი ქალი-აერონავტი სოფი ბლანშარი პარიზში დაკრძალეს.

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1988, გვ. 15-18