შინაარსზე გადასვლა

სოფიო ენუქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფიო სპირიდონის ასული ენუქიძე (დ. 30 ოქტომბერი, 1904, სენაკი, — გ. 20 ივნისი, 1983, თბილისი) — ქართველი ნევროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1950), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი (1928). 1947-1953 წლებში იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის თანამშრომელი, ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, 1953-1959 წლებში — ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვეგეტოპათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1959-1960 წლებში — მოსკოვის თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანიტარულ-ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე. ენუქიძე იყო პირველი ქართველი პროფესორი ქალი ნევროლოგიის დარგში.

  • მეტყველება და აფაზია : პათოფიზიოლოგიის და პათოფსიქოლოგიის საკითხები (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1966.