სოფიო დვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფიო დვალიშვილი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1990 (1990-11-27) (33 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს უნივერსიტეტი
საქმიანობა გენერალური აუდიტორის მოადგილე

სოფიო დვალიშვილი (დ. 27 ნოემბერი , 1990) — ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი. საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე 2023 წლის 11 აპრილიდან.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2011 წელს. საქართველოს უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს საჯარო მმართველობის მაგისტრის (MPA) ხარისხი 2016 წელს.

2014-2016 წლებში, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტში ჯერ აუდიტორის, შემდეგ კი უფროსი, წამყვანი და მთავარი აუდიტორის პოზიციები ეკავა. 2012-2014 წლებში კი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტში, აუდიტორ-ასისტენტად მუშაობდა.

2011 წლიდან სოფიო დვალიშვილი აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარტნიორი ორგანიზაციების (შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისი (NAO), GIZ, USAID, World Bank) ერთობლივ პროექტებში. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი საჯარო აუდიტის სხვადასხვა საკითხზე როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, მონტენეგროსა და კორეაში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]