სოფიო ბუაჩიძე
იერსახე
სოფიო მოსეს ასული ბუაჩიძე (დ. 7 იანვარი, 1913 [ძვ. სტ. 24 დეკემბერი, 1912], ხარაგაული ― გ. 29 მარტი, 1990, თბილისი) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1953), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1956-1972 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის, 1972-იდან კი ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორი. მუშაობს მუცლის ღრუს ქირურგიულ პრობლემებზე. სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 547.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 488.
კატეგორია:
- ქართველი ქირურგები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- დაბადებული 7 იანვარი
- დაბადებული 1913
- გარდაცვლილი 29 მარტი
- გარდაცვლილი 1990
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- სსრკ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- ბუაჩიძეები