სოფიო ამირაჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირაჯიბი.

სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბი (ქალიშვილობის გვარია არღუთინსკაია-დოლგორუკოვა) (დ. 14 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 1 ოქტომბერი], 1847, თბილისი — გ. 27 ივნისი [ ძვ. სტ. 14 ივნისი], 1906, მოსკოვი) — ქართველი მთარგმნელი. კ. ამირაჯიბის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა წარჩინებული თბილისელი სომხის, ვასილ არღუთინსკის (არღუთაშვილი) ოჯახში. სწავლობდა თბილისში ფავრის პანსიონში. სოფიო ადრე გათხოვდა გენერალ მიხეილ ამირაჯიბზე. ჰყავდა სამი შვილი: ანასტასია, ბარბარე და კონსტანტინე. ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას. რუსულად თარგმნა გრ. ორბელიანის, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ი. ევდოშვილის, დუტუ მეგრელის, ია ეკალაძისა და სხვა თხზულებანი. ამირაჯიბის თარგმანები იბეჭდებოდა თბილისის იმდროინდელ რუსულ პრესაში ("კავკაზსკი ვესტნიკი", "არგონავტი", "ნოვოე ობოზრენიე", "ტიფლისსკი ლისტოკი") , ცალკე წიგნად კი სათაურით "ქართველი პოეტების ლექსთა კრებული" გამოიცა მოსკოვში 1909 წელს.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფიო ამირაჯიბმა მოსკოვში გაატარა. მის სახლში არბატზე ხშირად იყრიდნენ თავს ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. მათ შორის, პეტრე ჩაიკოვსკის ძმა მოდესტი, რუსული თეატრის მშვენება მარია ერმოლოვა, ანასტასია ამირაჯიბის პედაგოგი ხატვაში ვალენტინ სეროვი და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 397-398, თბ., 1975 წელი.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 58, თბ., 1994