სოფიევკას პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფიევკას დენდრარიუმი

Софіївка

IUCN კატეგორია IV (აღკვეთილი)
Sofievka ionicheskoe more.JPG
მდებარეობა ჩერკასის ოლქი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
უახლოესი ქალაქი უმენი
კოორდინატები 48°45′00″N 30°16′38″E / 48.7499° ჩ. გ. 30.2773° ა. გ. / 48.7499; 30.2773
ფართობი 1.79 კმ²
დაარსდა კერძო პარკი – 1796
მებაღეობის მთავარი სკოლა – 1859
სახელმწიფო ნაკრძალი – 1929
დენდრარიუმი – 1991
მმართველი ორგანო უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
ოფიციალური საიტი sofievka.org

ეროვნული დენდროლოგიური პარკი „სოფიევკა“ (უკრ. Національний дендрологічний парк «Софіївка») — დენდროლოგიური პარკი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს ჩერკასის ოლქის ქალაქ უმენის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე კამენკის ორივე ნაპირზე. დღეისთვის ფუნქციონირებს, როგორც დასვენების ადგილი. ყოველწლიურად სტუმრობს 500 ათასამდე ადამიანი. ფართობი — 179,2 ჰა.

„სოფიევკა“ მსოფლიოს XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის პირველი ნეხავრის, გამწვანების ხელოვნების ლანდშაფტის ძეგლია. აქ იზრდება 3 323-ზე მეტი ტაქსონი (სახეობა, ფორმა, ჯიში) მშობლიური და ეგზოტიკური ხეებისა და ბუჩქების, მათ შორის: ჭაობის კიპარისი, ვეიმუტის ფიჭვი, ლირიოდენდრონი, ჭადარი, გინკგო, ნაძვი და მრავალი სხვა. პარკის კოლექტივის მიერ გამოქვეყნებულია მცენარეთა კატალოგი, სადაც მოყვანილია 1994 ტაქსონი, ხოლო აქედან 1220 ხე და ბუჩქია, 774 ბალახოვანი მცენარეა, მათ შორის 25 ტაქსონი თხილია, 24 - წიფელია, 41 - ნაძვია, 100 - ლიანაა, 320 - ვარდია, 57 - როდოდენდრონია, 376 - მიწის საფარის მცენარეა, 98 - ყვავილოვანი მცენარეა. 2007 წელს, პარკის მცენარეთა კოლექციაში შედის 2103 ხის და 1212 ბალახოვანი ტაქსონი.

პარკი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: ჩერკასის ოლქი, უმენი, კიევის ქუჩა 12ა. 1980 წლიდან, პარკის დირექტორია პროფესორი ივან კოსენკო, რომელიც უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია.

1985 წელს, მცირე პლანეტას ნომერით #2259, ეწოდა „სოფიევკა“, უმენის პარკის პატივსაცემად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სოფიევკას“ პარკი 1796 წელს დაარსდა, ქალაქ უმენის მფლობელის, პოლონელი მაგნატი სტანისლავ პოტოცკის მიერ, რომელმაც პარკს თავისი მეუღლის, სოფია პოტოცკაიას სახელი დაარქვა და შემდეგ მის დაბადების დღეზე, 1802 წლის მაისს აჩუქა. პარკის მოდელად, აიღეს პარკი „არკადია“, რომელიც ნებუროვსკის სასახლეში, ელენე რაძივლის საკუთრებაში არსებობს.[1] პარკის მშენებლობის ხელმძღვანელობისთვის მოიწვიეს პოლონელი სამხედრო ინჟინერი ლუდვიგ მეტცელი (1764—1848), ხოლო პარკის დანარჩენი ყველა სამუშაო, ქალაქ უმენის მოხელეებმა შეასრულეს:

ვიკიციტატა
„მეტცელი მიამბობდა, რომ, გრაფ პოტოცკისთან მუშაობისას, რომელიც მთელი პოლონეთის არტილერიის მეთაური იყო, ის ერთხელ გრაფთან ერთად უმენში ჩამოვიდა, სადაც იარაღით ნადირობაზე წავიდნენ; ამ დროს, შემთხვევით ამ ხევში მოხვედრისას და ბევრი წყლის წყაროს დანახვისას, გრაფ პოტოცკი გაჩერდა და უთხრა მეტცელს:

— შეუძლებელია ასეთი ადგილი დასვენებისთვის არ მოაწყო? მსურს ეს ადგილი ჩემ მეუღლეს ვაჩუქო და მისი სახელი დავარქვა; ყველაფერზე მზად ვარ, რაც მოითხოვ, ოღონდ სოფიევკა ევროპაში პირველი უნდა იყოს.

მეტცელის ხელთარსებულის განუსაზღვრელი შესაძლებლობით, მას სურდა თავისი სახელიც გამოეჩინა. სხვა ტერიტორიების საუკეთესო ბაღებიდან გამოწერის შემდეგ, დაიწყო მუშაობა, სადაც მეტცელის ცნობით, რამდენიმე წლის მანძილზე, ყოველდღიურად 800 ადამიანი მუშაობდა, ხოლო ბაღის მოწყობის თანხა, ქალაქის მოსახლეობის რესურსებიდან შეკვეცის გზით მიმდინარეობდა. — ევგრაფ კომაროვსკი[2]

პარკი შეიქმნა თითქმის ხეებს მოკლებულ რელიეფზე, რომელიც იყოფა მდინარე კამენკით, ხევით და კანიონებით, რომლებიც შეჭრილია გრანიტში, რომელიც ხშირად ზედაპირზეა ამოსული. პარკის შექმნისას ოსტატურად გამოიყენულია რელიეფი, თუმცა წინასწარი გეგმის გარეშე. მუშაობის დასრულების პროცესში, განცალკევებულ ტერიტორიებზე დაირგო ადგილობრივი და ეგზოტიკური ხეები და ბუჩქები, ამავე დროს აშენდა პირველი არქიტექტურული კონსტრუქციები და შეიქმნა გაფორმებისთვის ქანდაკებები, ძირითადად ანტიკური ხანის.

მთავარი შესასვლელი პარკში

მთავარი კომპოზიცია პარკის გადის მდინარე კამენკის კალაპოტით, სადაც აღმართული რიგი აუზები და ტბორები: ზედა — 8 ჰა, ქვედა — 1,5 ჰა და სხვა, ჩანჩქერები (ერთ-ერთი 14 მ სიმაღლის), კასკადები, მიწისქვეშა მდინარე ახერონტი (სიგრძე 224 მ).

პარკს ამშვენებს კლდეები (ლევკადის, ტარპეის), გროტები (ვენერას, „ორეშეკი“, „შიშისა და ეჭვის“), პავილიონები (ფლორის, ვარდისფერის), ქანდაკება.

სხვადასხვა ჯიშის ხის გაერთიანებით, რომელიც აერთიანებს მათ წყალსატევებთან, კლდეებით და არქიტექტურული ნაგებობებით, შედგენილია სხვადასხვა სახის გეგმები (მთავარი გამზირი, ინგლისური ბაღი, შანზ-ელიზე და სხვა).

როდესაც ლიუდვიგ მეტცელმა დაასრულა მშენებლობა, პარკის შესასვლელი ორანჟერეის მხრიდან იყო (ანუ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეზოდან). მაშინ „სოფიევკაში“ ცხენებით ჩამოდიოდნენ, დღევანდელი ტიშჩიკისა და კიევის ქუჩებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა პარკზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის 200 წლისთვის მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა 2 გრივნის ნომინალით. ავერსი
რევერსი
  • Базинер Ф. Краткое описание Царицына сада близ г. Умани Киевской губернии // Журн. М-ва гос. имуществ. — 1851. — 4, ч. II. — С. 79—84.
  • Бондар Ю. Софіїні каруселі // Влада і політика. — 2001. — № 18-19. — С. 23.
  • Галюк В. Подорож у казку: Мальовничі місця України // Слобідський край. — 1996. — 26 вересня.
  • Герейло В. Софіївка — у риштовані // Урядовий кур'єр. — 1996. — 1 серпня. С. 11.
  • Горлач Л. Перлина української землі // Київський вісник. — 1996. — 21 вересня.
  • Зятьєв С. «Це, що називається, диво-дивне: ні в казках сказати, ні пером написати…» // Народна армія. — 1996. — 21 вересня.
  • Иващенко В. Исторический очерк Умани и Царицына сада (Софиевки). — Киев, 1895.
  • Косаревський І. Софіївка (Короткий путівник). К. 1970.
  • Косаревский И. А. Государственный заповедник «Софиевка» . — К.: Изд-во Акад. архитектуры УССР, 1951. — 117 с.
  • Косенко I. С. Дендрологічний парк « Софіївка» .— Умань,2003.— 230 с.
  • Косенко I. С., Храбан Г. Е., Мітін В. В., Гарбуз В. Ф. Дендрологічний парк « Софіївка» .— К.: Наукова думка, 1996.— 155 с.
  • Кривулько Д. С., Рева М. Л.,Тулупій Г. Г. Дендрологічний парк «Софіївка» .— К.: Вид-во АН РСР,1962. —83 с.
  • Курдюк М. Сьогодення «Софіївки» // Сільські вісті. — 2000. — 8 грудня. — С. 4.
  • Липа О. Визначні сади і парки України та їх охорона. К. 1960
  • Лыпа А. Л.« Софиевка» : Уманский гос. заповедник (1796—1949.-К.: Изд-во АН УССР, 1948.—110 с.
  • Пашкевич В. В. Уманский Царицын сад // Вести импер. Рос. о-ва садоводства. — Спб.,1894.-№ 3. — С. 167—179.
  • Рогаченко. А. П. Уманское чудо// Будівельник, Киев, 1980
  • Софіївка: Історія парку // Краєзнавство та шкільний туризм. — 1996. — № 2.
  • Софиевка Фотоальбом / сост. Головерда З. Г. // К. Мистецтво — 1980.
  • Усенко П. Спадщина Станіслава Щенського: Парк «Софіївка» — нагадування про минущість пристрастей і вічність краси // День. — 1997. — 25 січня. — С. 6.
  • Черченко Ю. «Софиевка» нетленная краса // Украина Центр. — 1996. — 4 октября. — С. 16.
  • Ящужинский В. Умань и Царицын сад //Киев. губ. ведомости. —10 и 31 января 1853 г., 16 ян. 1854 г.
  • Groza S. Opisanie Zofiowski. — 1843. — Цит. по: Przybylski (1978). Krakow, 1978. — S. 225.
  • Themery T. Guide de Sophiowka, surnomme la merveille de l’Ukraine… — Odessa, 1846.
  • Trembecki S. Sofiówka w sposobie topograficznym opisana wierszem. — Pisma wszystkie, T. 1—2, oprac. J. Kott. — Warszawa, 1953 (T. 2, Sofiówka s.7—24 ; Objasnienia s. 247—271)
  • Trembecki S. Sophiowka: Poeme polonais, traduit vers francais par le comte de Legarde. — Vienne, 1815.<;/small>
  • Trembecki S. Zofijówka: Wstęp і objaśnienia Adama Mickiewicza. — Poznan, 1822.

ლიტერატურა პარკის მცენარეებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Андржиевский А. Л. Исчисление растений Подольской губернии и смежных с нею мест // Унив. изв. — 1862 (1860). — № 7
  • Бонецький С. Деревні та чагарникові породи парку III Інтернаціоналу (кол. «Софіївка») м. Умані // Тр. с.-г. ботаніки. — Харків: Рад. селянин, 1927. — І, вин.4.—С. 189—194.
  • Каталог деревьев и кустарников Уманского Царицына сада на 1905 г. — Умань: Типография И. Цейтлина, 1905. — 50 с.
  • Колосов И. А., Тулупий Г. Г. Список семян, предлагаемых в обмен Государственным заповедником « Софиевка» : 3 Сб. 1951 г. — Умань: Гортипография, 1951. — 7 с.
  • Косенко И. С. Лещина древовидная на Украине. — К.: Наук, думка, 1996. — 108 с.
  • Косенко И. С., Митин В. В., Сидорук Т. Н. Список семян, предлагаемых в обмен Уманским Гос. дендрологическим парком « Софиевка» АН УССР в 1991—1993 годах— Умань, 1993 — 13 с.
  • Кривулько Д. С., Тулупій Г. Г. Список насіння, що пропонує для обміну дендропарк « Софіївка» Ботанічного саду АН УРСР. — Умань: Міськдрукарня, 1956.—7 с.
  • Пачоский И. Очерки флоры окрестностей г. Умани Киевской губернии // Зап. Киев, о-ва естествоиспытателей. — 1886. — 8, вып. 1/2. — С. 317. — 437 с.
  • Рогович А. С. Обзор семенных й высших спорових растений, входящих в состав Киевского учебного округа // Унив. мзв. — 1868. — № 7. — С. 87—88.
  • Holtz L. Ueber dies Flora Sud-Russland, ins besondere des im Goevernement Kreises Uman // Linnaea. — 1878.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Т. М. Фадеева. Две Софии и Пушкин. Бизнес-Информ, 2008. Стр. 73.
  2. Lib.ru/Классика: Комаровский Евграф Федотович. Записки графа Е. Ф. Комаровского