სოფია ალბინოვსკა-მინკევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია ალბინოვსკა-მინკევიჩი

ავტოპორტრეტი, 1913 წ.
დაიბადა 16 ნოემბერი, 1886
დაბადების ადგილი კლაგენფურტი, კარინტიის საჰერცოგო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაიცვალა 30 ივნისი, 1972 (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ
ეროვნება პოლონელი/უკრაინელი
სფერო ფერწერა, გრაფიკა
მიმდინარეობა ნატურმორტი, პეიზაჟი

სოფია ალბინოვსკა-მინკევიჩი (დ. 18 ნოემბერი, 1886, კლაგენფურტი — გ. 30 ივნისი, 1972, ლვივი) — პოლონელ-უკრაინელი მხატვარი. სწავლობდა ვენისა (1901–1906) და პარიზის (1906–1909) სამხატვრო სკოლებში, ასევე ვენის გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების უმაღლეს სკოლაში (1909–1912). მისი მასწავლებლები იყვნენ გ. გოგენბერგერი, კოლომან მოზერი, ფ. ჰუმბერტი. 1908 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. 1912 წლიდან ცხოვრობდა ლვივში. 1956 წელს გამართა პერსონალური გამოფენა (ლვივი). მუშაობდა ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრებში. ნამუშევრები ინახება ლვივის სურათების გალერეაში, ლვივის ეროვნულ მუზეუმში, ივანო-ფრანკივსკის სამხატვრო მუზეუმში და სხვ.[1]

ნამუშევრებს შორისაა: „ბრეტონელი ქალი“ (1908), „ინტერიერი“ (1932), „ვაშლის ფერი“ (1953), „წითელი ვარდები“ (1955), „ყვავილები“ (1956), „ყოჩივარდები“ (1960), „გლადიოლუსები და ყურძენი“ (1961), „ძველი ფაიფური“ (1967) და სხვ.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Молодша, Ю. І.. Альбіновська-Мінкевич Софія Юліанівна uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2023