სოფია ავგუსტა ჰოლშტაინ-გოტორპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია ავგუსტა ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
დაიბადა 5 დეკემბერი, 1630
გარდაიცვალა 12 დეკემბერი, 1680, (50 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) იოჰან VI, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
შვილ(ებ)ი კარლ ვილჰელმი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
ანტონი გიუნტერი, ანჰალტ-მიუნლინგენის მთავარი
იოჰან ლუდვიგ I, ანჰალტ-დორნბურგის მთავარი
სოფია ავგუსტა, საქსენ-ვაიმარის ჰერცოგინია
მამა ფრედერიკ III, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა მარია ელიზაბეთ საქსონიელი
რელიგია ლუთერანიზმი

სოფია ავგუსტა ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Sophie Auguste af Holsten-Gottorp; დ. 5 დეკემბერი, 1630 — გ. 12 დეკემბერი, 1680) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ასული. ანჰალტ-ცერბსტის მთავარ იოჰან VI-ის მეუღლე. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის დიდი ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია ავგუსტა დაიბადა 1630 წლის 5 დეკემბერს, გოტორპში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი მეუღლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის უფროსი ქალიშვილი. 1649 წლის 16 სექტემბერს, იგი ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ცერბსტის მთავარ იოჰან VI-ს, რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი. 1667 წელს, მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იგი თავისი ვაჟის, კარლ ვილჰელმის რეგენტი გახდა 1674 წლამდე, სანამ იგი სრულწლოვანი გახდა. სოფია ავგუსტა გარდაიცვალა 1680 წლის 12 დეკემბერს, კოშვიგში, 50 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოჰან ფრიდრიხი (1650-1651), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. გეორგ რუდოლფი (1651-1652), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. კარლ ვილჰელმი (1652-1718), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი, ცოლად შეირთო სოფია საქსენ-ვაიზენფელი;
  4. ანტონი გიუნტერი (1653-1714), ანჰალტ-მიუნლინგენის მთავარი, ცოლად შეირთო ავგუსტა ანტონია ბიებრშტენელი;
  5. იოჰან ადოლფი (1654-1726), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  6. იოჰან ლუდვიგ I (1656-1704), ანჰალტ-დორნბურგის მთავარი;
  7. იოჰაკიმ ერნესტი (1657-1658), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. მაგდალენა სოფია (1658-1659), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. ფრიდრიხი (1660), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. ჰედვიგ მარია ელეონორა (1662), გარდაიცვალა ჩვილი;
  11. სოფია ავგუსტა (1663-1694), ცოლად გაჰყვა საქსენ-ვაიმარის ჰერცოგ იოჰან ერნესტ III-ს;
  12. მკვდარშობილი გოგონა (1664);
  13. ალბრეხტი (1665), გარდაიცვალა ჩვილი;
  14. ავგუსტი (1666-1667), გარდაიცვალა ჩვილი;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]