სოფენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფენე
Ծոփք
დიდი სომხეთის პროვინცია, შემდეგში რომის იმპერიის პროვინცია
ძვ. წ. 189–530
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
სოფენეს პროვინცია სომხეთის შემადგენლობაში
დედაქალაქი კარკათიოკერტა, შემდეგში არშამაშატი
პოლიტიკური სტრუქტურა დიდი სომხეთის პროვინცია, შემდეგში რომის იმპერიის პროვინცია
ისტორია
 -  შეიქმნა ძვ. წ. 189
 -  გაუქმდა 530

სოფენე (სომხ. Ծոփք, ბერძ. Σωφηνή), აგრეთვე ცნობილია, როგორც მეოთხე სომხეთი (სომხ. Չորրորդ Հայք) ― პროვინცია ანტიკური სომხეთის სამეფოში, თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. შეიქმნა მას შემდეგ, რაც დიდი სომხეთის მეფე ტიგრან II-მ დაიპყრო მანამდე არსებული სოფენეს სამეფო და იგი პროვინციად აქცია. რომის მიერ სომხეთის დაპყრობასთან ერთად, სოფენეც რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. არსებობა შეწყვიტა VI საუკუნეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფენეს რეგიონმა არსებობა ჯერ კიდევ ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში დაიწყო, ურარტუს სამეფოში. ძვ.წ. VIII საუკუნეში ურარტუს მეფე არგიშთი I-მა ეს მხარე სამეფოს მიუერთა და იქ ბევრი მცხოვრები ჩაასახლა მის მიერვე ახლად აგებულ ქალაქ ერებუნში (თანამედროვე ერევანი). ძვ.წ. 600 წელს სოფენეს მხარე ახლად აღმოცენებული ძველი სომხური სამეფოს, ერვანდუნების დაქვემდებარებაში გადავიდა. ერვანდუნების დინასტია სომხეთის სატრაპიებს მართავდნენ ჯერ მიდიის სამეფოს, შემდეგ კი აქემენიანთა იმპერიის დროს.

ძვ.წ. 330-იან წლებში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად აქემენიანთა იმპერიის ჩამოშლის შემდეგ, სოფენეს პროვინცია დარჩა ახლად აღმოცენებულ დიდი სომხეთის სამეფოს. ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში სელევკიდების სამეფოს წაქეზებით, რომელიც მთელი ძალებით ცდილობდა დიდი სომხეთის შესუსტებას, სოფენეს პროვინცია სომხეთს გამოეყო და დამოუკიდებელ, სოფენეს სამეფოდ ჩამოყალიბდა. ახალ სამეფოს ძველი სომხური დინასტიის, ერვანდუნების ერთ-ერთი განშტოება ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით სოფენე გამოეყო სოფენე-კომაგენის სამეფოსაც და ბოლომდე დამოუკიდებელი გახდა. ამ დროისათვის კომაგენეს პროვინციაც სოფენეს დაქვემდებარებაში მოექცა.

მონეტა მეფე ზარიადრესის გამოსახულებით

დაახლოებით ძვ.წ. 200 წელს, სომხეთის საბოლოოდ დამორჩილების მცდელობისას, სელევკიდების მეფე ანტიოქე III-მ დაიპყრო დიდი სომხეთიცა და სოფენეც, დამორჩილებულ სამეფოებში კი გუბერნატორ-სტრატეგოსებად სომეხი გენერლები: არტაშეს I და ზარიადრესი დაადგინა. მას შემდეგ, რაც ძვ.წ. 190 წელს რომაელებმა ანტიოქე მაგნეზიის ბრძოლაში დაამარცხეს, არტაშესმა თავი სომხეთის მეფედ გამოაცხადა, ზარიადრესმა კი ― სოფენესად. ზარიადრესი და მისი შთამომავლობა სოფენეს სამეფოს თითქმის ას წელს მართავდნენ, მანამ, სანამ იგი დიდი სომხეთის მეფე ტიგრან II-მ არ დაიპყრო ძვ.წ. 80-იან წლებში. ამის შემდეგ, სოფენე კვლავ სომხეთის პროვინცია გახდა და დაექვემდებარა ერვანდუნების დინასტიის მმართველობას.

კირილ თუმანოვი სოფენეს აღწერს, როგორც დიდი სომხეთის ოთხი ბდეშხიდან ერთ-ერთს. ბდეშხები იყვნენ უმაღლესი რანკის სომეხი დიდგვაროვნები, რომლებიც პასუხს აგებდნენ სომხეთის სამეფოს საზღვრების დაცვაზე.

რომის იმპერიამ სოფენე დიდ სომხეთს არაერთხელ მოსწყვიტა და თავის პროვინციად აქცია, თუმცა სომხები ახერხებდნენ მის უკან დაბრუნებას. ძვ.წ. 66 წელს პომპეუსმა ტიგრან დიდის დამარცხების შემდეგ სოფენე მის ძეს, ტიგრან უმცროსს გადასცა, თუმცა მალევე მასაც ჩამოართვეს და არიობარზანეს I კაპადოკიელს მისცეს. დაახლოებით ძვ.წ. 54 წელს რომაელებმა სოფენეს უკანასკნელ მეფედ დასვეს სოჰაემუს ემესელი. ამის შემდეგ სოფენე ისევ სომეხთა კონტროლის სფეროში აღმოჩნდა, მაგრამ უკვე ჩვ.წ. 298 წელს სოფენე ისევ რომის იმპერიამ დაიპყრო. რომის პროვინციად ქცეული სოფენეს დედაქალაქად ამიდა (თანამედროვე დიარბაქირი) დასახელდა. 530 წელს სოფენე სომხეთის პროვინცია გახდა და სახელი შეეცვალა, რის შემდეგაც სახელი შეეცვალა და ეწოდა მეოთხე სომხეთი, რითაც მან არსებობა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ სოფენეს ადგილობრივი სომხური მოსახლეობა იქ მრავალი ასწლეულის განმავლობაში კვლავ ცხოვრობდა, 1915 წლის სომხების გენოციდამდე, რის შემდეგაც მოხდა ამ ტერიტორიაზე თურქების ჩასახლება.

რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The History of Rome By Theodor Mommsen, William Purdie Dickson.
  • Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian History. Georgetown University Press. pp. 166–167.
  • Richardson, Peter, Univ of South Carolina Press, 1996, p. 96.
  • Swain, Simon, Hellenism and Empire: Language, Classicism, and Power in the Greek World, Ad 50-250, Oxford University Press, 1996, p. 304.
  • Joshua, The Chronicle of Pseudo-Joshua the Stylite, Liverpool University Press, 2001, p. 54.
  • Armenian Soviet Encyclopedia