სოუქსუს კონცხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოუქსუს კონცხი — საქართველო
სოუქსუს კონცხი
სოუქსუს კონცხი

სოუქსუს კონცხი — კონცხი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ხიფსთისა და გუდოუს შორის. აგებულია მდინარე ხიფსთის მიერ გამოტანილი ალუვიური მასალით. კონცხის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი გუდაუთა, აქვეა გაშენებული ისტორიული სოფელი ლიხნი, რომელიც ვრცელდება ზღვის დონიდან 50 მ სიმაღლეზე.

სოუქსუს კონცხის სიახლოვეს მდებარეობს სოფლები: მზახვა და ალგითი. კონცხის დასავლეთ ნაწილშია ბომბორის სამხედრო აეროპორტი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]