სოტო (კერძი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოტო

სოტო (ასევე ცნობილია როგორც სროტო, ტაუტო, საოტო ან კოტო) ტრადიციული ინდონეზიური წვნიანია, რომელიც ბულიონის, ხორცისა და ბოსტნეულისგან. დასავლური გავლენის მოქნე მრავალ სუპს დღესაც სოტოს უწოდებენ.

სოტო ზოგჯერ ინდონეზიის ერვნულ კერძად ითვლება. [1] მას მიირთმევენ სუმატრადან პაპუა ახალ გვინეამდე. ისინი რეგიონების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება. სოტო ინდონეზიაში ყველგან არის წარმოდგენილი, რომელიც ბევრ ქუჩის რესტორანშია, ასევე ამზადებენ მდიდრულ რესტორნებშიც. [2] სოტო, განსაკუთრებით სოტო აიამი (ქათმის სოტო), ინდონეზიური ქათმის სუპია. იმის გამო, რომ სოტოს ყოველთვის მიირთმევენ თბილ მდგომარეობაში ის ძალიან კომფორტულ კერძს წარმოადგენს.

ინდონეზიელი მიგრანტების წყალობით კერძმა ქვეყნის საზღვრებიდან გააღწია და ძალიან პოპულარულია სინგაპურში და მალაიზიაში, სადაც ის ადგილობრივი სამზარეულოს ნაწილი გახდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდონეზიის არქიპელაგზე სოტო სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ადგილობრივი იავური დიალექტით მას სოტოს უწოდებენ, მაკასარზე კი კოტოს. სოტო ყველაზე პოპულარული ჯავაშია და ვარაუდობენ, რომ კერძი სწორედ აქ უნდა ჩამოყალიბებულიყო. [3] მიუხედავად იმისა, რომ სოტო ინდონეზიის არქიპელაგზე ჩამოყალიბდა, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კერძზე გავლენა უცხოურმა სამზარეულოებმა მოახდინა, განსაკუთრებით ჩინურმა სამზარეულომ. დენის ლომბარდმა თავის წიგნში Le Carrefour Javanais თქვა, რომ სოტო ჩინური წარმოშობის წვნიანია. [4]

ქათმის სოტო სპეციალურ მისაყოლებლებთან ერთად

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოტოს გავრცელების გამო ინდონეზიის არქიპელაგზე მისი სხვადასხვა რეცეპტი გაჩნდა, ადგილობრივი ინგრედიენტების გამოყენების გამო. შედეგად მთელს ინდონეზიაში სოტოს მომზადებისთვის საჭირო სხვადასხვა ინგრედიენტია და შესაბამისად, კერძის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს.

ამბონ სოტო - დამზადებულია ქათმის ხორცისაგან და ბულიონისგან, არომატიზებულია ფერადი კურკუმით, ჯანჯაფილით, ნიორით, ლიმნის ბალახით და უამრავი სანელებლებით. მიირთმევენ ბრინჯთან ერთად. ბრინჯი მომზადებულია სხვადასხვა მარცვლოვან კულტურებთან ერთად, ასევე ქათმის ხორცით, დაჭრილი ნიახურის ფოთლებით, კარტოფლის ჩხირებით და ცხარე სოუსით.

ბანდუნგ სოტო- გასუფთავებული საქონლის ხორცის და თეთრი ბოლოკის სუპი.[5]

საქონლის ხორცის სოტო

ბეტავი სოტო- მზადდება საქონლის ხორცისგან. იხარშება ძროხის რძეში ან ქოქოსის რძეში. მიირთმევენ შემწვარ კარტოფილთან ან პომინდორთან ერთად.

ბანჯარ სოტო- ცხარე სანელებლებიანი წვნიანი მიხაკით, კასიასა და ლიმნის ბალახით. მიირთმევენ ცხარე სოუსთან და კარტოფილის ნამცხვრებთან ერთად.

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოტო აიამ, ქათმის ხორცის სოტო

ხორცი, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, არის ქათამი და საქონლის ხორცი, მაგრამ ასევე არსებობს ცხვრისა და წყლის კამეჩის ხორცით მომზადებული სოტოს სახეობები. ღორის ხორცი იშვიათად გამოიყენება ინდონეზიურ ტრადიციულ სოტოში. ბალიში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ინდუსია, არსებობს სოტო ბაბი (ღორის სოტო). [6] ჩვეულებრივ წვნიანს თან ახლავს ბრინჯის ნამცხვრები (ლონტონგი, კეტუპატი ან ბურასა).

სოტოს სხვა ინგრედიენტებს მიეკუთვნება სოუნი, რომლის ალტერნატიული სახელებია: სოჰუნი ან ბიჰუნი (ბრინჯის ვერმიშელი), კომბოსტო და ხახვი. სოტოების საერთო სუნელებს მიეკუთვნება ნიორი, კურკუმა, კოჭა, ქინძი, მარილი და წიწაკა.

სოტოს წვნიანის ფერი, სისქე და კონსისტენცია შეიძლება განსხვავდებოდეს თითოეული რეცეპტის შესაბამისად. სოტო შეიძლება შეიცავდეს სუფთა, მსუბუქ ბულიონს, ასევე ყვითელი შეფერილობის წვენს (ფერს კურკუმა აძლევს).

მალაიზიასა და სინგაპურში სოტოს წვენი გამჭირვალეა, არანაირ დანამატს არ შეიცავს. ის ამ ქვეყნებში მე-20 საუკუნეში შევიდა, როდესაც ჯავადან მიგრანტების ნაკადი შეედინებოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Media, Kompas Cyber."Kemenpar Tetapkan 5 Makanan Nasional Indonesia, Ini Daftarnya - Kompas.com" . KOMPAS.com (in Indonesian). Retrieved 2018-04-18.
  2. "A Soto Crawl". Eating Asia. March 21, 2009. Retrieved July 7, 2010.
  3. Frederik, Claudine (30 June 2002). "Varieties of 'soto' to please all types of palates" დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . The Jakarta Post. Retrieved 12 January 2015.
  4. Windratie (3 December 2014). "Jejak Akulturasi dalam Semangkuk Soto" (in Indonesian). CNN Indonesia. Retrieved 12 January 2015.
  5. Albala, K. (2011). Food Cultures of the World Encyclopedia. Food Cultures of the World Encyclopedia. Greenwood. p. 2-PA109. ISBN 978-0-313-37626-9. Retrieved February 1, 2015.
  6. ''Sup Babi ( Pig Soup ), Babi Guling Bu Rai Beras Merah" (in Indonesian). December 5, 2011. Retrieved August 15, 2014.