სოსო პავლიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოსო პავლიაშვილი

იოსებ (სოსო) პავლიაშვილი (რუს. Ио́сиф (Сосо) Рами́нович Павлиашви́ли; დ. 29 ივნისი, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1964 წლის 29 ივნისს ქალაქ თბილისში, საქართველოს სსრ-ში. მამამისი, რამინ პავლიაშვილი, არქიტექტორი იყო, დედა, აზა პავლიაშვილი კი დიასახლისი. 6 წლის ასაკში იოსებმა ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო, მოგვიანებით კი კონსერვატორია დაამთავრა. სამხედრო სამსახურის დროს შეუერთდა ესტრადას, 24 წლის ასაკში კი სიმღერა დაიწყო. ამჟამად მოღვაწეობს რუსეთის ფედერაციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]