სოსო მარგიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოსო (სოსლან) მარგიშვილი (დ. 1959, ქარელი — გ. 2007, ბაქო) — ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი (2000 წ.). 1979–1991 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, ალგეთის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, 1989–1991 წლებში შავსაყდარა-ენაგეთის არქეოლოგიური რაზმის ხელმძღვანელი. 1992–2004 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში. 2005-2006 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში. 2006 წლიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის ექსპერტი. აფხაზეთის ომის ვეტერანი, სოხუმის პრესცენტრის უფროსი. სიცოცხლეში გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია (ერთი თანაავტორობით) ისტორიის დარგში და 20-მდე სამეცნიერო სტატია, მათ შორის, რამდენიმე სამხედრო ისტორიის საკითხებზე. ერთი მონოგრაფია გამოიცა სოსო მარგიშვილის გარდაცვალების შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარგიშვილი ს. ანტიკური ხანის მდიდრული სამარხები ალგეთის ხეობიდან. თბ., 1992
  • მარგიშვილი ს., ნარიმანიშვილი გ. ალგეთის ხეობის ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები. თბ., 2004
  • მარგიშვილი ს. მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, თბ., "სიესტა", 2006
  • მარგიშვილი ს. შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში, ნაწ. I, თბილისი, 2008
  • მარგიშვილი ს. იბერიის ომი პომპეუსთან (დონ კასიუსის ცნობების კრიტიკული ანალიზი)// ქართველოლოგია : ყოველთვიური სამეცნიერო ჟურნალი. თბ., 2007. ISSN: 1512-4975. თებერვალი. N1. გვ.46-61. რეზ. ინგლ. ენ. გვ.113-114