სოსო იორამაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ (სოსო) იორამაშვილი (დ. 13 იანვარი, 1905, დირბი — გ. 11 სექტემბერი, 1965, თბილისი) — ქართველი მწერალი და მთარგმნელი.

დაიბადა სოფელ დირბში (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი). 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა და გამომცემლობებში; 1942-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლის შემდეგ შეუდგა ლიტერატურულ მოღვაწეობას; მისი მოთხრობების პირველი კრებული „ვერხვის ჭალაში“ გამოქვეყნდა 1954 წელს. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემაა სოფელი, ნადირობა; იგი სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი პიონერია საქართველოში („კარავი მტკვრის პირას“, 1959). ავტორია მოთხრობების კრებულებისა: „ნაცნობი სახე“ (1956), „უცნაური შეხვედრა“ (1968), „ჯაბა ელიაური“ (1962), „კოჭლი კაკაბი“ (1964), „მოთხრობები“ (1965), „გაღმა ვენახი“ (1967), „წითელი ვაშლის საიდუმლოება“ (1977) და სხვა; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას (მათე ზალკა, „გენერალი“, 1941 და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]