სონ ჰინ მინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
სონი, ხოლო სახელი — ჰინ მინი.
სონ ჰინ მინი
Team Korea Russia WorldCup 02 (cropped).png
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სონ ჰინ მინი[1]
დაბადების
თარიღი
8 ივლისი, 1992 (1992-07-08) (29 წლის)[2]
დაბადების
ადგილი
ჩუნჩონი, სამხრეთი კორეა
სიმაღლე 1.83 მ[3]
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტოტენჰემ ჰოტსპური
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
2006–2007[4] იუკმინკვანის საშუალო სკოლა
2007[5] დონბუკის საშუალო სკოლა
2008–2010 ჰამბურგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2010 ჰამბურგი II 6 (1)
2010–2013 ჰამბურგი 73 (20)
2013–2015 ბაიერ 04 ლევერკუზენი 62 (21)
2015– ტოტენჰემ ჰოტსპური 205 (74)
ეროვნული ნაკრები
სამხრეთი კორეა U17 18 (7)
სამხრეთი კორეა U19 10 (3)
სამხრეთი კორეა 94 (29)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 24 ოქტომბერი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2021

სონ ჰინ მინი (კორ. 손흥민, ˈsɒn ˈhʊŋ.mɪn/, დ. 8 ივლისი, 1992) — სამხრეთ კორეელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელის პოზიციაზე ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ტოტენჰემ ჰოტსპურში. ის ასევე არის სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი.[6]

ის დაიბადა ჩუნჩონში, სამხრეთი კორეა, კანვიონის პროვინციაში, 16 წლის ასაკში კი სპორტსმენი გერმანიაში გადავიდა ჰამბურგში სათამაშოდ. გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგაში მისი დებიუტი. 2013 წელს ის გადავიდა ბაიერ 04 ლევერკუზენში კლუბისათვის რეკორდულ, 10 მილიონ ევროდ. ორი წლის შემდეგ ჰინ მინმა ხელშეკრულება გააფრომა ტოტენჰემთან და კლუბს 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამის გამო სონ ჰინ მინი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ აზიელადაა მიჩნეული.[7] ტოტენჰემში ყოფნისას ფეხბურთელი ყველაზე შედეგიანი მეგოლე აზიელი გახდა როგორც ინგლისის პრემიერ ლიგაში, ასევე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე.[8] 2019 წელს ის გახდა მეორე აზიელი ისტორიაში პარკ ჯი სუნის შემდეგ, რომელმაც მიაღწია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.[9]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონ ჰინ მინი დაიბადა ჩუნჩონში, კანვიონის პროვინციაში, სამხრეთი კორეა. მისი მამა, სონ ვუნგ ჯუნგი ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც მოგვიანებით მენეჯერი გახდა. სონ ვუნგ ჯუნგი ერთი პერიოდი სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების B გუნდში თამაშობდა.

სონი საფეხბურთო აკადემიაში გაწევრიანდა, რომელიც საფეხბურთო კლუბ სეულის დაქვემდებარებაში არსებობდა. ამავე აკადემიაში მოღვაწეობდა ჰოტსპურის მცველი ლი იანგ პიო. სონ ჰინ მინი მშობლიური კორეულის გარდა ფლობს გერმანულსა და ინგლისურ ენებს. მისმა აგენტმა, თის ბლიმისტერმა სონის შესახებ განაცხადა, რომ ფეხბურთელს იმდენად სურდა წარმატებისათვის ევროპაში მიეღწია, რომ გერმანული ენის სასწავლად ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალს უყურებდა.[10]

თამაშის სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონს თავდამსხმელის სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში[6][11] და თუ საჭირო გახდა, შემტევი ნახევარმცველიც და ფრთის მცველიც შეუძლია იყოს. ამის შესახებ მას უთქვამს: „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სად ვითამაშებ. მთავარი ისაა, რომ თამაშში ვარ. შემიძლია მეორე თავდამსხმელად ან თუნაც უკან ვითამაშო. რასაც მწვრთნელი მეტყვის, მეც იმას გავაკეთებ. მე არ მაქვს საყვარელი პოზიცია.“[12][13]

მას თანაბრად შეუძლია ითამაშოს ორივე ფეხით, ფეთქებადი ტემპით, პოზიციის შეგრძნებით, მოძრაობით, ბურთის კონტროლითა და ეფექტური დასრულებით, რაც ფეხბურთელს კონტრშეტევებზე მეტად საშიშს ხდის.[14] სონ ჰინ მინს თანაგუნდელები და მედია ხშირად აქებენ თავდაუზოგავი მუშაობისა და გუნდის თავდაცვაში შეტანილი წვლილისათვის. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ ჰინ მინს გოლების გატანასთან ერთად თანაგუნდელებისათვის შედეგიანი გადაცემების გაკეთებაც შეუძლია.[13][15]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ფეხბურთის დატოვებამდე დაქორწინება არ სურს. ის ურთიერთობაში იყო K-pop-ის მომღერლებს, ბან მინ ასა და იო სო იანგთან.[16] 2021 წლის ოქტომბერში გავრცელდა ჭორები, რომ სონი ურთიერთობაში იყო BlackPink-ის წევრ კიმ ჯისუსთან.[17] მიუხედვად ამისა, YG Entertainment-მა უარყო ეს ჭორები და საზოგადოებას მოუწოდა, რომ „ამგვარი სპეკულაციებისაგან თავი შეეკავებინათ“.[18]

COVID-19-ის პერიოდში, მაშინ როდესაც ფეხბურთის მატჩები არ მინდინარეობდა, სონ ჰინ მინმა ეს პაუზა სამხრეთ კორეის სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასასრულებლად გამოიყენა. აზიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვების გამო ის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ ამის მიუხედავად მას საბაზისო სამხედრო მომზადების გავლა მაინც მოუწია. მან ეს სამსახური კორეის რესპუბლიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსში, ჩეჯუს პროვინციაში გაიარა 2020 წლის აპრილსა და მაისში და 157 მონაწილეს შორის ხუთ საუკეთესოში დაიკავა ადგილი.[19][20]

ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელი სტრატეგიული ვიდეო თამაშის, League of Legends-ის გულშემატკივარია.[21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Squads for 2016/17 Premier League confirmed. Premier League (1 September 2016). ციტირების თარიღი: 15 September 2016
  2. Son Heung-Min. AFS Enterprises. ციტირების თარიღი: 4 January 2018
  3. Son Heung-Min: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 18 April 2020
  4. „დაარქივებული ასლი“ [손흥민 성장스토리] 육민관중 NO.9, 대한민국 NO.9 되다 (კორეული). JoongAng Ilbo. 24 December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-11. ციტირების თარიღი: 31 December 2020. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  5. 5.0 5.1 [창간28주년 기획특집] 28세 손흥민의 성공스토리 - ④ 손흥민, 원주 육민관중으로 전학가다 (კორეული). Kangwon Domin Ilbo. 26 November 2020. ციტირების თარიღი: 31 December 2020.
  6. 6.0 6.1 Premier League - 2018/2019 - Tottenham Formations Summary. ციტირების თარიღი: 2 June 2020
  7. Long, Sam (31 August 2015). „Tottenham's Son Heung-min vows to justify £22m price tag after becoming the most expensive Asian player in history“. London Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2019. ციტირების თარიღი: 3 September 2015.
  8. Son Heung-Min Breaks Record as top Asian scorer in Champions League history. Resonate (18 April 2019). ციტირების თარიღი: 9 February 2020
  9. Takumi Minamino at Liverpool: Asia's top European stars (19 December 2019). ციტირების თარიღი: 10 March 2020
  10. Son Heung-min: The football superstar hiding in plain sight (9 June 2019). ციტირების თარიღი: 8 December 2019
  11. Stats reveal how Son Heung-min's positioning and role have changed dramatically this season. SpursWeb (29 November 2020). ციტირების თარიღი: 1 December 2020
  12. Rebien, Florian (30 July 2011). „Wie viele Tore schießen Sie heute, Herr Son?“ [How many goals will you score today, Mr. Son?]. Hamburger Morgenpost (გერმანული). Hamburg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2012. ციტირების თარიღი: 16 September 2011. მითითებულია ერთზე მეტი |archiveurl= და |archive-url= (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  13. 13.0 13.1 Delaney, Miguel (14 February 2019). „Tottenham vs Dortmund: Jan Vertonghen says Son Heung-Min is one of the best players in Premier League“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2019. ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  14. Bull, JJ. (10 February 2018) Why Son Heung-min is Tottenham's not-so-secret weapon. ციტირების თარიღი: 10 March 2018
  15. Rangarajan, Aditya. Ballon d'Or 2019: 5 favourites to win the award. FOX Sports Asia (1 May 2019). ციტირების თარიღი: 6 October 2019
  16. Hytner, David. (8 March 2019) Son Heung-min: 'My father says I shouldn't marry until I retire and I agree'.
  17. BLACKPINK's Jisoo & soccer player Son Heung Min wrapped up in dating rumors.
  18. YG denies reports that Black Pink's Jisoo is in a relationship with Korean star Son Heung Min en-US (2021-10-10). ციტირების თარიღი: 2021-10-10
  19. Son-Heung Min Explains Why He Won't Get Married During Football Career.
  20. Tottenham star awarded 'Pilsung' prize, set to return to the club next week.
  21. Tsiaoussidis, Alex. League fans want Son and Faker team-up after Spurs star's LoL admission en (19 September 2021).