შინაარსზე გადასვლა

სონია ალკონინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სონია ალკოლინი
ესპ. Sonia Alconini Mujica
დაბ. თარიღი 1965[1]
დაბ. ადგილი ბოლივია[2]
მოქალაქეობა  ბოლივია
საქმიანობა ანთროპოლოგი[2] , არქეოლოგი[2] , cultural anthropologist და ეთნოლოგი[2]

სონია ალკონინი მუხიკა (დაიბადა 1965 წელს) — ბოლივიელი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, რომელიც მუშაობს ანდების ადრეული სახელმწიფოებისა და იმპერიების სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური განვითარების მიმართულებით. მან შეისწავლა უძველესი იმპერიული საზღვრების დინამიკა და გუარანის ტროპიკული ტომების გავრცელების საშუალებები ამ ტერიტორიებზე. მან ასევე ჩაატარა არქეოლოგიური სამუშაოები აღმოსავლეთ ბოლივიის ხეობებში და ტიტიკაკას ტბის რეგიონში.

სონია ალკონინი მუხიკა დაიბადა 1965 წელს ბოლივიაში. ადრე გამოავლინა ინტერესი ადრეული ანდების საზოგადოებების პოლიტიკური ფორმირებების და არქეოლოგიის მიმართ კულტურული ურთიერთობების შესწავლის გასაუმჯობესებლად. [3] 1992 წელს მან მონაწილეობა მიიღო კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ტარაკოს არქეოლოგიურ პროექტ ჩირიპაში, რომელიც მიზნად ისახავდა ტიტიკაკას ტბის აუზის ზონაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონის გამოვლენას. ამ ადგილებში გათხრების დროს აღმოჩენილია ტიუანაკუს ცივილიზაციის ჩირიპას, ჩირიპა-მამანის და III, IV და V ფაზების კულტურების ჭურჭლის ნატეხები.მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო 1993 წელს Universidad Superior de San Andrés- ში ლა პაზში  და სწავლა განაგრძო პიტსბურგის უნივერსიტეტში, მიიღო მაგისტრის ხარისხი ანთროპოლოგიაში 2000 წელს და დოქტორის ხარისხი არქეოლოგიაში 2002 წელს. 2004 წელს ალკონინი დაიქირავეს ასისტენტ პროფესორად სან ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტში, ხოლო 2010 წელს დააწინაურეს ასოცირებულ პროფესორად ანთროპოლოგიის კათედრაზე.

მისი ადრეული კვლევა ფოკუსირებული იყო ინკების დასახლებების გაფართოებაზე ბოლივიის მაღალმთიანეთში და მათ გავლენას რეგიონში არსებულ ცივილიზაციებზე. [4]. 2007 წელს მან მოიპოვა გრანტი აშშ-ს ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან ინკების ექსპანსიის საზღვრების შემდგომი შესწავლისთვის. პროექტის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენდა ინკებთან კონტაქტი რეგიონის დასახლებების სტრუქტურასა და პოლიტიკურ ეკონომიკაზე. [5]

2009 წელს ალკონინის გათხრებმა ჩარასანის ველზე, უძველეს კალავაიას საიმპერატორო ცენტრში პატა კაატას სახელწოდებით, ახალებურად წარმოაჩინა ტერიტორიის ევოლუცია, მის წმინდა ადგილებზე განხორციელებული აქტივობები და ის პროცესები, რომლებიც გამოიყენებოდა პოლიტიკური ლეგიტიმურობისა და კულტურების იერარქიის [6] შესანარჩუნებლად ტიტიკაკას ტბის საზღვრებთან. [7] 2013 წელს სონია ალკონინის თანამშრომლობით სარა ბეკერთან (რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან) ვატა-ვატას ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა სამი თავის ქალა, რომელთაგან ორი ქალს ეკუთვნოდა. ექსპერტიზამ გამოავლინა ძალადობის რიტუალური ქმედებები, მათ შორის თავის მოკვეთა და თვალის ამოღება, საბრძოლო ჭრილობის ნიშნების გარეშე. აღმოჩენამ გაანადგურა დიდი ხნის რწმენა იმის შესახებ, რომ ძალადობრივი სურათები მხოლოდ ილუსტრირებულ ხასიათს ატარებდა. ალკონინის მიერ გაკეთებულმა შეფასებამ ნათელი გახადა, რომ ბოლივიის კალავაიას რეგიონში ტივანაკუს იმპერიის ხალხი იყენებდა ვაჭრობას, რელიგიას და რიტუალურ ძალადობას, როგორც პოლიტიკურ სტრატეგიას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.[8][9][10]

  1. Národní autority České republiky
  2. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #137148216 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. McCann 2000.
  4. Parker, Rodseth 2005.
  5. Imperial Marginality and Frontier: Kallawayas and Chunchos in the Eastern Inka Borders. National Science Foundation (16 January 2007). ციტირების თარიღი: 7 November 2015
  6. „La presencia Inka en el valle de Charazani, Incallajta y Paria“ (ესპანური). La Paz, Bolivia: Periódico Digital de Investigación sobre Bolivia. 3 August 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-29. ციტირების თარიღი: 7 November 2015.
  7. „La presencia Inka en el valle de Charazani, Incallajta y Paria“ (ესპანური). La Paz, Bolivia: Periódico Digital de Investigación sobre Bolivia. 3 August 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივლისი 2024. ციტირების თარიღი: 7 November 2015.
  8. „La violencia ritual tuvo un papel crucial en Tiahuanaco“ (ესპანური). Guadalajara, Jalisco, Mexico: Informador. 2 November 2013. ციტირების თარიღი: 7 November 2015.
  9. Killgrove, Kristina (17 May 2015). „Gruesome Evidence Of Political Torture Found On Precolumbian Skulls“. Forbes. Jersey City, New Jersey. ციტირების თარიღი: 7 November 2015.
  10. „La violencia ritual tuvo un papel crucial en Tiahuanaco“ (ესპანური). Guadalajara, Jalisco, Mexico: Informador. 2 November 2013. ციტირების თარიღი: 7 November 2015.