სონგუნი
| სტანდარტული ფორმა | სონგუნი (სონგუნ-ჩონჩი) |
|---|---|
| კორეული | ჰანგული: 선군정치 ჰანჯა: 先軍政治 |
| ტრანსლიტერაცია | RR: seon-gun jeongchi MR: sŏn'gun chŏngch'i |
| თარგმანი | „არმიის პირველობის პოლიტიკა“ (Military-First) |
| ქვეყანა / კონტექსტი | ჩრდილოეთ კორეა |
| დაკავშირებული ძალები | კორეის შრომის პარტია; კორეის სახალხო არმია |
| კონსოლიდატორი | კიმ ჩენ ირი (მტკიცდება კიმ ჩენ უნის ქვეშ) |
| პერიოდი | 1990-იანები — დღემდე |
| ძირითადი პრინციპი | არმიის პრიორიტეტი სახელმწიფოს, ეკონომიკისა და პოლიტიკის მართვაში |
| ფესვები | ჯუჩე; კორეული ნაციონალიზმი; სამხედრო-სახელმწიფო იდეოლოგია |
| დაკავშირებული თემები | ჯუჩე, კიმ ჩენ ირი, კორეის სახალხო არმია |
სონგუნი (კორ. 선군) — ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს საქმეებსა და რესურსების განაწილებაში პირველობას ანიჭებს კორეის სახალხო არმიას. „არმია-უპირველესყოვლისა“ პრინციპი განსაზღვრავს როგორც პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას, ისე ეკონომიკური და იდეოლოგიური ცხოვრების მოდელებს. ამგვარად, სონგუნი მოიცავს:
- „არმია-უპირველესყოვლისა პოლიტიკას“ — პოლიტიკური წესრიგის დონეზე;
- „არმია-პირველად ეკონომიკურ ხაზს“ — ეკონომიკური სტრატეგიის დონეზე;
- „არმია-პირველ იდეოლოგიას“ — ოფიციალურ სახელმწიფო დოქტრინად.
სონგუნიგანსაკუთრებულ როლს ანიჭებს კორეის სახალხო არმიას როგორც ინსტიტუციას, ასევე სახელმწიფო ძალაუფლების მატარებელს. არმია განიხილება როგორც მთავარი საყრდენი სახელმწიფო მმართველობაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული პოლიტიკა განსაზღვრავს როგორც საშინაო პოლიტიკურ კურსს, ისე საგარეო ურთიერთობების მოდელს.[1] სონგუნი წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის მმართველობის ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც არმია არის „უმაღლესი ძალაუფლების მატარებელი“. სახელმწიფო ანიჭებს არმიას პირველ ადგილზე მდგარ რესურსულ, ეკონომიკურ და სოციალურ პრიორიტეტებს, ხოლო არმია განიხილება როგორც „საზოგადოების მისაბაძი მოდელი“. [2] სონგუნი განსაკუთრებით გაძლიერდა 1994 წლის შემდეგ, კიმ ილ სუნგის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, როცა სახელმწიფო სტაბილურობისა და რეჟიმის უსაფრთხოების მთავარი გარანტი არმია გამოცხადდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სონგუნის (კორ. 선군) ფესვები უკავშირდება კიმ ირ სენის პარტიზანულ ბრძოლას იაპონელი კოლონიზატორების წინააღმდეგ 1930-იან წლებში. სწორედ ამ პერიოდში კიმ ირ სენი მივიდა რწმენამდე, რომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და კეთილდღეობა დამოკიდებულია ორგანიზებული და კარგად შეიარაღებული სამხედრო ძალის არსებობაზე.[3]
1962 წელს კიმ ირ სენის მიერ განხორციელებული „ოთხი სამხედრო ხაზი“ (კორ. 사대군사노선) ითვლება სონგუნის უშუალო წინამორბედად.[4]
ამ პოლიტიკის მიზანი იყო:
- მთელი მოსახლეობის შეიარაღება;
- სახელმწიფოს სრული გამაგრება;
- თითოეული ჯარისკაცის პარტიული კადრად აღზრდა;
- და სახალხო არმიის მოდერნიზაცია.[5]
სონგუნი (კორ. 선군) ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკის სახით მხოლოდ კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ, 1994 წელს დამკვიდრდა. 1995 წელს მისი პირველი ვიზიტის შემდეგ სამხედრო ნაწილში, კიმ ილ სონის ვაჟმა, კიმ ჩენ ირმა, სონგუნი განსაზღვრა როგორც „რევოლუციური იდეა, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს არმიას“ და როგორც „პოლიტიკა, რომელიც ხაზს უსვამს პარტიის, არმიისა და ხალხის სრულ ერთობას და არმიის ბრძოლისუნარიან როლს სახელმწიფოს წინაშე“.[6]
ეს წარმოადგენს ცვლილებას მთავრობის წინარე ოფიციალურ მიმართულებასთან შედარებით, რომელიც ეფუძნებოდა კიმ ირ სენის ჯუჩეს იდეოლოგიას.[7]
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური განმარტებით, სონგუნის შთაგონება უკავშირდება კიმ ჩენ ირ-ისა და მისი მამის ვიზიტს სეულის 105-ე გვარდიის ჯავშანსატანკო დივიზიაში ქალაქ ფხენიანში, 25 აგვისტო, 1960 წელს. 25 აგვისტო დღემდე აღინიშნება როგორც ეროვნული დღესასწაული — სონგუნის დღე.[8]
1997 წელს გაზეთ როდონგ სინმუნი, რომელიც არის მუშათა პარტიის ოფიციალური ორგანო, წერდა:
„„არცერთ ისტორიულ ეპოქაში ხალხის არმიის სტატუსი და როლი ასეთი მაღალ დონეზე არ ყოფილა როგორც დღეს, როდესაც მას ხელმძღვანელობს პატივცემული და აღიარებული უზენაესი სარდლის ენერგიული ხელმძღვანელობა.““
|
ამ დროისთვის კორეის სახალხო არმია უკვე აღქმული იყო როგორც „ხალხის, სახელმწიფოსა და პარტიის სინონიმი“.[9]
1998 წლის შემდეგ, სონგუნმა დაიწყო დამოწმება სხვა ტერმინებთან ერთად, როგორიცაა „არმია-პირველი რევოლუციური იდეა“, „არმია-პირველი რევოლუციური ლიდერობა“ და „არმია-პირველი პოლიტიკა“, რითაც სონგუნის კონცეფცია კიდევ უფრო გაფართოვდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მმართველობის მრავალ სფეროში.
სონგუნი (კორ. 선군) კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება 1999 წლის იანვარში, როდესაც იგი პირველად გამოჩნდა ჩრდილოეთ კორეის ყველა ძირითადი მედიასაშუალების მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ ახალი წლის რედაქციულ სტატიაში. ამ რედაქციით იგი მკაფიოდ დაუკავშირდა კიმ ჩენ ირს, რომ იგი ახორციელებდა „არმია-პირველ ლიდერობას“, სადაც „ხალხის არმია წარმოადგენს რევოლუციის მთავარ ძალას და სადაც არმიისა და ხალხის ერთობა იცავს და აშენებს სოციალიზმს“.[9]
საგარეო ენებზე გამოქვეყნებულ მასალებში 1999–2006 წლებში სონგუნის თარგმანი იყო „army-first“, რის შემდეგაც მიღებული გახდა მხოლოდ კორეული ფორმა სონგუნი.[10]
2003 წლის იანვრის ახალი წლის რედაქციაში სონგუნის იდეოლოგიაც (კორ. 선군 사상) ოფიციალურად შეიტანეს სამხედრო-პირველი პოლიტიკურ კონცეფციების რიგში. იმავე წლის დეკემბერში გამოქვეყნდა დოკუმენტი „არმია-პირველი პოლიტიკის არსებითი ნიშნები“, რომელმაც სონგუნი განსაზღვრა როგორც რევოლუციის მამოძრავებელი მთავარი ძალა ჩრდილოეთ კორეაში.[9]
ამ როლს ჩვეულებრივ კომუნისტურ სახელმწიფოებში ასრულებს პროლეტარიატი, ან ჩინეთის შემთხვევაში – გლეხობა. თუმცა ჩრდილოეთ კორეის ინტერპრეტაციით, „მხოლოდ არმია აკმაყოფილებს ერთგულების, რევოლუციურობის, ორგანიზებულობისა და esprit de corps-ის კრიტერიუმებს“.[9]
2004 წლის იანვარში სონგუნი კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ახალი წლის რედაქციულში იგი ნებისმიერ სხვა ტერმინზე უფრო ხშირად იხმარეს და გამოიყენებოდა ყველაფრის მისაღწერად — პოლიტიკიდან დაწყებული, კორეის იდენტობამდე.[9]
სონგუნის მნიშვნელობა დღემდე ფართოვდება და უკვე შედის კორეის შესაძლო გაერთიანების იდეოლოგიურ დისკუსიებშიც. ჩრდილოეთ კორეს მედია აცხადებს: „სონგუნის პოლიტიკა არის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მამულების ხელახლა გაერთიანებას“.[11]
ჩრდილოეთ კორეა ასევე აცხადებს, რომ სონგუნი იცავს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას და არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის შეერთებულ შტატებს, განახორციელოს სამხედრო შეტევა ჩრდილოეთ კორეაზე.[12]
ამგვარად, სონგუნი ჩამოყალიბდა როგორც ჩრდილოეთ კორეის საშინაო პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის და სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპი, ჩამოყალიბებული ჯუჩეს გვერდით, სახელმწიფოს მიმართულების განმსაზღვრელად.
ავტორ სუკი კიმის მემუარებში, სადაც აღწერილია მისი მასწავლებლობა ფხენიანის სამეცნიერო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტში, აღწერილია სონგუნის „თორმეტი სასწაული“:[13]
- ბექდუს მთაზე (კიმ ჩენ ირის მითოსური დაბადების ადგილად მიჩნეული);
- ზამთრის ფიჭვები დაბაქსოლის გუშაგ ბანაკთან (სადაც, მითების მიხედვით, კიმ ჩენ ირ-მა დაიწყო სონგუნის (კორ. 선군) პოლიტიკა);
- ჩოლიონგის აზალიების მთაგრეხილი („ფრონტის სიმაღლე“, რომელსაც კიმ ჩენ ირ ხშირად სტუმრობდა);
- საღამოს ხედი ჯანგჯის მთაზე ჩანგჯას მახლობლად (სადაც ახალგაზრდა კიმ ჩენ ირი იმყოფებოდა კორეის ომის პერიოდში);
- ულლიმის ჩანჩქერი მუნჩონის ზემოთ, ჩრდილო ჰვანჰეს მთებში (ჩანჩქერის ხმა აღიწერება როგორც „ძლიერი და აყვავებული ერის“ ხმა);
- ჰანდურებოლის ვაკის ჰორიზონტი ტეჩონის რაიონში — ტერიტორია, სადაც 1998 წლის შიმშილის შემდეგ კიმ ჩენ ირ-მა განახორციელა მიწის რეფორმა;
- ტეჰონგდანში მასშტაბური კარტოფილის ყვავილების ველი (ამბობენ, რომ აქ იბრძოდა კიმ ილ სონი იაპონელებთან, ხოლო კიმ ჩენ ირ-მა აქ დააარსა ქვეყნის უდიდესი კარტოფილის მეურნეობა);
- ბეომან-რის მთაგორიანი სოფლები სოჰუნის რაიონში, ჩრდილო ჰვანჰეს პროვინციაში — სოფელი, რომელიც შიმშილის შემდეგ კიმ ჩენ ირ-მა აღადგინა და „კომუნისტური ქვეყნის სიამაყედ“ გამოცხადდა;[14]
- ლობიოს (ან კაკლის) მოყვანის პროგრამა, რომელიც კიმ ჩენ უნმა დაიწყო არმიის უზრუნველყოფისთვის;
- დიდი ბრინჯის პლანტაცია მიგოკში, სარივონის მახლობლად;
- ტედონგანის ხილის მეურნეობა ფხენიანში;
- და რიონჯუნგის თევზის მეურნეობა სამხრეთ ჰვანჰეს პროვინციაში.
მიხედვით წყაროებისა, 2016 წელს შეიქმნა „სონგუნის“ მეცამეტე „სასწაულიც“.[14] პირველი ცხრა ობიექტი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ აქტიურად არის პროპაგანდირებული და გამოიყენება როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილები.[14]
დასაბუთება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არსებობს ორი ძირითადი ახსნა იმისა, თუ რატომ იქცა სონგუნი (კორ. 선군) ჩრდილოეთ კორეის მთავარ სახელმწიფო იდეოლოგიად კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ. ერთ-ერთი მოსაზრება იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მრავალმხრივი საერთაშორისო საფრთხის პირობებში სცადა შეესუსტებინა საკუთარი დაუცველობა სამხედრო ძალის გაძლიერებით. ამ კონტექსტში სონგუნი აღიქმება როგორც აგრესიული და შემაშინებელი ნაბიჯი, რომელიც არმიის გაძლიერებას პირველ ადგილზე აყენებს საზოგადოების სხვა სფეროების ხარჯზე.
ამ არგუმენტი ხაზს უსვამს იმ კრიზისებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეას დაატყდა თავს 1990-იან წლებში: მისი ხანგრძლივი მოკავშირის, საბჭოთა კავშირის დაშლა (1991), კიმ ირ სენის გარდაცვალება (1994), ბუნებრივი კატასტროფები, მასობრივი შიმშილი და ეკონომიკური კრიზისი — ეს ყველაფერი 1999 წლამდე. ამან შესაძლოა შექმნა მოტივაცია ძალაუფლების კონსოლიდაციის ახალი მეთოდისკენ.
მეორე თვალსაზრისი მიზეზად ასახელებს ჩრდილოეთ კორეის შიდა პოლიტიკური ვითარების მექანიზმებს. კიმ ირ სენის გარდაცვალებისას, ქვეყნის ლიდერობა გადაეცა მის შვილს, კიმ ჩენ ირს. ამ დროს, კიმ ჩენ ირს მთავრობის შიგნით ყველაზე ძლიერი პოზიცია სწორედ სამხედრო სტრუქტურებში ეკავა — იგი ფაქტობრივად იყო არმიის მეორე სარდალი.
გარდა ამისა, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის კიმ ჩენ ირს აუცილებელი ჰქონდა დაემყარებინა მყარად თავისი ძალაუფლება სწორედ სახალხო არმიაზე.ამ არგუმენტის მიხედვით, კიმ ჩენ ირმა შეგნებულად გადაიტანა ძალაუფლების ცენტრი არმიაზე და შეასუსტა სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტები — მათ შორის გააუქმა ცენტრალური სახალხო კომიტეტი, სახელმწიფო პრეზიდენტის ინსტიტუტი და დაემხო ადმინისტრაციული საბჭოს გავლენა.[9]
პოლიტიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სონგუნის (კორ. 선군) პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ იგი მხოლოდ ეთანხმებოდა არა მხოლოდ „ჯუჩეს“ პრინციპს — თვითდამოუკიდებლობის იდეალს, რომელსაც კიმ ირ სენი ქადაგებდა — არამედ კიმ ჩენ ირის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესში სონგუნი მისი მმართველობის ცენტრალურ იდეოლოგიადაც იქცა.
სახალხო არმიის გავლენის ზრდამ მნიშვნელოვნად იმოქმედა სამხრეთ კორეის პოლიტიკურ წრეებზე და დაკავშირებულია დებატებთან „მზის სხივების პოლიტიკის“ შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ თანამედროვე ხედვას კორეის გაერთიანების შესახებ.[2] იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთი კორეა დაჟინებით ამტკიცებს, თითქოს სონგუნი არის გაერთიანების გარანტია, რთულია პროგნოზირება, რას მოელის ის სამხრეთისგან მომავალში — განსაკუთრებით მაშინ, როცა სამხრეთ კორეის მთავრობა კატეგორიულად არ უჭერს მხარს სონგუნის იდეოლოგიას და კანონითაც კი კრძალავს იმ ვებსაიტებს, რომლებიც ავრცელებენ სამხედრო-პირველ პოლიტიკის პროპაგანდას.[15]
სონგუნის პოლიტიკა აგრეთვე გაძლიერდა კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ბირთვული კრიზისის პარალელურად.[16] შეერთებული შტატებისთვის, რომლის მთავარი მიზანია ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება, სონგუნის იდეოლოგია აღიქმება როგორც პრობლემური და შემაფერხებელი ფაქტორი.[17]
სონგუნი თანხვედრილად ეჩვენება ბირთვული იარაღის ფლობის პოლიტიკასაც, რადგან მასში ბირთვული იარაღი განიხილება სახელმწიფოს თვითმმართველობისა და უსაფრთხოების მთავარ გარანტად.[18]
გაითქვა, რომ რაც უფრო დიდხანს დარჩება სონგუნი ჩრდილოეთ კორეის მმართველობის იდეოლოგიურ საფუძვლად, მით უფრო ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ქვეყანა უარს იტყვის ბირთვული იარაღის პროგრამაზე. რადგან ჩრდილოეთს აშშ-ის მხრიდან დენუკლარიზაციისკენ ზეწოლა შეიძლება აღიქვას როგორც საფრთხე არმიის პრიმატისთვის და, შესაბამისად, სონგუნის იდეოლოგიისთვის — რაც კიდევ უფრო ამცირებს შეთანხმების შესაძლებლობას.[16]
ეკონომიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სამხედრო-პირველი პოლიტიკა“ ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კორეაში „მძიმე სვლის“ პერიოდში — ეკონომიკური კრიზისისა და შიმშილობის ფონზე, რომელმაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო 1990-იან წლებში. ეკონომიკური კოლაფსის დაძლევის მიზნით, სახელმწიფომ არმიას ჩაუდგინა ქვეყნის აღდგენის პროცესის სათავეში. მთავრობის სტრატეგიული მიზანი გახდა „ძლიერი და აყვავებული ერის“ შექმნა, სამხედრო-პირველი პოლიტიკის მეშვეობით.[19]
სერგეი ყურბანოვმა, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კორეული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, Daily NK-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში აღმოცენებული ახალი უფლებამოსილი და შედარებით მდიდარი სოციალური ჯგუფი (კორ. „신흥 부자들“), რომელიც შეესაბამება ფრანგულ ტერმინს nouveau riche, გულწრფელად უჭერს მხარს სონგუნის (კორ. 선군) პოლიტიკას, რათა დაიცვან თავიანთი ქონებრივი და სოციალური პოზიციები ცხოვრების სისტემის შეცვლის შიშის ფონზე.[20]
გამოყენებული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cheong, Wook-sik, „Military First Policy“, მოხსენება ვაშინგტონის სამშვიდობო ქსელში, ვაშინგტონი, D.C., 19 აპრილი 2007.
- Chun, Mi-young, „The Kim Jong Il administration's recognition of politics“, KINU Policy Series, სექტემბერი 2006.
- Feffer, John, „Forgotten Lessons of Helsinki: Human Rights and U.S.-North Korean Relations“, World Policy Journal, ტ. XXI, № 3, შემოდგომა 2004.
- Platkovskiy, Alexander, Nuclear Blackmail and North Korea's Search for a Place in the Sun: The North Korean Nuclear Program. New York and London: Routledge, 2000.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიულგჯინი (კორ. 병진 — „პარალელური განვითარება“, ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ კიმ ილ სონი და კიმ ჩენ უნი)
- სავალდებულო სამხედრო სამსახური
- იარაღისა და „კარაქის“ მოდელი
- სამხედრო მდგომარეობა
- მილიტარიზმი
- სამხედრო დიქტატურა
- Military-First Girls
- სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი
- Military Keynesianism
- პაკ ჩონ ჰი
- სტრატოკრატია
- ომის ეკონომიკა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Vorontsov, Alexander. (26 May 2006) North Korea’s Military-First Policy: A Curse or a Blessing?. ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ 2.0 2.1 Park, Jae Kyu (2006). „North Korea since 2000 and Prospects for Inter-Korean Relations“ (PDF). Korean Journal of Defense Analysis. 18 (4): 81–102. ციტირების თარიღი: 10 November 2025.
- ↑ Cumings, Bruce (2005). Korea's Place in the Sun: A Modern History. New York: W. W. Norton & Company, გვ. 385–388. ISBN 978-0393324884.
- ↑ 사대군사노선 (Four Military Lines). Academy of Korean Studies. ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ Jae-Cheon Lim (2008). Kim Jong-il's Leadership of North Korea. London: Routledge, გვ. 47. ISBN 978-1-134-01712-6.
- ↑ "Songun Chongch'I" [Army First] (27 April 2005). ციტირების თარიღი: 20 March 2007
- ↑ „Is N.K. Trying an Experiment for Survival?“. Korean Overseas Information Service. 6 August 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 November 2007. ციტირების თარიღი: 12 May 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=,|date=, და|archive-date=-ში (დახმარება) - ↑ 'Day of Songun' and the Ongoing Succession Process in North Korea. adamcathcart.com (25 August 2015). ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Military-First Politics and Building a 'Powerful and Prosperous Nation' In North Korea. Nautilus Institute Policy Forum Online (14 April 2005). ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ David-West, Alzo (February 2011). „North Korea, Fascism, and Stalinism: On B. R. Myers' The Cleanest Race“. Journal of Contemporary Asia. 41 (1): 152–153. doi:10.1080/00472336.2011.530043. S2CID 153484256.
- ↑ N. Korea's Songun ideology the Next Juche?. Chosun Ilbo (3 May 2005). ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ N. Korean Propaganda Machine Judders Into Action. Chosun Ilbo (3 August 2006). ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ (2014) Without You There is No Us. United States: Crown Publishing, გვ. 105–106. ISBN 978-0307720658.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Kim, Hye Jin. (15 July 2016) The Songun Tour Through the Eyes of Defectors. Daily NK. ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ S. Korea bans 32 pro-N. Korea Internet sites. Korea Overseas Information Service (26 March 2007). ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ 16.0 16.1 Gavan McCormack. (14 February 2007) A Denuclearisation Deal in Beijing: The Prospect of Ending the 20th Century in East Asia. Japan Focus. ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ Bureau of East Asian and Pacific Affairs. (April 2007) Background Note: North Korea. ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ Haruki Wada. (10 March 2006) The North Korean Nuclear Problem, Japan, and the Peace of Northeast Asia. Japan Focus. ციტირების თარიღი: 10 November 2025
- ↑ Persistence of North Korea, The Policy Review, October–November 2006, http://www.hoover.org/publications/policyreview/3436436.html. წაკითხვის თარიღი: 11 May 2007 დაარქივებული 7 July 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Kim (김), Song-a (송아) (4 July 2007). 北 신흥부자들은 체제변화 원치 않는다 [ჩრდილოეთ კორეის ახალი მდიდრები არ სურთ სისტემის ცვლილება]. Daily NK (კორეული). ციტირების თარიღი: 26 August 2011.