სომხური ხალიჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფაზირიქის ხალიჩა

სომხური ხალიჩა (სომხ. Հայկական գորգ) აღნიშნავს სომხეთში ან სომხების მიერ კონკრეტული ტექნიკითა და მეთოდით მოქსოვილ ხალიჩებს უძველესი დროიდან დღემდე.[1][2][3] იგი აღნიშნავს ბრტყლად ნაქსოვ ტექსილის ნიმუშებსაც. ტერმინი შეიცავს ბევრ ვარიანტსა და სუბ-სახეობას. მათთვის დამახასიათებელი სისუსტის გამო ანტიკური ეპოქიდან თითქმის არაფერი - არც ხალიჩები და არც ფრაგმენტები - გადარჩენილა. ჩვენამდე მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეების ნიმუშებმა მოაღწია.

უძველესი დროიდან სომხეთში ხალიჩები იატაკზე დასაფენად, კედლების, დივნების, სკამების, საწოლებისა და მაგიდების გასაფორმებლად გამოიყენებოდა.[4] სომხეთშიხალიჩების დამზადება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და სავალდებულო იყო ყველა ოჯახისთვის. ხალიჩების დამზადება ძირითადად ქალების საქმიანობის ნაწილი იყო.[5] სომხური ხალიჩები უნიკალური „ტექსტებია“, რადგანაც მათზე გამოსახული ორნამენტები და წმინდა სიმბოლოები სომხთა წინაპრების რელიგიური და სხვა რწმენების სესახებ გვიქმნის წარმოდგენას.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ხალიჩების დამზადების ცენტრების რუკა, XIX-XX სს.

ხალიჩის შესაბამისი სიტყვა სომხურში არის karpet (სომხ. կարպետ)[6] ან gorg (სომხ. գորգ)[7]. აღნიშნული სიტყვები სომხურ ენაში სინონიმებია.

სომხური სიტყვა gorg პირველად XVIII საუკუნის წერილობით წყაროებში გვხვდება. აღნიშნული სიტყვა გვხვდება არცახის ქაფთავანის ტაძრის კედლის წარწერაში, რომელიც 1242-1243 წლებით თარიღდება.[8][9] სომხეთის კვლევების პროფესორი, გრიგორ კაპანციანი მიიჩნევს, რომ ეს სიტყვა ხეთურ-სომხური ლექსიკონიდან მოდის და სიტყვის თავდაპირველ ვარიანტად ფორმებს „koork“ და „koorkas“ მიიჩნევს. ხეთების კვლევების სპეციალისტი, ედგარ სტირტევანტი მიიჩნეევს, რომ აღნიშნული სიტყვ „ცხენის ქსოვილს“ აღნიშნავს.[10]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ხალიჩების ხელოვნების ფესვები ანტიკურ ხანაშია, თუმცა უძველესი პერიოდის ხალიჩები და მათი ფრაგმენტები არ არის შემორჩენილი. ადრეული და გვიანი შუა საუკუნეების ხალიჩების ნიმუშების პოვნა პირად და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი.

სომხური ხალიჩების მაღაზია ერევანში

სომხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრებისას აღმოჩენილი ხალიჩების ფრაგმენტები ძვ.წ. VII საუკუნით თრიღდება. ამ პერიოდის მთლიანი ან თითქმის მთლიანი ხალიჩები ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. უძველესი მოქსოვილი ხალიჩა ფაზიქის ხალიჩაა, რომელიც ციმბირის ერთ-ერთ სამარხში აღმოაჩინეს და ძვ.წ. V-III საუკუნეებით თარიღდება და ამჟამად სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის მუზეუმში ინახება. ძვ.წ.-ით V საუკუნის ისტორიკოსი, ჰეროდოტე წერს, რომ კავკასიის ბინადრები ხალიჩებს ისეთი ბრწყინვალე ფერებით ქსოვდნენ, რომ მას ფერი არ გასდიოდა.[11]

საბჭოთა კავშირის დროს კავკასიაში ხალიჩების დამზადებამ, ისევე, როგორც ცენტრალურ აზიაში ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. საბჭოითა კავშირმა ხალიჩების წარმოების დიდი ნაწილის კომერციალიზაცია მოახდინა და ხალიჩების დამზადებამ საოჯახო საქმიდან კომერციული წარმოების სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, სასოფლო არეალებში ხალიჩების დამზადების ტრადიციული მეთოდები შეინარჩუნეს და მათ კვლავ ოჯახები ამზადებდნენ. კომერციული ხალიჩების შემქმნელები თავიანთ მეთოდებში თავისუფალი იყვნენ, თუმცა რელიგიური თემები შეზღუდული იყო. ამ პერიოდში სომხური ხალიჩის დიზაინი ნაწილობრივ შეიცვალა. ბევრ „საბჭოურ ხალიჩაზე“ კომუნისტი ლიდერები იყვნენ აღბეჭდილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალიჩების დამზადების ხელოვნება სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში კვლავ ვითარდება. ხალიჩებს კერზო კომპანიები ან ოჯახები ამზადებენ. ზოგიერთი მქსოველი სომხური ტაძრებისა და მანუსკრიპტების ტრადიციულ მეთოდებს იყენებს.

ხალიჩების მწარმოებლები სომხეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი გოგონები ხალიჩების ქსოვის პროცესში, 1907 წელი

2016 წლისთვის სომხეთის ტერიტორიაზე ხალიჩების მწარმოებელი 5 ფირმა ფუნქციონირებდა:[12] არმის ხალიჩა (ერევანი) 1924 წლიდან ფუნქციონირებს და 2002 წელს გახდა პრივატიზებული. იენგოიანის ხალიჩები - ფუნქციონირებს 1958 (პრივატიზირებული გახდა 1996 წელს) წლიდან გეღარქუნიქის პროვინციაში. ჯრაშოღის ხალიჩა ფუნქციონირებს 1959 წლიდან ტავუშის პროვინციაში. თუფენქიანის ხალიჩები (ხელით დამზადებული ხალიჩები) ერევანში 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მაგერიანის ხალიჩები (ხელით დამზადებული ხალიჩები) 2000 წლიდან ფუნქციონირებს სომხეთის დედაქალაქში. გარდა ამ ხუთი ფირმისა, 2013 წლიდან თვითაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ ხანქენდში ხელით დამზადებული ხალიჩების ფირმა ყარაბაღის ხალიჩა ფუნქციონირებს.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Temurjyan, В. С. (1955). "The Carpet Weaving in Armenia" ("Ковроделие в Армении"). Yerevan: Institute of History, Academy of Science of the Armenian SSR. 
  2. Davtyan Давтян С., С. (1975). "Armenian Carpet" ("Армянский карпет"). Yerevan: Academy of Science of the Armenian SSR. 
  3. Kouymjian, Dickran (1991). "Les tapis à inscriptions arméniennes",in "Tapis et textiles arméniens". Marseilles, გვ. 247–253. 
  4. N. Marr, Armgiz, 1939, Yerevan, p. 197 - in Russian
  5. "Armenians. The End of the 19th - Beginning of the 20th century" at Russian Ethnographic Museum, St. Petersburg, Russia Archived December 24, 2009, საიტზე Wayback Machine.
  6. Армянско-русский словарь, Издательство АН Армянской ССР, Ереван, 1987, стр. 345
  7. Армянско-русский словарь, Издательство АН Армянской ССР, Ереван, 1987, стр. 167
  8. Голоссарий. Карпет
  9. Kh. Hakobyan, "Medieval Art of Artsakh", Yerevan, Armenian SSR, "Parberakan, 1990, p. 84, ISBN 5-8079-0195-9
  10. Sturtevant, Edgar H. (1931). Hittite glossary: words of known or conjectured meaning, with Sumerian ideograms and Accadian words common in Hittite texts. Language, Vol. 7, No. 2, pp. 3-82., Language Monograph No. 9.
  11. The Nine Books of the Histories of Herodotus. Thomas Gaisford, Peter Laurent, London, 1846, CLIO I p.99
  12. Armenian carpet traditions
  13. About Karabakh Carpet