სომხური ყაზახა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხური ყაზახა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  ყაზახა
სახეობა:  სომხური ყაზახა
ლათინური სახელი
Muscari armeniacum H.J.Veitch, 1872
სინონიმები
სია
    • Muscari szovitsianum Baker, 1878
    • Muscari concinnum Baker, 1878
    • Botryanthus conicus Jord. & Fourr., 1870
      • Muscari conicum (Jord. & Fourr.) Baker, 1878
    • Muscari micranthum Baker, 1878
    • Muscari polyanthum Boiss., 1882
    • Muscari argaei auct., 1883
    • Muscari pauperulum Stapf, 1885
    • Muscari schliemannii Freyn & Asch., 1885
    • Muscari maweanum Baker, 1889
    • Muscari pyramidatum Velen., 1891
    • Muscari apertum Freyn & Conrath, 1896
      • Bellevalia aperta (Freyn & Conrath) Grossh., 1928
      • Pseudomuscari apertum (Freyn & Conrath) Garbari, 1970
    • Muscari colchicum Grossh., 1933
    • Muscari cyaneoviolaceum Turrill, 1934
    • Muscari argaei f. album Tubergen, 1935
    • Muscari woronowii Tron & Losinsk, 1935
    • Muscari sosnowskyi Schchian, 1946
    • Muscari elegantulum Schchian, 1953
    • Muscari alexandrae A.P.Khokhr., 1991

სომხური ყაზახა (ლათ. Muscari armeniacum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. არ აქვს გამობერილი ყვავილსაფარი, იგი ფორმით კვერცხისებურ-ქოთნისებურია, მუქი ლურჯ-იისფერი, ლურჯი, ცისფერი, იშვიათად – თეთრი. მტევანი მოგრძო-ოვალურია, 4 სმ-მდე სიგრძის. ფოთლები — 2–4, ვიწრო-ხაზური, წვეტიანი, ძირისკენ შევიწროებული. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივნისში. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოში გვხვდება ყველა რეგიონში. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე — კლდოვან-ღორღიან ეკოტოპებზე, კირქვებზე, ტყის პირას, ბუჩქნარში.[1] იყენებენ როგორც დეკორატიულ მცენარეს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 64.
  2. ყაზახას სურნელოვანი მტევნები (Muscari). yvavilebismovla.ge. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2021