სომხური დიასპორა შუა აღმოსავლეთში
სომხური დიასპორა შუა აღმოსავლეთში — მოიცავს შუა აღმოსავლეთში მცხოვრებ სომხებს. ისინი ძირითადად ცხოვრობენ ირანში, ლიბანში, კვიპროსში, სირიაში, იორდანიასა და იერუსალიმში, თუმცა ასევე არიან ერაყში, ეგვიპტეში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.
ქვეყნების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხური თემი ორი ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობდა წმინდა მიწაზე. 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომისა და ისრაელის სახელმწიფოს დამყარების შემდეგ, უამრავი სომეხი, რომლებიც ცხოვრობდნენ პალესტინის ბრიტანეთის მანდატით, მიიღეს ისრაელის მოქალაქეობა. ისრაელის მოქალაქეობის მიღების შემდგომ აქ ათასობით სომეხი ცხოვრობს, რომლებიც ძირითადად იერუსალიმში, თელ-ავივში, იაფასა და ხაიფაში არიან თავმოყრილნი. ისრაელისა და დასავლეთის სანაპიროზე სომხური თემების ჩათვლით, სომეხთა საერთო რაოდენობა რეგიონში შეიძლება სულ ხუთი ათასს ადამიანს შეადგენდეს.[1][2]
თურქეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთში მცხოვრები სომხების რაოდენობა დაახლოებით 40 000-დან 70 000-მდე სომეხს შეადგენს (1995 წლის მონაცემების მიხედვით).[3][4] სომეხი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს სტამბოლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი უმეტესობა სომეხთა სამოციქულო სარწმუნოებას მიეკუთვნება, დანარჩენები კი კათოლიკეები და ევანგელისტები არიან.
ეგვიპტე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგვიპტეში მცხოვრებ სომხებს გრძელი ისტორია აქვთ, მაგრამ თანამედროვე პერიოდში ეგვიპტეში სომეხთა რიცხვი მცირდება სხვა ქვეყნებში მიგრაციისა და სომხეთში დაბრუნების გამო. მათი უმეტესი ნაწილი დაახლოებით 6 000 ცხოვრობს კაიროსა და ალექსანდრიაში, ეგვიპტის ორ უმსხვილეს ქალაქში.[5]
ლიბანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუკუნეების განმავლობაში სომხები ცხოვრობდნენ ლიბანის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელი არ ყოფილა აღწერილი სომხების რაოდენობა, დადგენილია, რომ ლიბანში დაახლოებით 150 000 სომეხი ცხოვრობს, ან მოსახლეობის დაახლოებით 4%.[6] ლიბანის სამოქალაქო ომამდე მათი რიცხვი უფრო მაღალი იყო, მაგრამ მათ მოუწიათ ემიგრაცია.
ბაჰრეინი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჰრეინში სომხების საერთო რაოდენობა დაახლოებით 50-ს შეადგენს, რომლებიც ძირითადად დედაქალაქ მანამაში ცხოვრობენ. ისინი ჩამოვიდნენ ლიბანიდან და სირიიდან, რომლებიც მოიზიდა ამ ქვეყნის ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა. ბაჰრეინელი სომხები ძირითადად მართლმადიდებლები არიან.
ქუვეითი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუვეითში სომეხი მოსახლეობის პიკი 12 000-ს შეადგენდა,[7] მაგრამ ერაყის შემოსევების შედეგად, ქუვეითში მცხოვრები სომეხთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და შეადგენდა დაახლოებით 500-ს [7], ვინაიდან მათ დატოვეს ქვეყანა.
სირია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სირია და მისი მიმდებარე ტერიტორიები ხშირად თავშესაფარი იყო იმ სომეხებისთვის, რომლებიც გაურბოდნენ სომხურ გენოციდს. დადგენილია, რომ დღესდღეობით სირიაში სომეხთა რაოდენობა 100 000-ს არ აღემატება, მათი უმეტესი ნაწილი ქალაქ ალეპოში ცხოვრობს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Armenia Diaspora. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-11. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ Armenian Patriarchate of Jerusalem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-09. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ Turay, Anna. Tarihte Ermeniler. Bolsohays: Istanbul Armenians. ციტირების თარიღი: 2007-01-04.
- ↑ Hür, Ayşe (2008-08-31). „Türk Ermenisiz, Ermeni Türksüz olmaz!“. Taraf (Turkish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-02. ციტირების თარიღი: 2008-09-02. ციტატა: „Sonunda nüfuslarını 70 bine indirmeyi başardık.“
- ↑ Zhory, Ayman. Armenians in Egypt. 2005.
- ↑ CIA World Factbook: Lebanon: People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-02. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
- ↑ 7.0 7.1 THE ARMENIANS OF KUWAIT: REBUILDING AFTER THE GULF WAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 1, 2019.