სომხური დიასპორა უნგრეთში
სომხური დიასპორა უნგრეთში (უნგ. örmény diaszpóra Magyarországon) — 15 000 ეთნიკურად სომეხი, რომელიც ცხოვრობს უნგრეთში, ძირითადად ბუდაპეშტსა და პეშტის რეგიონში. ისინი უნგრეთის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 0.01%-ს შეადგენენ. პირველად სომხები უნგრეთში დასახლდნენ X-XI საუკუნეებში, ხოლო უკანასკნელად მათი იმიგრაცია მოხდა XX საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1924 წლიდან უნგრეთში მოქმედებს სომხური კათოლიკური სამღვდელოება, რომელიც უზრუნველყოფს კულტურულ პროექტებს. ასევე ბუდაპეშტში არსებობს კულტურული და საინფორმაციო ცენტრი.
სომხური წარმოშობის გამოჩენილი უნგრელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გენერალი ერნო კიში (1799-1849) - 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის მონაწილე.
- გენერალი ვილმოშ ლაზარი (1917-1849) - 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის მონაწილე.
- გენერალი იანოშ კეცი (1822-1904) - 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის მონაწილე.
- ფერენც სალაში (1897-1946) - პოლიტიკოსი, ფაშიზმის მიმდევარი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი (დე-ფაქტო).
- გაბორ აგარდი (1922-2006) - მსახიობი.
- ზოლტან ნურიდშანი (1925-1974) - მხატვარი.
- ერიკა მაროჟანი (1972) - მსახიობი.
- ტიგრან ვარდანიანი (1989) - მოციგურავე, უნგრეთის ჩემპიონი 2007-2009 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- emberijogok.kormany.hu
- soar-us.org დაარქივებული 2016-05-20 საიტზე Wayback Machine.
|