შინაარსზე გადასვლა

სომხური დიასპორა ერაყში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საერთო მოსახლეობა
10 000-20 000 [1]
ენები სომხური, არაბული, ქურთული.
რელიგიები ქრისტიანობა

სომეხთა ისტორია ერაყში არის აღწერილი გვიანი ბაბილონის დროიდან.[2] აქედან გამომდინარე, ერაყი და სომხეთი ყოველთვის იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. დღევანდელი მონაცემებით, ერაყში ცხოვრობს დაახლოებით 10 000-15 000 სომეხი, რომელთა უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ბაღდადში, მოსულში, ბასრაში, ქირქუქში,[3] ბააქუბასა და დაჰუკში.[4] ისინი იკავებენ მეორე ადგილს, როგორც ყველაზე გავრცელებული ქრისტიანულ ეთნიკური ჯგუფი ქვეყანაში, ჩამორჩებიან მხოლოდ რეგიონის მკვიდრ ასურელებს.

სომხები ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ბაბილონის დროიდან ცხოვრობდნენ. ამასთან, დღეს ერაყში მცხოვრები თანამედროვე სომხური საზოგადოების ფესვები შეიძლება მოდიოდეს შაჰ აბასის მიერ 1604 წელს სომხების იძულებით ირანში გადასახლების გამო,[5] რომელთაგანაც ზოგიერთები შემდგომში გადავიდნენ საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილებზე მათ შორის ერაყში. კიდევ 25 000 სომეხი ჩამოსახლდა XX საუკუნის დასაწყისში, რითაც ისინი ცდილობდნენ გაქცეოდნენ სომხურ გენოციდს. [6][5] მათ ჩამოაყალიბეს სკოლები, კულტურული კლუბები და პოლიტიკური და რელიგიური ინსტიტუტები ერაყში არსებულ ურბანულ რეგიონებში.[7]

1980-იანი წლების განმავლობაში, სომხეთის საზოგადოება უკეთეს პირობებში აღმოჩნდა პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის მოდერნიზაციის მცდელობის შედეგად, რადგან მან განაგრძო მათი კულტურული ინსტიტუტების აღდგენა.[5] სადამ ჰუსეინის პირად გარემოცვაში მრავალი სომეხი იყო: მისი ძიძა იყო ერაყელი სომეხი, მისი ერთ-ერთი მცველცი, მისი მესამკაულე, მკერავი და სახლის მსახურე.[8] შემდგომში სომხებმა ისარგებლეს ბაასის პარტიის სეკულარისტური მმართველობით, რამაც მკაცრად ჩაახშო ისლამისტური ძალები, განსაკუთრებით კი შიიტური ერაყის ელემენტები, რომლებიც მოგვიანებით სადამის წინააღმდეგ მიიმართა. სომხები ასევე არ უჭერდნენ მხარს არცერთ ოპოზიციურ პარტიას ერაყში, ამიტომ ჰუსეინის რეჟიმი მათ ერთგულებას ეყრდნობოდა და, შესაბამისად, მათ აძლევდა მრავალ უფლებას. ყოველი შობის დროს სადამ ჰუსეინი ბაღდადის სომხურ ეკლესიაში დიდი რაოდენობით ყვავილებს გზავნიდა.

ერაყში მცხოვრები სომხების უმეტესი ნაწილი სომხური სამოციქულო ეკლესიის ან სომხური კათოლიკური ეკლესიის წევრია. სომეხთა კათოლიკური მთავარი საეპისკოპოსო ეკლესია ჯერ კიდევ ინარჩუნებს არსებობას ბაღდადში, ისევე როგორც ბაღდადის სომხური ევანგელური ეკლესია. წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია (მდებარეობს იუნის ალ საბაუის მოედანზე, ბაღდადში) ერაყელი სომხებისთვის მთავარ ეკლესიას წარმოადგენს.[9]. ზოგიერთი სომხური ეკლესია ასევე იყო დასაბომბი სამიზნე და ზოგიერთი სომეხი დაიღუპა ერაყში სექტანტური ბრძოლების შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Իրաքում ընդհանուր առմամբ մնացել է շուրջ 10 հազար հայ [Around 10 thousand Armenians remain in Iraq]“. News.am (სომხური). 30 November 2011. ციტირების თარიღი: 27 January 2013.
  2. Fisher, William B. (1978). The Middle East: A Physical, Social and Regional Geography. London: Routledge, გვ. 363. ISBN 978-0-416-71520-0. 
  3. Ashjian, Ara. (12 August 2009) Armenian Issues: From the Armenian Church of Iraq- A visit to the Armenian Community of Kirkuk. ციტირების თარიღი: 24 September 2017.
  4. "Iraq: Tiny Ethnic-Armenian Community Survived Hussein, Making It In Postwar Times." RFE/RL. July 6, 2004.
  5. 5.0 5.1 5.2 Dekmejian, R. Hrair (1997). "The Armenian Diaspora" in The Armenian People from Ancient to Modern Times, Volume II: Foreign Dominion to Statehood: The Fifteenth Century to the Twentieth Century, ed. Richard G. Hovannisian. New York: St. Martin's Press, p. 427.
  6. „Crushing Iraq's human mosaic“. BBC News. 2007-07-13. ციტირების თარიღი: 2010-04-25.
  7. Hovannisian, Richard G. "The Ebb and Flow of the Armenian Minority in the Arab Middle East," Middle East Journal 28 (Winter, 1974), p. 28.
  8. Cockburn, Andrew and Patrick Cockburn. Saddam Hussein: An American Obsession. London: Verso, 2002, pp. 5, 160.
  9. The Armenian Church - Mother See of Holy Etchmiadzin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-05. ციტირების თარიღი: 2017-09-04