შინაარსზე გადასვლა

სომხეთ-ოსმალეთის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთ-სომხეთის ომი
თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის ნაწილი

სომხები ტოვებენ ყარსს
თარიღი 24 სექტემბერი, 1920 - 2 დეკემბერი, 1920
მდებარეობა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
შედეგი ალექსანდროპოლის ხელშეკრულება; თურქეთის გამარჯვება; სომხეთის დრ-ის დაცემა
ტერიტორიული
ცვლილებები
დასავლეთ სომხეთი გადაეცა თურქეთს,
ჩილდირი დაიკავა საქართველომ
მხარეები
სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა თურქეთის ეროვნული მოძრაობა
მეთაურები
დრასტამან ქანაიანი
მოსე სილიკიანი
მუსა ქიაზიმ ყარაბექირი
ძალები
20 000 ჯარისკაცი[1] 50 000 ჯარისკაცი[1]
დანაკარგები
198 000 მშვიდობიანი მოქალაქე მკვდარი[2] უცნობია
სომხეთ-ოსმალეთის ომი ვიკისაწყობში

სომხეთ-ოსმალეთის ომიომი ოსმალეთსა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

1920 წლის სექტემბრის დასაწყისში თურქეთმა სომხეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე მასშტაბური შეტევა დაიწყო. სომხეთმა წნეხს ვერ გაუძლო და დაიწყო უკანდახევა ალექსანდროპოლის და ერევნის მიმართულებით.

29 სექტემბერს თურქებმა დაიკავეს სარიყამიში, შემდეგ არტაანი, 30 ოქტომბერს — ყარსი. სომხეთის სამხედრო მარცხის გამო 1920 წლის 1 ოქტომბერს საქართველომ დაიკავა და ქართულად გამოაცხადა ჩილდირი. 7 ნოემბერს ოსმალეთის ჯარმა დაიკავა ალექსანდროპოლი.

1921 წლის 16 მარტს ოსმალეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო მოსკოვის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ოსმალეთს დარჩა ყარსის ოლქი და ზოგიერთი სხვა რაიონი.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 471.
  • ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 292-293, ISBN 978-9941-13-771-6.
  1. 1.0 1.1 Anahide Ter Minassian: La république d'Arménie. 1918-1920 La mémoire du siècle., éditions complexe, Bruxelles 1989 ISBN 2-87027-280-4, p. 220
  2. Vahakn N. Dadrian: The History of the Armenian Genocide: Ethnic Conflict from the Balkans to Anatolia to the Caucasus Berghahn Books, Providence, Oxford 2004, ISBN 978-1-57181-666-5, p. 361