სომხეთ-ისრაელის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-ისრაელი
Map indicating locations of Armenia and Israel

სომხეთი

ისრაელი

სომხეთ-ისრაელის ურთიერთობები — მოიცავს სომხეთსა და ისრაელს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობას.

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელმა და სომხეთმა შეინარჩუნეს დიპლომატიური ურთიერთობა 1991 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.[1] 1993 წლიდან 2007 წლამდე სომხეთს ემსახურებოდა ისრაელის საელჩო საქართველოში, თუმცა ცოლაკ მომჯიანი 1996 წელს დაინიშნა სომხეთის საპატიო კონსულად იერუსალიმში.[1] საბოლოოდ საელჩო იერუსალიმში გადაიტანეს.[1]

ეკონომიკური ურთიერთობა და ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სომხეთმა მიიღო მხარდაჭერა ისრაელის მხრიდან და მისი ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორიც გახდა. სომხეთის ავიახაზები კვირაში ორჯერ ასრულებენ ფრენებს ისრაელში და სომხეთში ელიან ისრაელიდან ტურიზმის ზრდას.[2]

„CIA World Fact Book“ -ის თანახმად, სომხეთი იღებს ისრაელის მთელი იმპორტის 4,8% -ს, ხოლო ისრაელი კი იღებს სომხეთის ექსპორტის 7,1% -ს.[3]

2005 წელს დაფიქსირდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის პიკი, რაც შეადგენდა 103 მილიონ აშშ დოლარს. 2019 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობა არ აღემატება 60 მილიონ დოლარს. 2019 წლის მონაცემებით, სომხეთიდან დაახლოებით 500 ტურისტი ყოველწლიურად სტუმრობს ისრაელს.[4]

სომხები ისრაელში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხი მღვდელი ისრაელში

სომხები ლევანტის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ დაახლოებით 2 000 წლის განმავლობაში. იოავ ლოეფის (იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სომხური ენისა და ისტორიის ლექტორი) თანახმად, იერუსალიმის ტერიტორიაზე სომეხთა დასახლება 301 წლით თარიღდება.[5][6] ტიგრან დიდი, რომლის წყალობითაც სომხეთმა მიაღწია ყველაზე დიდ ტერიტორიულ ფართობს, ათასობით ებრაელი გაგზავნა სომხეთში ძვ.წ. პირველ საუკუნეში.[5] დღეს ისრაელი იერუსალიმის ძველი ქალაქის სომხურ კვარტალში მდებარეობს.[7][8] იერუსალიმის სომხეთის საპატრიარქო დაარსდა 638 წელს და მდებარეობდა სომხეთის კვარტალში. 2006 წლის კვლევის თანახმად, ძველ ქალაქში 790 სომეხი ცხოვრობდა.[9]

ისრაელმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანს იარაღითა და სხვა საბრძოლო მასალების გამოყენებას 90-იანი წლების დასაწყისში სომხეთის წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღის ომის დროს, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო.[10][11][12] ჟურნალის „Turkish Weekly“– ის თანახმად, ისრაელსა და სომხეთს შორის ამ ყველაფერმა ურთიერთობები გააუარესა[13]

იერუსალიმის სომხეთის საპატრიარქო (დამოუკიდებელი, თვითმმართველი ქრისტიანული საპატრიარქოა, რომელიც თარიღდება სამოციქულო ხანით) ნურჰან მანუგიანმა 2013 წელს თქვა, „თუ ისრაელი აღიარებს სომხურ გენოციდს, ეს არ იქნება მსოფლიოს დასასრული“. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ იერუსალიმში სომხებს მესამე კლასის მოქალაქეებად ექცეოდნენ.[14]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 „Bilateral Relations“. Ministry of Foreign Affairs of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 6, 2017. ციტირების თარიღი: August 9, 2013.
  2. Are Israeli-Armenian relations warming up? Jerusalem Post
  3. The World Factbook. cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-13. ციტირების თარიღი: 2019-10-28.
  4. Армянское посольство до Иерусалима не доедет, Detaly
  5. 5.0 5.1 Armenia. National Coalition Supporting Soviet Jewry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 16 August 2013.
  6. Gelfond Feldinger, Lauren (June 29, 2013). 'We are third-class citizens,' says Armenian Patriarch of Jerusalem“. Haaretz. ციტირების თარიღი: August 8, 2013.
  7. Jerusalem - The Old City: The Armenian Quarter. Jewish Virtual Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-13. ციტირების თარიღი: 2021-12-23.
  8. Neusner, Jacob (1965). A History of the Jews in Babylonia, Volumes 1-5. Brill Archive, გვ. 27. „Tigranes took a large number of Jews captive, and deported them to Armavir and Vardges on the Ksakh river, which became a great commercial center.“ 
  9. Jerusalem The Old City The Urban Fabric and Geopolitical Implications. International Peace and Cooperation Center (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 30 August 2013.
  10. R. Hrair Dekmejian & Hovann H. Simonian. Troubled Waters: The Geopolitics of the Caspian Region, 2003, p. 125 "In addition to commercial links, Israel has given strong backing to Azerbaijan in its conflict with Armenia over Nagorno-Karabakh, which reportedly has included military assistance."
  11. Sedat Laçiner, Mehmet Özcan, İhsan Bal. USAK Yearbook of International Politics and Law 2010, Vol. 3, p. 322 "Israel was one of the strategic partners and supporters of Azerbaijan in the Nagorno-Karabakh War with Armenia."
  12. Bahruz Balayev, The Right to Self-Determination in the South Caucasus: Nagorno Karabakh in Context, Lexington Books, 2013, p. 73 "Israel has supported Azerbaijan in its conflict with Armenia for the enclave of Nagorno Karabakh."
  13. Laciner, Sedat (2002). „Armenia's Jewish Scepticism and Its Impact on Armenia-Israel Relations“. Journal of Turkish Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 30 August 2013.
  14. 'We are third-class citizens,' says Armenian Patriarch of Jerusalem“. Haaretz. 29 June 2012. ციტირების თარიღი: 31 August 2013.