სომხეთ-ეგვიპტის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-ეგვიპტის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and Egypt

სომხეთი

ეგვიპტე

სომხეთ-ეგვიპტის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთსა და ეგვიპტეს შორის. ეგვიპტე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო არაბულ სამყაროში, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა (1991). 1992 წელს ორ ქვეყანა შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. 1992 წლის მაისში კაიროში სომხეთის პირველი დიპლომატიური მისია გაიგზავნა. ეგვიპტის საელჩო ერევანში მდებარეობს.

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეგვიპტე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ომრხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის კონვენცია 1992 წელს მოეწერა ხელი. სომხეთის სახელჩო კაიროში 1992 წლის მარტში, ხოლო ეგვიპტის საელჩო ერევანში 1993 წლის მაისში გაიხსნა. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ეგვიპტის ნეიტრალური პოზიციაა.[1]

ეგვიპტე და სომხეთი ურთიერთთანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროები. სომხეთსა და ეგვიპტეს შორის 40-ზე მეტი ორმხრივი შეთანხმებაა დადებული. ორივე ქვეყანაში მრავალი კულტურული და საჯარო ღონისძიება იმართება და არაერთი ეკონომიკური პროექტი ხორციელდება.[2][3]

სომხების გენოციდის აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საელჩო კაიროში

სომხურ-ამერიკული გაზეთის, Asbarez-ის მიხედვით, 2013 წლის ივლისში ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ თურქეთ-ეგვიპტეს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზნით, არაერთი ეგვიპტელი რედაქტორი თურქეთის მთავრობას სომხების გენოციდის უარყოფაში ადანაშაულებდა.[4]

ეგვიპტის პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, მუსტაფა ბაქრიმ სომხების გენოციდის ცნობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდა. რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ეგვიპტე პირველი არაბული ქვეყანა იქნება, რომელიც გენოციდს აღიარებს.[5] ეგვიპტეში გადაიღეს არაბულენოვანი დოკუმენტური ფილმი „ვინ მოკლა სომხები?“, რომლის ჩვენებაც ჰელიოპოლისის ბიბლიოთეკაში შედგა.[6]

2019 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ-ფათაჰ ალ-სისიმ ირიბად აღიარა სომხების გენოციდი, როცა აღნიშნა, რომ ასი წლის წინ, „გენოციდის შემდეგ“ ეგვიპტიდან ლტოლვილი სომხები შეიფარა.[7] პრეზიდენტის კომენტარი ეგვიპტის სომხურმა თემმა მოიწონა.[7]

კულტურული ღონისძიებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთ-ეგვიპტის საპარლამენტო შეხვედრა კაიროში

ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში არაერთი კულტურული ღონისძიება ჩატარდა. სომხეთსა და ეგვიპტეს შორის ხელმოწერილი სამთავრობოთაშორისო შეთანხმების, სომხურ-ეგვიპტური კულტურული ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში 4-11 ნოემბერს სომხეთში ეგვიპტური კულტურის დღეები ჩატარდა. ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში ერევანშიე გვიპტური კულტურის დღეების ფარგლებში ეგვიპტის ოპერისა და ბალეტის თეატრის 2 საბალეტო წარმოდგენა და ეგვიპტური ფილმების ჩვენება გაიმართა. კულტურის დღეების ფარგლებში ეგვიპტელი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენაც ჩატარდა.[8][9][10]

2010 წლის 17-22 სექტემბერს ეგვიპტეში სომხური კულტურის დღეები გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც ეგვიპტის კულტურის სამინისტრო და ეგვიპტეში სომხეთის საელჩო იყო. სომხური კულტურის დღეები ეგვიპტესა და სომხეთს შორის უფრო ფართო ორმხრივი ინიციატივის ნაწილი იყო, რომელიც კულტურული გაცვლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 2011 წლის 6 ოქტომბერს სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში კაიროს ოპერის სახლში სომხური ფოლკლორის ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც კონცერტები გამართეს არსენ გრიგორიანმა, ანნა ხარატიანმა და სხვებმა.[11] იმავე წლის 27 სექტემბერს ალექსანდრიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სომხეთს სპეციალური სტატუსი მიენიჭა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და ენების მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმზე სომხეთი საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. სიმპოზიუმზე აღინიშნა სომხური ნაბეჭდი წიგნის 500 წლისთავიც და იუნესკომ ერევანი 2012 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოაცხადა. სამდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ანტიკური სომხური წიგნების გამოფენაც გაიმართა.[12][13][14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ministry of foreign Affairs - Brief History (2010-05-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  2. Azad-Hye. Azad-Hye Middle East Armenian Portal (Armenia's Independence celebrations in Egypt). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-02. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  3. Egypt to continue maintaining its balanced stance on Karabakh conflict – intervi. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  4. Millions Watch Popular Egyptian Talk Show on the Armenian Genocide (September 10, 2013). ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  5. https://anca.org/egypt-first-islamic-country-to-raise-armenian-genocide-issue-says-anc-egypt-chair/
  6. https://anca.org/who-killed-the-armenians-egyptian-filmmakers-tackle-the-genocide/
  7. 7.0 7.1 http://www.egypttoday.com/Article/2/64896/Egypt-implicitly-recognizes-Armenian-Genocide
  8. Egyptian Cultural Days in Armenia | ARMENPRESS Armenian News Agency. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  9. Egypt culture days in Yerevan (2011-12-16). ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  10. Egyptian Cultural Days to be held in Yerevan. ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  11. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2013-04-12.
  12. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2013-04-12.
  13. Armenian theme at International Scientific Conference of Alexandria | ARMENPRESS Armenian News Agency (2011-09-28). ციტირების თარიღი: 2016-10-01.
  14. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2013-04-12.