სომხეთი (რომის პროვინცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთი (რომის პროვინცია)
Հռոմեական Հայաստան
პროვინცია

114–118
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი არტაშატი
ენები სომხური
რელიგია პაგანიზმი
ქრისტიანობა
პოლიტიკური სტრუქტურა პროვინცია
ისტორიული ერა ანტიკური ხანა
 -  შეიქმნა 114
 -  გაუქმდა 118
დღეს ამ ტერიტორიაზე სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
საქართველოს დროშა საქართველო
ირანის დროშა ირანი
თურქეთის დროშა თურქეთი

სომხეთი (რომის პროვინცია)დიდი სომხეთის ნაწილი, რომელიც რომის იმპერიის დაქვემდებარებაში შედიოდა I საუკუნიდან გვიან ანტიკურ ხანამდე. მიუხედავად იმისა რომ, მცირე სომხეთი შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, დიდი სომხეთი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას არშაკუნიანების მმართველობის პირობებში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთი იყო რომის, პართიის და მისი მემკვიდრე სასანიანების იმპერიის ინტერესის ობიექტი, რომლის გამო მოხდა რამდენიმე რომაულ-სპარსული ომი. მხოლოდ 114-დან 118 წლამდე შეძლო იმპერატორმა ტრაიანემ გამოეცხადებინა ეს ტერიტორია რომის პროვინციად.

IV საუკუნეში სომხეთი გაიყვეს რომის და სასანიანების იმპერიებმა. ეს უკანასკნელი აკონტროლებდა ტერიტორიის დიდ ნაწილს. V საუკუნეში სომხეთის მონარქია საერთოდ გაუქმდა. VI და VII საუკუნეებში სომხეთი კიდევ ერთხელ გახდა ბრძოლის საგანი აღმოსავლეთ რომაელებს (ბიზანტიელებს) და სასანიანებს შორის, სანამ VII საუკუნის შუა პერიოდში მუსლიმანურმა სახალიფოებმა ორივე არ დაამარცხეს და საკუთარი გავლენა არ დაამყარეს ამ ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაშესიანთა დინასტიის გაუქმების შემდეგ, სომხეთში პომპეუსმა ილაშქრა ძვ. წ. 66 წელს, რის შემდეგაც სომხეთის ტერიტორიისთვის ერთმანეთს რომისა და პართიის იმპერიები ებრძოდნენ. ასე რომ, ამ დროის განმავლობაში სომეხი არისტოკრატები (ნახარარები) რომის მომხრეების, პართიის მომხრეების და ნეიტრალური წევრებისგან შედგებოდა.

სომხეთი ხან ერთი ხან მეორე იმპერიის ვასალი ხდებოდა. ბიზანტიურ-სასანური ომების შედეგად, საბოლოოდ სომხეთი ორ: ბიზანტიურ და სპარსულ ნაწილებად გაიყო.

ბრძოლა გავლენისთვის პართიის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომის პროვინცია „სომხეთი“,117 წელს

რომის იმპერიის აღმოსავლეთით გაფართოების შედეგად, მითრიდატეს ომების დროს სომხეთის სამეფომ, რომელსაც არტაშესიანთა დინასტია მართავდა, ძვ. წ. 66/ 65 წლებში პომპეუსისგან მფარველობა მიიღო. I საუკუნეში პართიის აღზევების პარალელურად, შემცირდა რომაელების გავლენა რეგიონზე, თუმცა იმპერატორ კორბულონის ლაშქრობების შედაგად რომმა სომხეთზე კონტროლი აღადგინა[1].

საბოლოოდ ეს კონფლიქტი კომპრომისული შეთანხმებით დასრულდა: ამიერიდან სომხეთის სამეფო ტახტზე პართიის პრინცები — არშაკუნიანები ავიდოდნენ, თუმცა მათი კანდიდატურა რომის იმპერიას უნდა დაედასტურებინა.

რომის პროვინცია (114-118)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის სამეფო 250 წელს, როცა ის რომის იმპერიის ვასალი სახელმწიფო იყო
რომაული მონეტა, რომელზეც გამოსახულია, როგორ ადგამს გვირგვინს სომხეთის მეფეს ანტონინუს პიუსი

114 წელს, იმპერატორმა ტრაიანემ სომხეთი იმპერიას შეუერთა და რომის პროვინციად აქცია.

ვიკიციტატა
„იმპერატორმა ტრაიანემ მსვლელობა ანტიოქიიდან ევფრატამდე და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მცირე სომხეთამდე გააგრძელა, საიდანაც საბოლოოდ შევიდა დიდ სომხეთში და გეზი არტაშატისკენ აიღო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ვასალი სახელმწიფო პროვინციად ექცია. სომხეთი დაემორჩილა ბედს და თავი რომის იმპერიის ნაწილად გამოაცხადა. ტრაიანემ მსვლელობა მესოპოტამიაშიც განაგრძო და სომხეთის მსგავსაც, ისიც რომის იმპერიად აქცია[2].“

113 წელს ტრაიანე შეიჭრა პართიის სამეფოში, რადგან სურდა სომხეთში რომის ვასალი მეფის დანიშვნა (რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ეს უფლება მთლიანად პართიამ მიიღო). 114 წელს ტრაიანე სომხეთში შევიდა და დაიპყრო მისი დედაქალაქი. მან გადააყენა მაშინდელი სომხეთის მეფე და სამეფო მთლიანად რომს დაუქვემდებარა.

შედეგად რომის იმპერიის საზღვრებმა კასპიის ზღვას მიაღწია და თავის ორ ვასალ ქვეყანას კავკასიის იბერიას და კავკასიის ალბანეთს ესაზღვრებოდა.

როგორც რომის იმპერიის პროვინცია, სომხეთი კაბადოკიასთან ერთად იმართებოდა კლავდიუსების შტოს მიერ.

რომის სენატმა ამ მოვლენებთან დაკავშირებით გამოუშვა მონეტები წარწერით „ARMENIA ET MESOPOTAMIA IN POTESTATEM P.R. REDACTAE“, რითაც განამტკიცა სომხეთის, როგორც რომის ახალი პროვინციის პოზიციები.

პართიის პრეტენდენტის აჯანყებები ჩაახჩეს, თუმცა არარეგულარული წინააღმდეგობები გაგრძელდა, შედეგად 117 წელს, ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ პართიამ მოახერხა სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დაკავება.

რომაელების მფარველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრე ადრიანემ აღარ ინდომა სომხეთის შენარჩუნება. 118 წელს ადრიანემ სომხეთის მეფედ პართამასპატესი დანიშნა. იგი მალე პართიელებმა დაამარცხეს და უკან, რომში დააბრუნეს. რომაელებმა იგი ოსროჰენაში კონსულად გაგზავნეს.

140 წელს ანტონინუს პიუსმა სომხეთის მეფედ სოჰემოსი დანიშნა. 161 წელს ვოლოგეზ IV-ის ლაშქრობების შემდეგ სომხეთი ისევ პართიის მფლობელობაში გადავიდა. 163 წელს რომაელების თავდასხმებს პართიამ ვეღარ გაუძლო და სომხეთი ისევ რომის ხელში გადავიდა, მეფე ისევ სოჰემოსი გახდა.

ამის შემდეგ სომხეთისთვის ამ ორ იმპერიას და მათ კანდიდატებს შორის ხშირი დავა ხდებოდა, სანამ არ გამოჩნდა ახალი ძალა სასანიანების სახით.

მართალია რომის გავლენა გაიზარდა, თუმცა სომხეთი ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას (როგორც ვასალური ქვეყანა). ამასთან ერთად მისი მმართველობა რომის მომხრე იყო. მაგალითისთვის როდესაც ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი თავს დაესხა ქტესიფონეს, სომხებმა მონაწილეობა მიიღეს სასანური იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შემდეგში კი ორი რომაული დანაყოფიც შექმნეს[3].

III საუკუნის მეორე ნახევარში სასანიანების იმპერიის დედაქალაქი ქტესიფონი და სომხეთის ტერიტორია რომაელებმა დაიპყრეს იმპერატორ კარის ხელმძღვანელობით. ნახევარსაუკუნიანი სპარსელების მმართველობის შემდეგ, 299 წელს სომხეთის ტერიტორია დიოკლეტიანემ რომის ვასალად გამოაცხადა[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Vahan Kurkjian: Armenia and the Romans
  2. Theodore Mommsen. The Provinces of the Roman Empire. Chapter IX, p. 68
  3. Legio II Armeniaca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-24. ციტირების თარიღი: 2015-10-05.
  4. Zarinkoob 1999 p=199