სომხეთის შეიარაღებული ძალები
სომხ. Հայաստանի զինված ուժեր | |
---|---|
![]() | |
შეიქმნა | 28 მაისი 1918; 106 წლის წინ |
მიმდინარე ფორმა | 28 იანვარი 1992; 33 წლის წინ |
შტაბი | ერევანი |
ცოცხალი ძალა | |
სამხედრო ასაკი | 18–27 წელი |
რეზერვი | 210,000 (ბოლო 15 წლის განმავლობაში მსახურობიდან გამოსული პირები) |
ფინანსები | |
ბიუჯეტი |
$1.70 მილიარდი (2025) მშპ-ის 6% |
ისტორია |
სომხეთის სამხედრო ისტორია სომხურ-აზერბაიჯანული ომი (1918–1920) სომხურ-ქართული ომი (1918) თურქეთ-სომხეთის ომი (1920) წითელი არმიის შემოსევა სომხეთში (1920) თებერვლის აჯანყება (1921) პირველი მთიანი ყარაბაღის ომი (1988–1994) მეორე მთიანი ყარაბაღის ომი (2020) სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებები (2022 წლის სექტემბერი) |
სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები[1] (სომხურად: Հայաստանի Հանրապետության զինված ուժեր – Hayastani Hanrapetut’yan zinvats uzher, შემოკლებით ՀՀ ԶՈՒ, HH ZU), ზოგჯერ ასევე მოიხსენიება როგორც სომხეთის არმია (სომხურად: հայկական բանակ – haykakan banak), წარმოადგენს სომხეთის ეროვნული სამხედრო ძალებს.
შეიარაღებული ძალები შედგება რამდენიმე ქვედანაყოფისგან, რომლებიც მოქმედებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობით,[2] და ორ ძირითად დარგად იყოფა:
მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალების ფორმირებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ყოფილი საბჭოთა არმიის ნაწილებს (ძირითადად მეშვიდე გვარდიის არმია სამხარავკასიური სამხედრო ოლქიდან), სომხეთის სამხედრო ძალების ისტორია უკავშირდება პირველი რესპუბლიკის (1918 წ.) შექმნას.
როგორც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა, სომხეთს არ აქვს საზღვაო ძალები.
სამხედრო ხელმძღვანელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი არის სომხეთის პრეზიდენტი — ვაჰაგნ ხაჩატურიანი.
თავდაცვის პოლიტიკურ ძალებს ხელმძღვანელბს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მოქმედი მინისტრია სურენ პაპიკიანი.
სამხედრო ხელმძღვანელობა გენერალურ შტაბს ეკუთვნის, რომლის უფროსია გენერალ-მაიორი ედუარდ ასრიანი.
სასაზღვრო უსაფრთხოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასაზღვრო დაცვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო 2001 წლამდე,[3], დღეს იცავს სომხეთის საზღვრებს საქართველოსა და აზერბაიჯანთან. რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ განაგრძობენ საზღვრების დაცვას თურქეთსა და ირანთან.[4][5]
საერთაშორისო თანამშრომლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხეთი 2002 წლიდან არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი.[6] ასევე, 2015 წლის 27 ნოემბერს, სომხეთმა ხელი მოაწერა სამხედრო თანამშრომლობის გეგმას ლიბანთან.[7]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული სომხური არმია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხური სამხედრო კორპუსი შეიქმნა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სომხურ-თურქული ომის დროს 1918 წლის დასაწყისში. ბათუმის ხელშეკრულების (4 ივნისი, 1918) საფუძველზე, ოსმალეთის იმპერიამ სომხური არმიის დიდი ნაწილი დააკომპლექტა. [8] რუსეთის იმპერიული არმიის რიგებში მსახურობიდან დაბრუნებული ეთნიკურად სომეხი ჯარისკაცები და მოხალისეები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ პირველი სომხეთის რესპუბლიკის არმიის ბირთვი.

საბჭოთა პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეშვიდე გვარდიის არმია განთავსებული იყო ერევანში 1946 წლიდან 1992 წლამდე. 1980-იანი წლების ბოლოს არმიის სტრუქტურა მოიცავდა შემდეგ ქვედანაყოფებს:
გენერალური სამმართველო — ერევანი
15-ე მოტორიზებული ქვეითი დივიზია — კიროვაკანი (დღეს — ვანაძორი)
75-ე მოტორიზებული ქვეითი დივიზია — ნახიჭევანი[9]
127-ე მოტორიზებული ქვეითი დივიზია — ლენინაკანი (დღეს — გიუმრი)
164-ე მოტორიზებული ქვეითი დივიზია — ერევანი
1992 წლის 1 ივნისს, ИТАР-ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალმა ფიოდორ რეუტმა განაცხადა: მეშვიდე გვარდიის არმიის გარკვეული ნაწილები დაიწყებდნენ სომხეთიდან გამოსვლას 10–15 დღის განმავლობაში.[10] არმია საბოლოოდ დაიშალა იმავე წლის ზაფხულში.[11]
სომხეთში განლაგებული საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალები შედგებოდნენ მე-14 საჰაერო თავდაცვის კორპუსისგან, რომელიც იყო მე-19 ცალკეული საჰაერო თავდაცვის არმიის ნაწილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი.
- ↑ ბორისოგლევსკის სამხედრო ავიაციის უმაღლესი სასწავლებელი – bvvaul.ru.
- ↑ დოკუმენტის ნახვა – სასაზღვრო ჯარების შესახებ კანონი.
- ↑ რუსეთი – ორმხრივი ურთიერთობები.
- ↑ Refworld – ქრონოლოგია რუსეთის მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანში.
- ↑ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.
- ↑ სომხეთსა და ლიბანს შორის 2016 წლის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება. MassisPost (27 ნოემბერი 2015).
- ↑ ჰოვანესიან. Armenia on the Road to Independence, გვ. 197.
- ↑ THE EMERGING ARMY IN AZERBAIJAN by Patrick Gorman.
- ↑ „Troops in Republics won't be withdrawn“. Boca Raton News. Associated Press. 2 June 1992.
- ↑ Holm/Feskov 2015, 7th Guards Combined Arms Army