სომხეთის უსაფრთხოების სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი სიმბოლო

სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იწყება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან. სახელმწიფოებრიობის განვითარების სხვადასხვა დონეებზე ამ სამსახურს ასრულებდნენ როგორც ცალკეული პიროვნებები, ასევე ფეოდალური სახლები.

სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან ერთად დაიკარგა ამ სამსახურის მოთხოვნილებაც.

პირველი რესპულიკის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 28 მაისს სომხეთმა მიიღო დამოუკიდებლობა, რომლის ხანმოკლე პერიოდის დროს სომხეთის სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბთან არსებული დაზვერვის განყოფილება.

საარქივო დოკუმენტების თანახმად 1918 წლის 13 აგვისტოს სომხეთის მინისტრთა საბჭომ სამხედრო სამინისტროს შუამავლობით გადაწყვიტა ფულის გამოყოფა გარკვეული მიმართულებებით, მათ შორის სადაზვერო და საკონტრდაზვერო მიმართულებებით. მინისტრთა საბჭომ გამოუყო კონტრდაზვერვას და დაზვერვას 20 - 20 ათასი რუბლი.

სომხეთის სადაზვერო სამსახურების დაბადების თარიღად შეიძლეა ჩავთვალოთ 1918 წლის 8 აგვისტო, როდესაც სომხეთის სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბში დაინიშნა პორუჩიკი არტემი ოვანესანი. იგი იყო ასევე გენერალური შტაბის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი. დაზვერვის პირველი ხელმძღვანელი კი იყო ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე შნეური.

კომუნისტური დრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლის სექტემბრიდან 1920 წლის აპრილამდე დაზვერვას ხელმძღვანელობდა კაპიტანი ვააგნ მურადიანი, რომელიც შემდგომში შეცვალა კაპიტანმა ტიგრან დევოიანმა. ამ განყოფილების ქვედანაყოფების სამუშაოს ძირითადი მიმართულებები იყო კონტრდაზვერვა, კრიმინალთან ბრძოლა და გენტურასთან მუშაობა. ამის გარდა სომხეთის პირველი რესპუბლიკის გენშტაბის დაზვერვის სამსახურმა მოახდინა აგენტურის შექმნა საზღვარგარეთ (ძირითადად ბაქოსა და თბილისში)გენშტაბის ოფოცრის, გენერალ-მაიორ კორგანოვის ინიციატივით, შეიქმნა აგრეთვე დანაყოფები თურქეთსა და ირანში

სომხეთის უსაფრთხოების სტრუქტურების განვითარების მეორე ეტაპი იწყება სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრებით.1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის სსრს რევკომის დეკრეტის თანახმად შეიქმნა სომხეთის სსრს საგანგებო კომისია. ამავე დეკრეტით სომხეთის წითელ არმიაში შეიქმნა კონტრრევოლუციური სამსახური.

სომხეთის სკს პირველ თავმჯდომარედ ინიშნება ნიკოლოზ აივაზიანი. 1921 წლის 8 იანვარს მის თავმჯდომარედ ინიშნება ცნობილი ბოლშევიკი შავარშ ამირჰანიანი (1924 წლამდე), რომლის მოადგილე იყო სერგეი მელიკ-ოსიპოვი (ხელმძღვანელობდა 1924 - 1029 წლებში.) 1929 წლის მარტიდან 1930 წლის ოქტომბრამდე პოსზე იმყოფებოდნენ სედრაკ მარგარიანი, აიკ პეტროსიანი, სედრაკ ოტიანი, რომლებიც მელიკ-ოსიპოვთან ერთად გაცდნენ სტალინის რეპრესიების მსხვერპლნი 1937 - 1938 წლებში.

სამამულო ომის დროს უსაფრთხოების სამსახურების სტრუქტურა იცვლება. 1941 წელს სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის შსსკ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს(НКВД) ) გამოეყო სომხეთის სახალხო უსაფრთხოების სახალხო კომისარიატი, თუმცა 1941 წლის ივლისში ეს სტრუქტურები შეერთდნენ, და 1943 წლის აპრილში ისევ დაიყვნენ. სამამულო ომის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებს ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი გიორგი მარტიროსოვი. 1952 წლის აგვისტოდან 1954 წლის აპრილამდე გიორგი მარტიროსოვი ხელმეორედ ინიშნება უსაფრთხოების სამსახურების უფროსად. 1945 - 1947 წლებში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებს ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ნიკიტა ხრიმანი, ხოლო 1947 - 1952 წლებში - სერგეი კორხმაზიანი. 1945-1947 წლებში უსაფრთხოების სამსახურებს ხელმძღვანელობდაგიორგი ბადამიანცი, 1972-1977 წლებში არკადი როგოზინი, 1977-1978 წლებში - გაიარ მიქაელიანი, 1978-1988 წლებში მარიუს იუზბაშიანი, 1988 - 1991 ვალერი ბადამიანცი.

თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ეტაპის დაწყების დღედ ითვლება 1991 წლის 21 სექტემბერი.

1991 წლის 4 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის კგბ-ემ შეიცვალა სახელი და გახდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოდ, რომლის ხელმძღვანელი გახდა უსიკ არუტუნიანი(1991 წლის-1992 წლის თებერვლადე) შემდეგ - გენერალ-მაიორი ვალერი პოგოსიანი.