სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია (SAFAA, სომხ. Հայաստանի գեղարվեստի պետական ակադեմիա) — საჯარო უნივერსიტეტი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. აკადემია დაარსდა 1946 წელს ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტთან ერთად, რომელსაც 1994 წელს გამოეყო. აკადემია მდებარეობს ერევნის კენტრონის რაიონის ცენტრში. აკადემიის რექტორია პროფესორი არამ ისაბექიანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქანდაკე არა სარგსიანი და მამამისი, სომხური სახვითი ხელოვნების მამა მარტიროს სარიანი რამდენჯერმე იყვნენ მოსკოვში სახელმწიფო მოხელეებთან მოსალაპარაკებლად. საბოლოოდ, 194 წლის გაზაფხულზე მათ შესაბამისი კომიტეტისგან სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის გახსნის შესახებ ნებართვა მიიღეს. 1945 წლის ივლისში გრანტი სომხეთის ცენტრალურმა კომიტეტმა და სახალხო კომისართა საბჭომაც დაადასტურა.

პირველი გამოცდები 1945 წლის ზაფხულში ჩატარდა. ინსტიტუტის პირველ რექტორად არა სარგსიანი დაინიშნა. ინსტიტუტში ორი: ხატვისა და ხელოვნების დეპარტამენტები შეიქმნა. პირველს მარტიოს სარიანი, ხოლო მეორეს არა სარგსიანი ხელმძღვანელობდა.

1952 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით თეატრისა და სახვითი ხელოვნების ინსტიტუტი ერთამენთს შეერწყა. ახალ ინსტიტუტში ორი დეპარტამენტი: სახვითი ხელოვნების და თეატრალური ხელოვნების განყოფილებები შეიქმნა. 1994 წელს სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტი კვლავ გაიყო. ახალი ინსტიტუტის რექტორად არამ ისაბექიანი დაინიშნა. 2001 წლის 1 მაისს სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაშია ალბერტ და ტოვე ბოიაჯიანების სახელობის მუდმივი გამოფენა გაიხსნა.

2017 წელს ერევნის სახვითი ხელოვნების აკადემიას სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია ეწოდა.

ფაკულტეტები და პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევნის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემია მოიცავს ოთხწლიან საბაკალავრო, ორწლიან სამაგისტრო და სამწლიან სადოქტორო პროგრამებს. აკადემიას 2 ფაკულტეტი: სახვითი ხელოვნებისა და დიზაინისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტები აქვს. დღეისთვის აკადემიაში 8 პროგრამა ფუნქციონირებს. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი მოიცავს: ხატვის, სკულპტურის, გრაფიკისა და გამოყენებითი სახვითი ხელოვნების პროგრამებს, ხოლო დიზაინისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი აერთიანებს დიზაინის, კომპიუტერული გრაფიკული დიზაინის, მოდის დიზაინისა და სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის პროგრამებს.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდებისთვის მეტი სამუშაო ადგილის შეთავაზებისთთვის 1997 წელს სახვითი ხელოვნების აკადემიის ფილიალი გიუმრიში გაიხსნა. ფილიალს ხუთი პროგრამა აქვს: ხატვის, ქანდაკებისა და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების, ბეჭდვის, მოდელირებისა და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა. აკადემიის მეორე ფილიალი 1999 წელს დილიჯანში გაიხსნა და მიზნად ისახავდა რეგიონში ხელოვნებისა და ხელობის განვითარებას. სტუდენტები ძირითადად ხალიჩების შექნაზე, ორნამენტულ ხელოვნებაზე, სტილიზებულ ტექსტილსა დ ამოდელირებაზე არიან სპეციალიზებული.

სტუდენტთა საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საბჭო თვითმმარველი, არჩევითი წარმომადგენელი ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა გაერთიანების ხელშეწყობასა და მათი ინტერესების დაცვას. სტუდენტთა საბჭო ხელს უწყობს სტუდენტური ავტონომიისა და თვითმმართველობის შენარჩუნებას, სტუდენტთა სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, შემოქმედებით, ინტელექტუალურ, მორალურ და სულიერ განვითარებას. ესხსა-ის სტუდენტთა საბჭო 1993 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა.

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალ ფრანგულ უნივერსიტეტთან აქვს დადებული საერთაშორისო შეთანხმებები, მათ შორის მარსელის სახვითი ხელოვნების სკოლასთან, რეიმსის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლასთან, ლიონის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო სკოლასთან და ლიმოჟი-ობიუსონის ხელოვნების ეროვნულ სკოლასთან.

სომხეთის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებები აქვს დადებული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორებიცაა: ზლინიტ თომას ბატას უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა), სანქტ-პეტერბურგის ხელოვნებისა და დიზაინის სტიგლიცის სახელმწიფო აკადემია (რუსეთი), ლატვიის ხელოვნების აკადემია (ლატვია) და რიგის საინფორმაციო სისტემათა მენეჯმენტის ინსტიტუტი (ლატვია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]