შინაარსზე გადასვლა

სომხეთის კლიმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დილიჯანი − ქალაქის შემოგარენში ჭარბობს ზომიერი კლიმატი
შირაკის ქვაბული − ამ რეგიონში ჭარბობს კონტინენტური კლიმატი
ნოემბერიანი - ქალაქის შემოგარენში ჭარბობს სუბტროპიკული კლიმატი

სომხეთის კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. ეს განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობითა და სიმაღლეების დიდი მერყეობით[1].

ვაკეებზე საშუალო ტემპერატურა იანვარში −5°C, ხოლო ივლისში +25°C-ია; მთაში −12°C და +16°C შესაბამისად. ნალექების ყველაზე მცირე რაოდენობა არარატის ვაკეზეა — 200—250 მმ წელიწადში, საშუალო მთაში — 500 მმ, ხოლო მაღალ მთაში — 700—900 მმ. ნალექების ყველაზე ჭარბი რაოდენობა ფისირდება ლორესა და სიუნიქის პროვინციებში, რომელიც უმეტესწილად ტყითაა დაფარული. სომხეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი დასახლებული პუნტია ვერინ-ხოტანანი, სადაც ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 805 მმ-ს აღემატება, ჩრდილოეთში - ფიოლეტოვო და ტაშირი — 700 მმ-ზე მეტი[2].

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი სუბტროპიკულ განედზე მდებარეობს, სუბტროპიკული კლიმატი მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ (მეღრი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ (ნოემბერიანი) ნაწილებში აღინიშნება. დანარჩენ რაიონებში კლიმატი კონტინენტური (ზაფხული ცხელი, ხოლო ზამთარი ცივი) და ზომიერია (ზომიერი ზამთარი და ზაფხული).

კლიმატური სარტყლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთში კლიმატური სარტყლები ვერტიკალურადაა განლაგებული, აქ ერთდროულად გაბატონებულია 3 კლიმატური სარტყელი და 6 კლიმატური ზონა. ქვემოთ ჩამოთვლილია სომხეთის კლიმატური ზონები და მათი გავრცელების არეალები.

  • არარატის ვაკის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მოსაზღვრე დაბალ მთაში, კლიმატი ზომიერია მშრალი თბილი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 20°С) და ცივი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −7°С), ჭარბი ნალექით (640 მმ-მდე წელიწადში).
  • ქვეყნის ცენტრალური ნაწილის საშუალო მთაში, 1500—1800 მეტრის სიმაღლეზე, კლიმატი ზომიერია, თბილი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 18-20°С) და ცივი ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −10°С) ჭარბი თოვლით; ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 760 მმ-ია.
  • ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის საშუალო მთაში, კლიმატი ზომიერად-თბილი და ტენიანია (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −4-0°С, ხოლო ივლისის — +18-19°С-ია, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 600—700 მმ-ს შეადგენს).
  • სომხეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთსა (მეღრი) და ჩრდილო-აღმოსავლეთში (ნოემბერიანი), 1500 მეტრზე დაბალ სიმაღლეზე, კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია ხანგრძლივი და ცხელი ზაფხულითა (ივლისის საშუალო ტემპერატურა — 24°С) და რბილი უთოვლო ზამთრით (იანვრის საშუალო ტემპერატურა — 0°С). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 300—400 მმ-ს შეადგენს.
  • 1800-3000 მეტრ სიმაღლეზე კლიმატი ზომიერად ცივი და ტენიანია (იანვრის საშუალო ტემპერატურა — −12°С, ივლისის — +10°С, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა — 800—900 მმ)[3].
დასახლებასიმაღლენალექები (მმ)დღიური საშუალო ტემპერატურა °Cთოვლის საშუალო სიღრმეთოვლის მინიმალური სიღრმეთოვლის მაქსიმალური სიღრმეთოვლიანი დღეებიტენიანობა %
ბაგრატაშენი45344411.772
იჯევანი73256310.6102813873
ვანაძორი13505867.4173837271
სტეფანავანი13976836.6195347373
ტაშირი15077135.8173727275
სპიტაკი15524397.1125626369
ჭამბარაკი18615574.81637510274
მეღრი62725913.852702161
კაპანი70554411.5103223471
არტაშატი82923511.1104403965
არმავირი86124411.3104204560
ერევანი94231611.4124604460
ეღვარდი13174079.8286807462
არენი100935711.8144056
ეღეგნაძორი126739810.8185066
სისიანი15803656.6123437368
გიუმრი15564775.8266149670
თალინი15824357.9246428259
ართიკი17505165.8225159566
ფანტანი17986406.050791312466
აპარანი12916514.356921012569
სევანი19365564.03683313674
მეწ-მასრიკი19403904.22135710969
მარტუნი19954575.6267529867
იანხი23344882.7641023316072
პაღაკნი (შურაბადი)20045741.853811713874
არაგაწი (მთა)33291065-2.71662356625273[4]
სომხეთის სხვადასხვა რეგიონის კლიმატის გავლენა მცენარეულ საფარზე
ტავუში ლორე შირაკი არაგაწოტნი კოტაიქი
გეღარქუნიქი არმავირი არარატი ვაიოცძორი სიუნიქი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Реферат География Армения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-20. ციტირების თარიღი: 2015-10-08.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-21. ციტირების თარიღი: 2007-03-21.
  3. Климат Армении
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-07-25. ციტირების თარიღი: 2015-10-08.