სომხეთის იუსტიციის სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის იუსტიციის სამინისტრო
Հայաստանի արդարադատության նախարարություն
სომხეთის იუსტიციის სამინისტრო
უწყების შესახებ
შეიქმნა 1918 წლის 7 აგვისტოს
იურისდიქცია სომხეთის მთავრობა
მინისტრი რუსტამ ბადასიანი
საიტი
http://moj.am/

სომხეთის იუსტიციის სამინისტრო (სომხურად: Հայաստանի արդարադատության նախարարություն) —სომხეთის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ფლობს აღმასრულებელ უფლებამოსილებას და ახორციელებს სომხეთის მთავრობის პოლიტიკას სექტორებში, რომლებიც მჭიდრო კავშირშია კანონებთან და რეგულაციებთან. სამინისტრო ზედამხედველობს შემდეგი უწყებების საქმიანობას: [1]

სავალდებულო სააღსრულებო სამსახური;

სასჯელაღსრულების სამსახური;

პრობაციის სამსახური.

სამინისტრო დაარსდა 1918 წელს ახლადშექმნილი სომხეთის რესპუბლიკის ოვანეს კაჯაზნუნის მთავრობის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რევოლუციურმა კომიტეტმა დააარსა იუსტიციის სახალხო კომისარიატი, რომელმაც სომხეთის პროკურატურის კონტროლი 1923 წლის დეკემბერში დაიწყო. სომხეთის კომუნისტური პარტია აქტიურად მუშაობდა 1930 – დან 1933 წლამდე, აქედან სამი წლის განმავლობაში, სომხეთის მართლმსაჯულების სისტემას მართავდნენ საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი და სსრკ უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენლები. 1936 წელს პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები გამოეყო სახალხო სასამართლოს და სახალხო კომისარიატი გადაკეთდა იუსტიციის სამინისტროდ. იგი მუშაობდა 1959 წლამდე,რის შემდეგაც მის ფუნქციებს უზენაესი სასამართლო ასრულებდა. ეს პროცესი 1970-იან წლებამდე გაგრძელდა. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს 1970 წლის 2 ნოემბრის ბრძანებით, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო აღდგა და გახდა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს წინამორბედი, რომელიც დაარსდა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მინისტრთა სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის პირველი რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაშეს ჩილინგარიანი; 1920 წლის 5 მაისი — 1920 წლის შემოდგომა

აბრაამ გიულხანდანიანი; 1919 წლის 10 აგვისტო — 1920 წლის გაზაფხული

არშამ ხონდკარიანი; 1919 — 1919 წ

ჰარითინ ცშიკიანი; 1919 წლის 27 აპრილი — 1919 წ

სამსონ ჰარუთიანიანი; 1918 წლის 4 ნოემბერი — 1919 წლის გაზაფხული

გრიგორ ტერ-პეტროსიანი; 1918 წლის 28 მაისი — 1918 წლის 4 ნოემბერი

სსრკ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ს.ბაღდასარიანი 1920 — 1921 წ

არტაშეს კარინიანი 1921 — 1921 წ

ა. შაჰვერდიანი 1921 — 1921 წწ

დანუშ შაჰვერდიანი 1922 — 1923 წწ

ლ. ვარდანიანი 1924 — 1927 წ

ზარმარ აშრაფიანი 1927 — 1929 წწ

ა. ჰოვსეპიანი 1929 — 1929 წწ

სარგის ხანოიანი 1929 — 1930 წწ

პ.ტოროსიანი 1933 — 1936 წწ

ა. ჰოვსეპიანი 1936 — 1938 წ

ა. ჰუსეინზაძე ალი მამედოვი 1938 — 1941

C. ნაზარიანი 1941 — 1948

ა. კარაპეტიანი 1951 — 1951

ჰ მეღლორიანი 1951 — 1959 წ

არტავაზდ გევორგიანი 1970 წლის იანვარი — 1985 წლის იანვარი

არმენ აშრაფიანი 1986 — 1986 წ

სომხეთის რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჰე სტეპანიანი;[2] 1990 წლის ნოემბერი — 1996 წლის თებერვალი

მარატ ალექსანიანი 1996 წლის თებერვალი — 1998

დავით ჰარუთიანიანი 1998 — 2007 წლის მაისი

გევორგ დანიელიანი 2007 წლის მაისი — 2010 წლის 9 დეკემბერი

ჰრაირ ტოვმასიანი[3] 2010 წლის 17 დეკემბერი — 2014 წლის 3 აპრილი

ოვანეს მანუკიანი 2014 წლის 30 აპრილი — 2015 წლის 14 ივლისი

არპინე ჰოვანისიანი[4] 4 სექტემბერი, 2015 წელი — 2017 (პირველი ქალი იუსტიციის მინისტრი)

დავით ჰარუთიანიანი[5] 2017 — 2018 წ

არტაკ ზეინალიანი 2018 წლის — 2019 წლის მარტი

რუსტამ ბადასიანი[6] 2019 წლის მარტი —

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. LLC, Helix Consulting. "Government - Structure - The Government of the Republic of Armenia". www.gov.am. Retrieved 2018-06-29.
  2. FBIS Report: Central Eurasia. The Service. 1992
  3. Hrayr Tovmasyan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-24. ციტირების თარიღი: 2020-10-20.
  4. "Arpine Hovhannisyan appointed Armenia's Justice Minister". news.am. Retrieved 2018-06-29.
  5. LLC, Helix Consulting. "PM Karapetyan introduces newly appointed Minister of Justice Davit Harutyunyan". www.panorama.am. Retrieved 2018-06-29.
  6. New Armenian Justice minister