სომხეთის ვირტუალური კოლეჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის ვირტუალური კოლეჯი
დევიზი სომხური განათლება ყოველთვის, ყველგან
დაფუძნდა 2009
ტიპი დისტანციური სწავლება
პრეზიდენტი იერვანტ ზორიანი
ქვეყანა სომხეთი

AGBU სომხეთის ვირტუალური კოლეჯი ( AVC ) არის აკრედიტირებული ონლაინ სასწავლო დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს არმენოლოგიის შესწავლას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი მდებარეობს სომხეთში, ერევანში, კოლეჯის ძირითადი მიზანია მოემსახუროს სომხურ დიასპორას, სადაც ნაკლებად შესაძლებელია სომხური ენის სწავლის შესაძლებლობა. [1] AVC– ს მისიაა შეინარჩუნოს სომხური იდენტობა, რითაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კურსის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ სრულყოფილი სომხური განათლება, მათი ასაკის, საცხოვრებელი ქვეყნის ან ცოდნის დონის მიუხედავად. AVC ასევე ცდილობს შექმნას ვირტუალური სასწავლო საზოგადოება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც კულტურული განათლების მიღებას და გავრცელებას, ასევე სოციალურ კომუნიკაციას, იმ სტუდენტებისთვის რომლებიც ვერ ახერხებენ სწავლას თუმცა სურთ მიჰყვნენ არმენოლოგიის სფეროს. დღეისათვის AVC მოემსახურა დაახლოებით 4000 სტუდენტს 75-ზე მეტი ქვეყნიდან. [2] სტუდენტებს შეუძლიათ თვითონ აირჩიონ კრედიტები და საგნები თითოეული კურსისთვის, რომელიც საჭიროა სერტიფიკატისთვის. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ AVC-ს კურსებიდან მიღებული კრედიტები გადაიტანონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სასწავლო ინსტიტუტებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

AVC– ს იდეა დაიბადა და პროექტი წამოიწყო 2004 წელს სომხეთის საერთო საქველმოქმედო კავშირის (AGBU) სილიკონის ველის განყოფილებამ, რათა განევითარებინათ შესაძლებლობები იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც სურდათ სომხური ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლეს მათ საცხოვრებელ ადგილას სომხური სკოლების არარსებობის გამო; პროექტი ასევე გულისხმობდა პროგრამის დანერგვას არმენოლოგიის კვლევებში ინოვაციური მიდგომით და ტექნოლოგიებით, რომლებიც თანამედროვე სტუდენტებზე უნდა ყოფილიყო მორგებული. [3] პირველი აკადემიური სემესტრი დაიწყო 2009 წელს, სომხური ენისა და სომხეთის ისტორიის კურსებით. [4] [5] მოგვიანებით, AVC– მ დაამატა კურსები: სომხური კულტურა, ჭადრაკი და ასევე დაემატა უფრო მეტი სასწავლო ენა. დღესდღეობით, კურსები ხელმისაწვდომია სწავლების შვიდ ენაზე: აღმოსავლეთ სომხური, დასავლეთ სომხური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ესპანური და თურქული.

2013 წელს გამოცხადდა პარტნიორობა გრანადას უნივერსიტეტთან, რომლის მიხედვითაც AVC უზრუნველყოფს აღმოსავლეთ სომხური ენის კურსებს გრანადას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, როგორც მესამე უცხოენოვანი ვარიანტი. [3]

2014 წელს AVC- მ ხელახლა განსაზღვრა „სომხეთის განცდის“ მიღების შესაძლებლობა, ახალი მულტიპლატფორმული მედიაპროდუქტების AVC-ს მულტიმედიური ელექტრონული წიგნების სერიის პრეზენტაციით, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან თემებს სომხეთის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე საქმიანობის შესახებ.„სომხეთის მთიანეთის“ გამოსვლისთანავე, პირველი ინტერაქტიული ელექტრონული წიგნით სერიაში, AVC-მ გაფართოება ახალი მიმართულებით დაიწყო.


გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RA Ministry of Diaspora - News - Many participants of "Ari Tun" project will become students of the Armenian Virtual University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 3 February 2019.
  2. Վիրտուալ համալսարան. աշխարհասփյուռ հայերի համար ՀԲԸՄ ծրագիրը գործունեության երկու տարում ապացուցեց իր արդյունավետությունը - Կրթություն. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 3 February 2019.
  3. 3.0 3.1 AGBU Armenian Virtual College. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 3 February 2019.
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-01. ციტირების თარიღი: 2014-01-05.
  5. The Armenian Virtual College. ციტირების თარიღი: 3 February 2019.