შინაარსზე გადასვლა

სომხეთის ეთნიკური უმცირესობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სომხეთის ეთნიკური უმცირესობები 2001 წლის აღწერის მონაცემების თანახმად, შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 2,3 %.

ეთნიკური უმცირესობები1989 წლის აღწრის მონაცემებით2001 წლის აღწრის მონაცემებით2011 წლის აღწრის მონაცემებით
ეზიდები51 976 (1,6 %)40 620 (1,3 %)35 308 (1,2 %)
რუსები51 555 (1,6 %)14 660 (0,5 %)11 911 (0,4 %)
ასირიელები5 963 (0,2 %)3 409 (0,1 %)2 769 (0,09 %)
ქურთები4 151 (0,1 %)1 519 (0,05 %)2 162 (0,07 %)
უკრაინელები8 341 (0,2 %)1 633 (0,05 %)1 176 (0,04 %)
ბერძნები4650 (0,1 %)1176 (0,04 %)900 (0,03 %)
ქართველები1 364 (0.03 %)696 (0.02 %)617 (0,02 %)
სპარსელები14 (0.001%)476 (0,02 %)
ბელარუსები1061 (0,03 %)257 (0,01 %)214 (0.01%)
გერმანელები265 (0,03 %)133 (0,01 %)33 (0.001%)
ებრაელები676 (0,03 %)109 (0,01 %)127 (0.01%)
პოლონელები270 (0,03 %)97 (0,01 %)124 (0.01%)

მოსახლეობის ძირითად უმრავლესობას შეადგენენ ეთნიკურად სომხები — 97,89 %. ეს რიცხვი გაიზარდა სომხეთის სსრ-ს შექმნიდან. დანარჩენი მოსახლეობა შეადგენს 2,11 % ან 68 ათას ადამიანს, რომელთა დიდი უმრავლესობა ეზიდები არიან (2001 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, მუსულმან ქურთთაგან გამოცალკევებით 1,26 %), რუსები (0,46 %) და სხვა ხალხები (ბერძნები, ასირიელები, უკრაინელები საერთო მდგომარეობით — 0,39 %). სომხეთში არსებობდა, აზერბაიჯანელთა ყველაზე უმსხვილესი და მუსლიმ ქურთთა თემები, რომლებიც პრაქტიკულად, გაქრნენ სომეხ-აზერბაიჯანელთა კონფლიქტის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]