სომხები თბილისში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თბილისელი სომხები (სომხ. Թիֆլիսի/Թբիլիսիի հայեր)— ეროვნული უმცირესობა თბილისში. თბილისში დაბადებულია ბევრი სომხური ეროვნების ცნობილი წარმომადგენელი.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკო პოლო, „წიგნი მსოფლიო საოცრებებზე“, XIII საუკუნე:
„...ამ სამყაროში არის შესანიშნიშნავი ქალაქი სახელად ტიფლისი...მაცხოვრებლები: სომხები და ქართველები - ქრისტიანები, და ასევე ებრალების რაღაც ოდენობა თუმცა ამ ბოლო დროში არც ისე ბევრი“

ისტორია თბილისში მცხოვრები სომხების შესახებ დიდი ხნის წინათ იწყება. ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის დროს (1089—1125) სომხების უმრავლესობა გადმოსახლდა თბილისში სომხეთის ძველი დედაქალაქი ანისისა და მისი მხრიდან. თამარ მეფის დროს (1184—1213) სომხები ამ ქალაქში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. XIII საუკუნის მეორე ნახევარში სომხების შესახებ საუბრობდა მარკო პოლო. XIV საუკუნეში თურქეთის მიერ სომხეთზე თავდასხმის შედეგად ათასობით სომეხს მოუწია ჩრდილოეთში, საქართველოში გადასახლება, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ორგანოს ფორმირებით. ამ ეპოქაში შეიქმნა სომხეთის მოსახლეობის ფორმირება ქართველთა შორის.

თბილისის ეთნიკური სტატისტიკა XIX საუკუნეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ სომხები. XIX საუკუნის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობის საშუალო ციფრი სწრაფად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო ეთნიკური ჯგუფების პროცენტულობაში. სტაბილურად იზრდებოდა რუსებისა და ქართველების წილი. მეცხრამეტე საუკუნეში მნიშვნელოვნად შემცირდა სომხების წილი თბილისის მოსახლეობაში.

წელი საშუალო მოსახლეობა სომხები ქართველები აზერბაიჯანელები ბერძნები რუსები
1846 11 906 8982 2621 235 65 3
1864 60 085 28 488 14 878 1119 ? 12 302
1865 71 051 31 914 14 787 1213 ? 12142
1876 104 024 37 610 22 233 2502 417 30 823
1897 159 590 47 133 42 200 5577 1238 44 823

ავლაბარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავლაბარი.

ავლაბარი — თბილისის ერთ-ერთი უძველესი რაიონი. XIX საუკუნეში უპერატესად სომხებით იყო დასახლებული[1]. ავლაბარი მიეკუთვნება ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ შემადგენლობაში, ასევე ავლაბარი ნაწილობრივ ძველი თბილისის ადმინისტრაციული რაიონის შემადგენლობაშიც შედის. ავლაბარი წარმოადგენს ისანი-სამგორისა და თბილისის ცენტრალური რაიონის დმაკავშირებელ ტერიტორიას. ავლაბარი წარმოადგენდა სომხური ინტელიგენციის ცეტრს საქართველოს ტერიტორიაზე.

სომხური ტაძრები თბილისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი თბილისი, 1900 წ. ფოტოზე ჩანს სომხური ეკლესიები
ხედი ძველ თბილისზე, 1868 წ. ივანე აივაზოვსკის ნამუშევარი
  • წმინდა კარაპეტის ავლაბრის ეკლესია, თბილისი — გადაკეთებულია ქართულზე.
  • ვანსკის ტაძარი (თბილისი), თბილისი — დანგრეული.[2]
  • ვერიული წმინდა კარაპის ეკლესია, თბილისი — გადაკეთებულია ქართულზე.
  • წმინდა გიორგის ძორაბაშის ეკლესია, თბილისი — დანგრეული, მის ადგილას შენდება ქართული ეკლესია.
  • ხარების ჯიგრაშული ეკლესია, თბილისი  — დანგრეული.
  • წმინდა გიორგის კამოიანას ეკლესია, თბილისი — დანგრეული.
  • წმინდა გიორგის ეკლესია „კარაპი“, თბილისი — გადაკეთებულია ქართულად.
  • მუღნისის წმინდა გიორგის ეკლესია, თბილისი — არ მოქმედებს.
  • ნავთლუღის წმინდა გიორგის ეკლესია, თბილისი — დანგრეული.
  • ნორაშენის ეკლესია, 1467 წელი, თბილისი — არ მოქმედებს.
  • ღვთისმშობლის ეკლესია (ბეთლემი), თბილისი — გადაკეთებულია ქართულად.
ვიკიციტატა
„პარასკევის ეკლესია, დაფუძნებული 1500 წელს. 1740 წელს განახლებული თავადი გივი ავილახმარის მიერ. თავდაპირველად კი დაფუძნდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ“
(Пл. Иоселиани, „Древние памятники Тифлиса“, 1844, стр. 119-120)

.

ცნობილი აზრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოთქმები თბილისის სომხების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1821 წლის აღრიცხვის მიხედვით თბილისის სახლების მნიშვნელოვან ნაწილს სომხური წარმოადგენდა.

საიათნოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rus Stamp Sayat Nova.jpg
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საიათ-ნოვა.

საიათნოვა (სომხ. Սայաթ-Նովա; ქართ. საიათნოვა; აზერ. Sayat-Nova), არუტიუნ საიადანის ფსევდონიმი (სომხ. Հարություն Սայադյան) (1712—1795) — სომეხი პოეტი, მუსიკოსი, აშუღი, სასიყვარულო ლირიკის ოსტატი. პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი გარემოებები და დეტალები დღემდე არ არის ბოლომდე განმარტებული და შესწავლილი. რაც ბევრ რამეში თვითონ პოეტის ბრალია — ლიტერატურული მისტიფიკაციების დიდოსტატის, თავისი განუმეორებელი კოდირებული ენის ავტორის. არ არის საკმაო სანდო ინფორმაცია — არსებობს შემთხვევითი ფაქტები სიმღერებიდან, ხელნაწერთა კრებულების გვერდები, რომელიც შექმნა მან თავის შვილთან ოგანთან ერთად, ხელნაწერები გადაწერილი მის მიერ, ქართული წერილობითი წყაროები, თანამედროვეების მოგონებები რომლებიც მას პირადად იცნობნდნენ და უთხრობდნენ. პოეტი ლექსებს რამდენიმე ენაზე წერდა — სომხურად, ქართულად და [3] აზერბაიჯანულად.

გაბრიელ სუნდუკიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sundukian.jpg
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გაბრიელ სუნდუკიანი.

გაბრიელ სუნდუკიან მკრტიჩევის ძე (11 ივლისი 1825, თბილისი — 29 მარტი 1912, თბილისი) — სომხური მწერალი, დრამატურგი.

დაიბადა თბილისში მდიდარი ვაჭრების ოჯახში.

  • 1846—1850 — სწავლება ისტორია-ფილოლოგიური ფაკულტეტის პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მიიღო აღმოსავლურ ენათა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და თანამდებობა თარჯიმნის სახით კავკასიური კანცელარიაში
  • 1850—1853 — მუშაობდა თარჯიმნად და თბილისის ეკნომიკური დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშორმლად.
  • 1853—1858 — პროგრესიული აზრების გამო იგი დაითხოვეს სამსახურიდან და გაგზავნეს დარუბანდში
  • 1858 — ბრუნდება თბილისში


ალექსანდრე მანთაშევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე მანთაშევი (სომხ. Ալեքսանդր Մանթաշյան; დ. 1842, თბილისი — გ. 19 აპრილი 1911, სანქტ-პეტერბურგი) — უმსხვილესი ნავთობის მაგნატი და ფილანტროპი. იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადმაიანი.

მანთაშევი დაიბადა თბილისში სომხურ ოჯახში. ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა თავრიზში, სადაც მისი ოჯახი დაკავებული იყო ბამბის და ტექსილის გაყიდვებით. იმის გამო, რომ იგი იყო ერთადერთი შვილი ოჯახში აქტიურად ერთვებოდა მამის კომერციულ საქმეებში.

1869 წელს გადავიდა მანჩესტერში.

1872 წელს დაბრუნდა მამასთან თბილისში, მალევე სასტუმრო „კავკასიის“ პირველ სართულზე მათ გახსნეს ბამბის მაღაზია.

1887 წელს მამის გარდაცვალეის შემდეგ მან მიიღო თბილისის ცენტრალური კომერციული ბანკის უმრავლესობა აქცია.

არმაის არუტიუნოვი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმაის არუტიუნოვი (21 ივნისი 1893, თბილისი — თებერვალი 1978) — გამომგონებელი რუსეთში, ბიზნესმენი ამერიკაში.

დაიბადა თბილისში და გაიზარდა ერევანში. სომეხი. მამამის ეკუთვნოდა საპნის ფაქრიკა, ხოლო ბაბუა ბეწვით ვაჭრობდა. XX საუკუნის დასაწყისში გააუმჯობესა ნავთობის ამოსატუმბი ხელსაწყო. 1923 წელს ემიგრანტად გადავიდა ამერიკაში და 1928 წელს გადავიდა ქალაქ Bartlesville-ში და კომპანია ფილიპს პეტროლეუმის მხარდაჭერით დააფუძნა ფირმა Bart Manufacturing Company რომელიც 1930 წელს გადაარქვეს სახელად „REDA Pump“ (აბრევიატურა Russian Electrical Dynamo of Arutunoff-დან).

მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მიხეილ ლორის-მელიქიშვილი.

მიხეილ ტარიელის ძე[4] ლორის მელიქიშვილი (სომხ. Միքաէլ Տարիելի Լոռիս-Մելիքով ქართ. მიხეილ ლორის-მელიქიშვილი; 1825—1888) — რუსეთის სამხედრო მეთაური და სახელმწიფო მოღვაწე; კავალერიის გენერალი (17 აპრილი 1875), გენერალ-ადიუტანტი, გრაფი (16 აპრილი 1878). სახელმწიფო საბჭოს წევრი (11 თებერვალი 1880 წელი).

იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მოღვაწეობის ბოლო თვეს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანი თანამდებობას გაფართოებული უფლებამოსილებით, საშინაო პოლიტიკაში ატარებდა ლიბერალურ ხაზს, რის შედეგადაც იმპერატორის მოკვლის მცდელობა წარმატებულად დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Тифлисъ в историческом и этнографическом отношениях Дмитрий Бакрадзе, Николай Берзенов Издание Густава Беренштама Санкт Петербург, 1870, стр. 131—133
  2. Статья про собор в Английской Википедии
  3. Britannica. Sayat-Nova. «Most of his extant songs are in Azeri Turkish; the rest are in Armenian and Georgian»
  4. В дореволюционных источниках отчество обычно писалось как «Тариелович».