სომეხ სკაუტთა ასოციაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომეხ სკაუტთა ასოციაცია
ფრანგ. Association des Scouts Armeniens
დევიზი

ყოველთვის მზად

Միշտ պատրաստ
შეიქმნა 1929 წელს
გაუქმდა 1998 წლის 9 იანვარს
ტიპი ასოციაცია

სომეხ სკაუტთა ასოციაცია (სომხ. ჰაი არი) — სომხური სკაუტური ორგანიზაცია, , რომელიც აღიარებულია სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. 1929 წელს სომეხ სკაუტთა ასოციაციას, რომლის ცენტრი იყო პარიზში, მიენიჭა საერთაშორისო კონფერენციის წევრის სტატუსი. ჰაი არი (ფრანგულად: Association des Scouts Armeniens, ინგლისურად: Association of Armenian Scouts) იყო მსოფლიო ორგანიზაციის წევრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთში სკაუტობა 1912 წელს დაიწყო, შემდეგ კი განვითარდა საზღვარგარეთ 1915-1916 წლების გენოციდს გადარჩენილ ლტოლვილებსა და მათი მიწების ახალი კომუნისტური ოკუპაციიდან გაქცეულთა შორის.

დოქტორი კურკინ მეძადურიანი, სომხეთის მთავარი სკაუტი, გადავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად, სადაც დიდ ქალაქებში შექმნა სომეხ სკაუტთა ჯგუფები.

1929 წელს მსოფლიო სკაუტურმა ორგანიზაციამ აღიარა სომეხი სკაუტების ასოციაცია ჰაი არი, როგორც წევრი ორგანიზაცია. ორგანიზაციის შტაბ- ბინა საფრანგეთში მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ასოციაციას არ გააჩნდა საკუთარი ტერიტორიული ბაზა, ამ გამონაკლისის მიუხედავად გი რჩებოდა მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის სკაუტური რეგიონის წევრად.

1939 წლის აპრილში ჯ. ს. ვილსონი ეწვია პარიზში სომხეთის სკაუტების ასოციაციის აღიარების ათი წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებას.

საერთაშორისო კომიტეტმა 1945 წელს გამართულ შეხვედრაზე განიხილა ორი არატერიტორიული ეროვნული სკაუტური ორგანიზაცია, სომხების ასოციაცია და რუსეთის სკაუტების ასოციაცია. დადასტურდა, რომ სომხური ორგანიზაცია ძალზე ცოცხალი იყო და მას სხვადასხვა ქვეყნებში ჰყავდა წევრები, რომელთა ნაწილი სომხური ორგანიზაციის არსებობის გარეშე სკაუტებად ვერ იწოდებოდნენ. როგორც ჩანს, იგივე არ მოხდა რუსული სკაუტების შემთხვევაში, რომელთა წევრთა რიცხვი შემცირდა და მხოლოდ სხვადასხვა სახის ბანაკებით შემოიფარგლებოდა. კომიტეტმა მიიჩნია, რომ სკაუტების მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობა არ იყო სრულიად გამართული. 47 წელს მიღებული და 1949 წელს ხელახლა დადასტურებული პოლიტიკა დარჩა ისე, როგორც ეს იყო 1957 წლამდე, როდესაც კომიტეტმა გადაწყვიტა გადაეხედა საკითხს თავიდან შეცვლილი წესდების გათვალისწინებით.

1994 წელს დაიბადა ჰაიასტანი აზაჰაინ სქაუტაკან შარჯუმ კაზმაკერპუტიუნ(Hayastani Azgayin Skautakan Sharjum Kazmakerputiun; HASK - სომხეთის ეროვნული სკაუტური მოძრაობა). საფრანგეთში დაფუძნებულ სომხურ სკაუტთა ასოციაციამ გამოთქვა სურვილი, რომ თავი დაენებებინა წევრობას, რათა სომხეთში დაფუძნებული სკაუტური ორგანიზაცია გამხდარიყო მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. ეს ასე მოხდა და სომეხ სკაუტთა ორგანიზაციის ადგილი ჰაიასტანი აზაჰაინ სქაუტაკან შარჯუმ კაზმაკერპუტიუნმა (ოფიციალურად: Hayastani Azgayin Skautakan Sharjum Kazmakerputiun)დაიკავა 997 წლის 18 აპრილს.

ორგანიზაცია ოფიციალურად დაიშალა 1998 წლის 9 იანვარს.[1]

მახასიათებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხ სკაუტთა ასოციაციის დევიზი იყო Միշտ պատրաստ, მიშტ ბადრასტ, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ,,ყოველთვის მზად''.

სკაუტის ემბლემა შეიცავდა როგორც ეროვნულ ფერებს, ასევე არარატის მთასაც, რომელიც სომხეთის გერბის შემადგენელი ელემენტია.

სომხების სხვა სკაუტური ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაიასტანი აზაჰაინ სქაუტაკან შარჯუმ კაზმაკერპუტიუნი -სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი

სომხეთის გოგონათა მეგზურებისა და გოგონათა სკაუტების ეროვნული ასოციაცია, გოგონათა მეგზურებისა და გოგონათა სკაუტების მსოფლიო ასოციაციის წევრი

სომხეთის ზოგადი კეთილგანწყობილი კავშირი

ჰომენეტმენ - დაკავშირებულია სომხეთის რევოლუციურ ფედერაციასთან (დაშნაკური პარტია)

ჰომენეტმენ - დაკავშირებულია სოციალ-დემოკრატ ჰუნჩაკიან პარტიასთან

სომხეთის ახალგაზრდა მამაკაცთა საზოგადოება- ჰოიეჭმენ და სომხეთის ახალგაზრდა მამაკაცთა საზოგადოება- არმენაგან იერუსალიმში - ორივე დაკავშირებული იყო სომხეთის დემოკრატიული ლიბერალური პარტიასთან (Ramgavar Party)

სომხეთის ახალგაზრდობის ასოციაცია ნიქოზიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Journal officiel 5 (1998), No. 2941