სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე
სომხ. Մեծ Եղեռնի զոհերի հիշատակի օր
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე ფოტოსურათი
სომეხთა გენოციდის მემორიალი
აღნიშნავენ სომხეთი;

არცახი (მთიანი ყარაბაღის ა/რ) კალიფორნიის შტატი

კანადა

საფრანგეთი

არგენტინა

თარიღი 24 აპრილი

სომმეხთა გენოციდის ხსოვნის დღე (სომხურად: Մեծ Եղեռնի զոհերի հիշատակի օր მეც იეღერრნი ზოჰერი ჰიშატაკი) ან სომხეთის გენოციდის მემორიალური დღე[1] — სახალხო დღესასწაული სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ის სომეხთა დიასპორის მიერ ყოველი წლის 24 აპრილს აღინიშნება.[2] ეს ტარდება ყოველწლიურად 1915 წლის სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად. გენოციდი მოიცავდა ოსმალთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხის ხოცვა- ჟლეტვასა და შიმშილობას. ერევანში, სომხეთის დედაქალაქში, ასიათასობით ადამიანი იკრიბება ყოველწლიურად ციწერნაკაბერდის გენოციდის მემორიალურ დაფასთან და მას ყვავილებით ამკობენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი 24 აპრილი მოიცავს სომეხი ინტელექტუალების გადასახლების პროცესს 1915 წლის 24 აპრილს კონსტანტინოპოლიდან (დღევანდელი სტამბოლი). სომეხი გენოციდიდან გადარჩენილთა ჯგუფის მიერ ორგანიზებული პირველი ხსოვნის დღე 1919 წელს სტამბოლში ჩატარდა ადგილობრივ წმინდა სამების სომხური ეკლესიის მიმდებარედ. აღნიშნულ ღონისძიებაში მრავალი ცნობილი სომეხი იღებდა მონაწილეობას. 1919 წელს, პირველად ჩატარებული ღონისძიების შემდეგ, ეს თარიღი გახდა სომეხთა გენოციდის ხსენების ყოველწლიური დღე. [3]

1975 წლის 9 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ერთობლივი რეზოლუცია 148, რომლის თანახმადაც 24 აპრილი ადამიანიების მიმართ არაადამიანური მოპყრობისადმი მიძღვნილი დღეა. რეზულუცია მოიცავდა ეთნიკური ნიშნით დაღუპულ ადამიანთა ხსოვნის დღეს და მათ შორის სომხებსაც, რომლებიც 1915 წელს განხორციელებულ გენოციდს შეეწირენ. რეზოლუცია ვერ იქნა მიღებული სენატის სასამართლო კომიტეტში პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მკაცრი წინააღმდეგობის გამო, რადგან ის მიიჩნევდა, რომ მოკავშირე თურქეთთან მათი ქვეყნის ურთიერთობა გაუარესდებოდა. [4]

1988 წელს საბჭოთა სომხეთმა ოფიციალურად მიიღო 24 აპრილი, როგორც სახელმწიფო ხსენების დღე.

1997 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ასამბლეამ 24 აპრილი გამოაცხადა 1915–1923 წლების სომხური გენოციდისა და 1988 წლის სუმგაითის დაბომბვისა და 1990 წლის ბაქოს ამბოხების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

2007 წელს არგენტინამ მიიღო ეროვნული კანონი 26199, რომლის მიხედვითაც 24 აპრილი გამოცხადდა, როგორც ,,ხალხთა მიმართ ტოლერანტობისა და პატივისცემის მოქმედების დღე". ამ დღეს არგენტინაში ეთნიკურად სომხებს საშუალებას აძლევენ, რომ სამსახურებში არ გამოცხადდნენ.

2015 წელს, კანადის თემთა პალატამ ერთხმად მიიღო ბრედ ბათის მიერ შემოთავაზებული მოძრაობა M-587, რომელიც აპრილს მოიცავდა, როგორც გენოციდის ხსოვნის, დაგმობისა და პრევენციის თვეს. 24 აპრილი სომეხთა გენოციდის მემორიალურ დღედ აღინიშნა.[5]

2019 წელს საფრანგეთში აღინიშნა გენოციდის პირველი ხსენების დღე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 24 აპრილს გამოაცხადა, როგორც ,,სომხების გენოციდის ხსენების ეროვნული დღე"[6]

ჩირაღდნით მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წლიდან ერევანში, 23 აპრილის საღამოს, ყოველწლიური ჩირაღდნის მსვლელობა ტარდება ციცერნაკაბერდის მემორიალთან სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთათვის. ამავე დღეს წვავენ თურქეთის დროშას. მსვლელობის ორგანიზატორია სომხეთის რევოლუციური ფედერაციის დაშნაკცუთიუნის ახალგაზრდული ფრთა. 23 აპრილის საღამოს, ტრადიციის თანახმად, ერევნის ზოგიერთმა მაცხოვრებელმა სანთელი აანთო ბინის ფანჯრებში უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისადმი. მსგავსი ღონისძიებები ტარდება არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქ სტეპანაკერტში და სომხეთისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, სადაც მრავალი სომეხი ცხოვრობს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jones, Adam (2010). Genocide: A Comprehensive Introduction. Taylor & Francis. p. 156. ISBN 9780203846964.
  2. Hovannisian, Richard G., ed. (1992). The Armenian Genocide: History, Politics, Ethics. Palgrave Macmillan. p. 339. ISBN 9780312048471.
  3. "At the Origins of Commemoration: The 90th Anniversary Declaring April 24 as a Day of Mourning and Commemoration of the Armenian Genocide". Armenian Genocide Museum. 10 March 2009.
  4. Gunter, Michael M. (15 April 2011).Armenian History and the Question of Genocide. Palgrave Macmillan. p. 76. ISBN 978-0-230-11059-5. Retrieved 23 April 2013.
  5. "Brad Butt – Private Members' Motions – 41st Parliament, 2nd Session". დაარქივებული 2020-10-26 საიტზე Wayback Machine. Retrieved 24 April 2020.
  6. Euronews (6 February 2019). "France declares April 24 "Day of Remembrance for Armenian Genocide'". euronews. Retrieved 3 October 2019.