შინაარსზე გადასვლა

სომატური ნერვული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომატური ნერვული სისტემა

სომატური ნერვული სისტემა (ბერძ. σώμα [sóma] — „სხეული“) — პერიფერიული ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აინერვირებს სხეულის კუნთებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს. ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს ანერვიანებენ ზურგის ტვინის წინა რქებისა და თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის ზოგიერთი მოტორული ბირთვის ე. წ. მოტონეირონები, მათი კოორდინირებული მოქმედება ხორციელდება პირდაპირ ან ჩართული ნეირონების საშუალებით მისული იმპულსაციით იმ მოტო-სენსორული ან მგრძნობიარე ნეირონებიდან, რომლებიც ინფორმაციას იღებენ კუნთებიდან და მყესებიდან ან თავის ტვინის სხვადასხვა დონეზე განლაგებული უმაღლესი მოტორული ცენტრებიდან.