სოლტონ-სი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლტონ-სი
სოლტონ-სი
სოლტონ-სი
კოორდინატები: 33°18′49″ ჩ. გ. 115°49′00″ დ. გ. / 33.31361° ჩ. გ. 115.81667° დ. გ. / 33.31361; -115.81667
მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე ზღვის დონიდან −69 
სიგრძე 56 კმ
სიგანე 24 კმ
ფართობი 974 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 16 
ჩამდინარე მდინარეები ალამო
ნიუ-რივერი
უაიტუოტერი
სოლტონ-სი — აშშ
სოლტონ-სი
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

სოლტონ-სი (ინგლ. Salton Sea) — გაუდინარი მარილიანი რიფტული ტბა აშშ-ში, კალიფორნიის შტატში. იკავებს სალტონის პლაიის ყველაზე დაბალ ნაწილს. ფართობი 974 კმ². სიგანე 24 კმ, სიგრძე 56 კმ, მაქსიმალური სიღრმე 16 მ. ფართობი იცვლება ნალექების შესაბამისად. მდებარეობს ქვემო კალიფორნიის ღრმულში, ზღვის დონიდან −69 მ-ით დაბლა. ტბა შემთხვევით შექმნეს კალიფორნიის სამშენებლო კომპანიის ინჟინერებმა 1905 წელს. ტბის პირას არის დასახლებული პუნქტები. ტბას გამოსაზამთრებლად ან გასამრავლებლად 400-მდე სახეობის წყლის ფრინველი სტუმრობს. სოლტონ-სი ტურიზმის ცენტრია. აუზის მაქსიმალური ტემპერატურა 40-45°C აღწევს. მაღალი მარილიანობის მიუხედავად ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა. ძირითადი შენაკადებია: ალამო, ნიუ-რივერი და უაიტუოტერი. საზრდოობს სასოფლო-სამეურნეო წყლებით, დრენაჟული სისტემებითა და ნაკადულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]