სოლომონ ხუციშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლომონ ხუციშვილი
დაბ. თარიღი 20 იანვარი, 1908(1908-01-20)
დაბ. ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1995
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე და ფილოლოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და შრომის წითელი დროშის ორდენი

სოლომონ ხუციშვილი (დ. 20 იანვარი, 1908, გორი, საქართველოს სსრ — გ. 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი. საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1977), შრომის წითელი დროშის ორდენი კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1908 წლის 20 იანვარს გორში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1930 წელს.

1938 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1939 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტსა და გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1943-1950 წლებში მუშაობდა ბარათაშვილის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი.

პარალელურად ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. მრავალი სამეცნიერო და ლიტერატურულ — კრიტიკული გამოკვლევის ავტორი, მათ შორისაა წიგნები: „ქართული ლიტერატურის კრიტიკის ისტორიისათვის“ (I, 1954; II, 1957), „ილია ჭავჭავაძე“ (1957), „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ნეკროპოლი“ (1961), „ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები“ (1969), „მიხეილ ზანდუკელი“ (1973), „ლევან გოთუა“ (1976), “ვაჟა-ფშაველა" (ე. ლუნდბერგთან და ე. ღოღობერიძესთან ერთად, 1977), „ქართული პუშკინიანა" (1979), „მანათობელი“ (1980) და სხვა. გამოცემული აქვს ს. დოდაშვილის, ს. აბაშიძის, ნ. ლომოურის, ე. ბოსლეველის და სხვა. აგრეთვე XIX საუკუნის ქართველი კრიტიკოსების კრებულები.

გარდაიცვალა 1995 წელს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მშობლიური ლიტერატურა, მე-6 კლასის სახელმძღვანელო, 216 გვ. (შემდგენელი), თბილისი: „განათლება“, 1995 წელი
  • ილია ჭავჭავაძე 1837-1987, 32 გვ თბილისი: „ფერადი ბეჭდვის სტამბა“, 1987 წელი
  • მანათობელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის 100 წელი, 124გვ, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980 წელი
  • სიცოცხლე წიგნთან, წიგნისთვის, წიგნში...: ი. გრიშაშვილის ბიბლიოფილური მოღვაწეობა, 40 გვ, თბილისი: „განათლება“, 1978 წელი
  • მიხეილ ზანდუკელი, მონოგრაფია, 47გვ, თბილისი: „განათლება“, 1973 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: